
მოსკოვის საპატრიარქო
შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 13.04.22. 2022 წლის 13 აპრილს დისტანციურ ფორმატში გაიმართა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის მეცამეტე სხდომა. სხდომის მუშაობას სათავეში ჩაუდგა კომისიის თავმჯდომარე, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო განყოფილების მეთაური, წმინდა მოწამეთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორი ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი.
სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის შედეგები იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც განსახილველად შემოთავაზებული იყო კრებათაშორისი დასწრების პრეზიდიუმის მიერ 2017 წელს. განცხადებული იყო თანამედროვე ღვთისმეტყველების ყველაზე აქტიალური საკითხების მომცველი ათი თემა, კერძოდ: „ღვთისმეტყველება როგორც მეცნიერება და მისი ადგილი ცოდნის სისტემაში“, „ეკლესიის სწავლება სასწაულის შესახებ“, „ექსტრემიზმისა და ტერორიზმის მიზეზების მართლმადიდებლური გააზრება“, „წმინდა ნაწილებისთვის პატივის მიგების შესახებ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში“. ასევე, კომისიამ მიიღო შეთავაზება, განიხილოს ბიოეთიკური პრობლემები.
ათი განსახილველი თემიდან კომისიამ მოამზადა ცხრა თემასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებიც გადაეგზავნა კრებათაშორისი დასწრების სამდივნოს. რაც შეეხება ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების თემას, ის საზოგადოებრივ ცხოვრების, მეცნიერებისა და ინფორმაციის საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიასთან ერთად ერთობლივი დამუშავების პროცესშია.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021