მთავარი გვერდი ახალი ამბები
იერუსალიმის ეკლესიების პატრიარქებმა და მეთაურებმა რადიკ…

იერუსალიმის ეკლესიების პატრიარქებმა და მეთაურებმა რადიკალების მოქმედებების გამო წმინდა ქალაქში ქრისტიანების არსებობისათვის შექმნილ საფრთხეზე მიუთითეს


2022 წლის 2 აპრილს იერუსალიმის ეკლესიების პატრიარქებმა და მეთაურებმა გააპროტესტეს და განცხადებით გამოვიდნენ რადიკალური იუდეური ორგანიზაციის „ატერეტ კოჰანიმის“ (Ateret Kokhanim) წარმომადგენლების მიერ სამლოცველო სახლის, „პეტრეს“, რეიდერული მიტაცების წინააღმდეგ, რომელიც სამლოცველო გზაზე დგას. სწორედ ამ გზით სარგებლობს მთელი მსოფლიოდან წმინდა ქალაქში ამოსული მილიონობით ქრისტიანი. როგორც ეკლესიების მეთაურებმა აღნიშნეს, აქ ლაპარაკი არ არის ცალკეული ობიექტების თღაობაზე, არამედ საქმე ეხება მთლიანობაში იერუსალიმის არსობრივი მნიშვნელობის შენარჩუნებას ქრისტიანული კვარტლის ჩათვლით. ექსტრემისტების ქმედებები ემუქრება იერუსალიმში ქრისტიანების არსებობას, ასევე, საბოლოო ჯამში – საზოგადოებრივი ცხცოვრების სტაბილურობას.

განცხადების ხელმომწერთა შორის არიან: იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი უნეტარესი პატრიარქი წმინდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა თეოფილე III, იერუსალიმის სომხეთის პატრიარქი ნურჰან მანუკიანი, იერუსალიმის ლათინური საპატრიარქოს მოციქულებრივი განმგებელი მთავარეპისკოპოსი პიერბატისტა პიცაბალა და რეგიონის სხვა ქრისტიანი ლიდერები.

მანამდე, 29 მარტს, „ატერეტ კოჰანიმის“ წარმომადგენლების ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც შენობაში უკანონოდ შეიჭრნენ და შიგნიდან ბარიკადები მოაწყვეს, ძველ ქალაქში იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქის თეოფილე III ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მიზანი იყო მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იმ რეალური საფრთხეებისადმი, რასაც ქრისტიანული მემკვიდრეობა განიცდის კერძოდ წმინდა ქალაქში და ზოგადად მთელს წმინდა მიწაზე.

ქვემოთ მოყვანილია განცხადების სრული ტექსტი: 

„იკითხეთ მშჳდობაჲ იერუსალემისა და განგებულებაჲ მოყუარეთა შენთაჲ. იყავნ მშჳდობაჲ ძალითა შენითა და იეფობაჲ გოდოლ-ტაძრებსა შენსა“ (ფსალ. 121:6-7).

რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფების „ატერეტ კოჰანიმის“ მიერ „პეტრეს“ სამლოცველო სახლის მიტაცება საფრთხეს უქმნის იერუსალიმში ქრისტიანული კვარტლის შემდგომ არსებობას და საბოლო ჯამში ამ ქალაქში თემების მშვიდობიან ცხოვრებას. ეკლესიების მეთაურები არაერთხელ გამოსულან გაფრთხილებით ექსტრემისტების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც დაშინების ტაქტიკას მიმართავდნენ და ძალადობრივად მოქმედებდნენ.

„პეტრეს“ სამლოცველო სახლს, რომელიც ბერძნულ-მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის, „ატერეტ კოჰანიმის“ დაჯგუფება დაეპატრონა, რითაც უკანონო შეჭრისა და საკუთრების უფლების დარღვევის დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა. ისინი ისეთნაირად მოქმედებენ, თითქოს კანონზე მაღლა იდგნენ, არანაირი შიში არ აქვთ შედეგებისა.

საუბარია არა პირად საკუთრებაზე, არამედ იერუსალიმის არსობრივ მნიშვნელობაზე და მათ შორის მის ქრისტიანულ კვარტალზე. სამლოცველო სახლი „პეტრე“ მდებარეობს სამლოცველო გზაზე, რომლითაც ყოველ წელიწადს სარგებლლობს იერუსალიმის მოსალოცად ამოსული მილიონობით ქრისტიანი. სახლი ქრისტიანულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და ქალაქში თვით ჩვენს არსებობას ამოწმებს.

„ატერეტ კოჰანიმის“ მსგავსი ისრეალის რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფები უკვე უმიზნებენ ჩვენი საყვარელი იერუსალიმის ძველი ქალაქის ძალადობრივად ხელში ჩაგდებას და თავს ახვევენ ყველას თავიანთი მოქმედების უკანონო და სახიფათო პროგრამას. ჩვენ ამის წინააღმდეგ გამოვდივართ და ვამბობთ: ასეთი ქმედებები გამოიწვევს არასტაბილურობას და დაძაბულლობას იმ დროს, როდესაც ყველა ცდილობს ამ დაძაბულობის დაცხრომას და სამართლიანობისა და მშვიდობისთვის ურთიერთნდობის განმტკიცებას. ძალადობითა და იძულებით კი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია.

იერუსალიმის ეკლესიების პატრიარქები და მეთაურები

 

გაზიარება:
შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან

10.06.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ დროებითმა გარეგანმა შუასაყარმა არ დაარღვიოს ჩვენი სულიერი ერთობა

29.05.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მფარველის დღე მიულოცა

24.05.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიას ეწვია

24.06.2022

შედგა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის პირველი შეხვედრა სსკგ-ის თანამშრომლებთან

17.06.2022

მიტროპოლიტი ანტონი: ექსტრემიზმის გამოვლინების ზრდა საფრთხეს უქმნის წმინდა მიწაზე ზოგადქრისტიანული სიწმინდეების შენარჩუნებას

17.06.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან

10.06.2022

დაინიშნენ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალი თავმჯდომარე და ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის ახალი რექტორი

07.06.2022

მიტროპოლიტ ილარიონის კომენტარი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სინოდის მიერ მაკედონიის ეკლესიის აღიარებაზე

31.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შენარჩუნებულია

28.05.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب