
მოსკოვის საპატრიარქო
გამოვიდა ისტორიკოს-ბიზანტოლოგის პ.ვ. კუზენკოვის წიგნი, რომელიც თანამედროვე ეკლესიათა შორის ურთიერთობებში არსებულ პრობლემას ეძღვნება
სსკგ-ის კომუნიკაცის სამსახური, 28.03.22. საგამომცემლო სახლმა „Познание („შემეცნება“) ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდამჭერ ფონდთან თანამშრომლობით გამოსცა წიგნი „კონსტანტინეპოლის პირველობა. ფაქტები მითების წინააღმდეგ“, რომელიც ეძღვნება თანამედროვე ეკლესიათა შორის ურთიერთობებში არსებულ პრობლემას. ნაშრომის ავტორია – ისტორიკოს-ბიზანტოლოგი პ.ვ. კუზენკოვი.
წიგნი წარმოდგენას იძლევა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პოლიტიკის შესახებ, რომელიც პრეტენზიას აცხადებს რაღაც განსაკუთრებულ სტატუსზე ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. ისტორიულ-კანონიკური ანალიზის საფუძველზე ავტორი ამჟღავნებს ფანარიონის პრეტენზიების უსაფუძვლობას „მსოფლიო მართლმადიდებლობის ლიდერობის“ უფლებაზე, მათ დაპირისპირებას კანონების სულთან და ასონიშანთან, ასევე ქრისტესთან და მოციქულებთან აღმავალ საეკლესიო მოწყობის სისტემასთან.
გამოცემაში განხილულია უმნიშვნელოვანესი თემები, რომლებიც წამოჭრილია „ფანარისეული მართლმადიდებლობის“ იდეოლოგიის შესახებ ახლანდელი დისკუსიის ფარგლებში, მაგალითად, სწავლება ეკლესიის შესახებ (ეკლესიოლოგია), რომელსაც ფანარიონი ცდილობს, საყოველთაო მართლმადიდებლური გახადოს და რომელსაც ღვთისმეტყველურად ამართლებდნენ ე.წ. დიდ და წმიდა კრებაზე, რომელიც კრეტას კუნძულზე ჩატარდა 2016 წ.
ნარკვევები, რომლებიც ისეთ ცნებებს ეხება, როგორებიცაა მსოფლიოობა, პენტარქია და დიპტიქი, წარმოგვიდგენენ ეკლესიურ სიძველეებისა და კანონიკური სამართლის ექსკურსებს და საშუალებას გვაძლევენ ნათელი წარმოდგენა ვიქონიოთ ფანარიონის ამ იდეოლოგიასა და ჭეშმარიტი ეკლესიის ღვთისმეტყველებაში აღნიშნული ტერმინების განმარტებებს შორის არსებულ განსხვავებაზე.
წიგნი ასევე იძლევა პასუხს სპეციფიკურ კითხვაზე ე.წ. სტავროპიგიების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნა უკრაინაში პატრიარქ ბართლომეოსის საეკლესიო ინტერვენციის პროცესში.
პ.ვ. კუზენკოვის წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში, რადგან ის წარმოადგენს თანამედროვე საეკლესიო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოვლენების ღრმა პროფესიონალურ ანალიზს და, ამასთან, გადმოცემულია ფართო აუდიტორიისათვის გასაგებ ენაზე.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021