
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 18.03.22. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური იუწყება, რომ 2022 წლის 18 მარტს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მუშაობას. სხდომის გახსნისას უწმინდესმა მეუფემ მონაწილეებს შესავალი სიტყვით მიმართა.
გულითადად მივესალმები უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ყველა წევრს.
ჩვენი უკანასკნელი შეხვედრიდან საკმაოდ დიდ დრო გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი მოვლენა მოხდა. დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ რიგი გადაწყვეტილებები დღის წესრიგიდან გამომდინარე, მაგრამ, გარდა ამისა, გავცვლით აზრებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ეს არის ის ამბები, რაც უკრაინაში ხდება, და როგორ აისახება ეს მართლმადიდებელთა შორის და კონფესიათა შორის ურთიერთობებზე. გაგიზიარებთ ინფორმაციას ჩემი შეხვედრების შესახებ რომის პაპთან და კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან ვიდეოკავშირის საშუალებით. ძალიან დეტალური განხილვა გვქონდა. მსჯელობა დავიწყეთ უკრაინაში ხალხის უსაფრთხოების საკითხით, შევეხეთ ასევე უკრაინის თემასთან დაკავშირებულ მეორე საკითხს – მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის დამოკიდებულებას. ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობის ასპექტში კათოლიკურ ეკლესიასთან, ანგლიკანურ საზოგადოებასთან და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობის ასპექტში პატრიარქსა და ამ ეკლესიების წინამძღვრებს შორის. მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრას – მართალია, ვიდეოკავშირით, მაგრამ მაინც პირისპირ რეალური შეხვედრით – დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე კეთილი ურთიერთობების შესანარჩუნებლად ჩვენს ეკლესიებს შორის და რამდენადაც ეს შესაძლებელია, საზოგადოების ფორმირების თვალსაზრისითაც უკრაინის მოვლენებთან მიმართებით.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები ჩვენგან მოითხოვს არა მხოლოდ სერიოზულ ანალიზს ეკლესიური თვალსაზრისით, არამედ – ლოცვებსაც. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ რუსეთის ეკლესია, მიუხედავად ძალიან ნეგატიური პოლიტიკური კონტექსტისა, დღეს მოწოდებულია შეინარჩუნოს ჩვენი ხალხების – რუსი და უკრაინელი ხალხების – სულიერი ერთობა, როგორც კიევის სანათლავი ემბაზიდან გამოსული ერთ ხალხისა. საომარმა მოქმედებებმა ეს ერთობა აშკარად საშიშროების წინაშე დააყენა, ხოლო თუ გარეგან ფაქტორებზე ვილაპარაკებთ, ინტერნეტ სივრცე, ინფორმაციული სივრცე ასევე ბრძოლის ველად იქცა. ამ სივრცეში კი ბევრი დეზინფორმაცი, აშკარა სიცრუე და პროვოკაციული განცხადებებია, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანების ნეგატიური გრძნობები აღძრან, რაც ხელს უშლის კონფლიქტის სასწრაფო გადაჭრასა და შერიგებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რაც დღეს ჩვენს ეკლესიაში ხდება – რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში, ბელარუსში, სხვა ქვეყნებში. ვფიქრობ, ეკლესიის პოზიცია შეიძლება გახდეს რეალური სამშვიდობო ფაქტორი, რომელიც დადებითად იმოქმედებს ჩვენს მოძმე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ განსაკუთრებული მოშურნეობით უნდა აღვავლინოთ ლოცვები მშვიდობისათვის და, რა თქმა უნდა, ისინი გამყარებულ უნდა იქნეს კონკრეტული საქმეებით. ხოლო ყველაზე კონკრეტული და მთავარი საქმე დღეს არის დახმარების გაწევა მათთვის, ვინც ამ კონფლიქტისგან დაზარალდნენ. ესენი არიან ლტოლვილები, რომელთა ნაწილიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
კონფლიქტისგან დაზარალებულ ადამიანთა დახმარება ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას პოულობს. ჩვენ განზრახული გვაქვს გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა, ვემსახუროთ მოყვასს და ჩვენს ხალხებს შორის შერიგების საქმეში ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ ისტორიულ პირობებში გვმართებს ჩვენი ჩვეულებრივი მსახურების გულმოდგინე აღსრულება, რომლისკენაც მე ყველას მოვუწოდებ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ლოცვის ღვაწლი და მოუკლებელი ძალისხმევა ხალხებს შორის კეთილი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, რომლებიც ჩათრეული აღმოჩნდნენ ამ კოფლიქტში. ეკლესიას არ შეუძლია სხვა რამ მოწოდება გააკეთოს, გარდა მშვიდობისა – ყველგან ხომ ჩვენი სამწყსოა, ბარიკადების ორივე მხარეს.
ახლა რამდენიმე სიტყვა დღევანდელი სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით. ჩვენ განვიხილავთ მთელ რიგ საკითხებს, კერძოდ, სემინარიებისთვის დისტანციური განათლების სისტემის შემოღების თემას. აღნიშნული პროექტი ხორციელდება სასწავლო კომიტეტის ხაზით სასულიეროი განათლების რეფორმების ჩარჩოებში და უმაღლესი საეკლესიო საბჭოსთვის განმსჭვალ თემას წარმოადგენს. დღეს ჩვენ კვლავ მივაპყრობთ ყურადღებას ამ თემას, რომელიც დიდი ხანია მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენს დღის წესრიგში. ვფიქრობ, დისტანციური ფორმატი, რომლის დანერგვაც სასულიერო განათლების სისტემაში დაიწყო, სემინარიებსა და აკადემიებში აამაღლებს განათლების ხელმისაწვდომობის ხარისხს, საშუალებას მოგვცემს გაიზარდოს მისი მოცულობა, ანუ მუშაობის წარმართვა შეიძლება უფრო დიდ აუდიტორიაზე.
ტექნიკურად ახლა ყველაფერი ძალიან სრულყოფილია, სატელევიზიო სურათის ხარისხი მშვენიერია, ასე რომ, მართლაც იქმნება ერთ დარბაზში ყოფნის ილუზია. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ცხადია, რომ დისტანციური ფორმატი არ არის საკმარისი, და ის შესაძლებელია მხოლოდ იმის გაგების კონტექსტში, რომ ეს მხოლოდ დამატებითი ინსტრუმენტია საგანმანათლებლო პროცესისთვის. არაცერთ შემთხვევაში, როგორი მომხიბლავიც ეს არ უნდა ჩანდეს, დისტანციური ფორმატი არ უნდა გახდეს მთავარი, ძირითადი, წამყვანი – ის შეიძლება განიხილებოდეს როგორც მხოლოდ დამხმარრე და დამატებითი საშუალება.
დღის წესრიგის შემდეგ პუნქტთან დაკავშირებულია მღვდელმსახურთა კვალიფიკაციის ამაღლება. ამ სფეროში ჩვენ გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემას დღეს უკვე დადებითი შედეგები მოაქვს. ჩვენ დღეს ამ სისტემაზეც ვისაუბრებთ და მამა მაქსიმეს ვთხოვთ, წარმოგვიდგინოს თავისი მოსაზრებები.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება ეთმობოდა და ეთმობა იმას, რაც უკრაინაში ხდება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმის მნიშვნელობას, რაც ჩემს პირად კონტაქტებში ვიდეო სისტემით რომის პაპთანაც და კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთანაც გამოიკვეთა თანხმობისა და გაგების მაღალი ხარისხი. მთავარი შთაბეჭდილება, რაც მე შემექმნა, შესაძლოა იყოს ის, რომ ჩვენი თანამოსაუბრენი არ გაგვერიდნენ და არ იქცნენ ჩვენს მტრებად. ეს კი ნიშნავს, რომ პოლიტიკური კონტექსტი, ღვთის წყალობით, ვერ არღვევს იმ კავშირებს, რომლებსაც ვამყარებდით ჩვენს თანამოძმეებთან, ან, როგორც ახლა იტყვიან, პარტნიორებთან, მიუხედავად გამანადგურებელი კრიტიკისა ჩვენი საეკლესიო საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან. თქვენ გახსოვთ ეს მოწოდებები: გამოდით მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან, შეწყვიტეთ ორმხრივი ურთიერთობა, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს ეკლესიის ღალატია და ა.შ. დღეს კი ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ყოველივე ეს რომ არ ყოფილიყო, მაშინ ჩვენი ეკლესია სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებოდა და არანაირი საშულება არ გვექნებოდა, გადაგვეცა ჩვენი პარტნიორებისთვის სიტუაციის ჩვენეული გაგება, მოვლენების ჩვენეული ხედვა. და რაც ყველაზე მთავარია, შანსი აღარ გვექნებოდა იმისა, ამ პარტნიორებში დაგვენახა ადამიანები, ვინც გაგებით ეკიდებიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას. ამიტომ ჩვენ ცხოვრებისგან მივიღეთ დამაჯერებელი დადასტურება მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან ურთიერთობის განვითარების იმ კურსის სისწორისა, რომელსაც ჩვენი ეკლესია ომისშემდგომ წლებში დაადგა. რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამ ურთიერთობების განვითარებისა და ნდობის გარკვეული ატმოსფეროს შექმნისათვის, რაც დღეს, ამ პირობებში, ძალიან გვეხმარება..
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021