
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა ვლადიმერის საერთო სანათლავი ემბაზიდან დაწყებული ერთობის დარღვევა შეუძლებელია
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 14.03.22. უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების შუქზე ბევრი ისეთი საკითხი, რომლებიც, თითქოსდა, აკადემიური დისკუსიის თემები უნდა ყოფილიყო, ადამიანებს შორის მძაფრი მსჯელობისა და კამათის საბაბი ხდება. ერთ-ერთი მათგანია – არიან თუ არა უკრაინელები და რუსები ერთი ხალხი, თუ ეს სხვადასხვა ხალხია თავ-თავიანთი ენით, ისტორიით, მენტალიტეტითა და ტრადიციებით. ტელეპროგრამა „ეკლესია და მსოფლიო“-ს ერთ-ერთმა მაყურებელმა ამ თემაზე საკუთარი შეხედულების გაზიარება სთხოვა ვოლოკალამსკის მიტროპოლიტს ილარიონს.
„ამ საკითხზე სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს: ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ, სხვები – რომ ჩვენ ორი სხვადასხვა ხალხი ვართ. მაგრამ ვისაც როგორც არ უნდა მიაჩნდეს, ჩვენ მოძმე ხალხები ვართ, ჩვენ წმინდა მოციქულთასწორი მთავრის ვლადიმერის სანათლავ ემბაზში ვართ შობილნი, – აღნიშნა მღვდელთმთავარმა. – ეს ის ერთობაა, რომელსაც ვერასდროს და ვერაფერი დაარღვევს. ამიტომ ის ძალები, რომლებიც ჩვენი ერთობის წინააღმდეგ მუშაობენ, ასევე მუშაობენ ეკლესიისა და ღმერთის წინააღმდეგ“.
მეუფე ილარიონმა წარმოქმნილი ურთიერთწინააღმდეგობის რაც შეიძლება მალე დასრულების მხურვალე იმედი გამოთქვა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021