
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონის მოუწოდებს, დაიცვან რუსეთის მოქალაქეები დასავლური „ღირებულებებისაგან“
რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ შეაჩერა „რუსეთის სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულების პროექტის განხილვა რიგი ხელოვნების მოღვაწეთა მხრიდან ნეგატიური რეაქციის გამო.
ამ კანონპროექტის თაობაზე ეკლესიის მხრიდანაც გამოითქვა შენიშვნები და შეთავაზებები, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა. „კერძოდ, დაისვა კითხვა, რატომ არ იყო ნახსენები რუსი ხალხის ტრადიციული ფასეულობების ჩამონათვალში ისეთი ფუნდამენტური ღირებულება, როგორიცაა ღვთის რწმენა, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშიც კი არის ასახული“, – ბრძანა მღვდელთმთავარმა. პროექტის შემდგენლების პასუხი იყო, რომ პროექტში ამის აღნიშვნა „საზოგადოების დაყოფას გამოიწვევს“. არ ვიცი, რა იგულისხმებოდა, როგორ დაყოფს საზოგადოებას ღვთის რწმენა“, – დასძინა ეკლესიის წარმომადგენელმა.
მისი აზრით ტელევიზიას და კინოგაქირავებას ესაჭიროება არა ცენზურა, არამედ ერთგვარი დაცვა: „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი ისეთი ფასეულობების პროპაგანდისაგან, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას, მსოფლაღქმასა და ცხოვრების წესს“.
მიტროპოლიტი ილარიონი გვთავაზობს „განვსაზღვროთ, რა არის ტრადიციული ფასეულობები და ერთგვარ საზოგადოებრივ კონსენსუსს მივაღწიოთ ამ საკითხში“. „ჩვენ ვხედავთ, რა „ფასეულობები“ ინერგება ამჟამად დასავლეთში – ეს არის ლგბტ, არატრადიციული სქესობრივი ურთიერთობების პროპაგანდა, – ამბობს მღვდელთმთავარი. – ჩვენ არ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ საზღვარგარეთიდან წამოსულმა პროპაგანდამ განაგრძოს ოჯახების ნგრევა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ჩვენი ტელე- და კინომაყურებლის დაცვა – ეს არის როგორც სახელმწიფოს, ისე ხელოვნების წარმომადგენელთა ზნეობრივი მოვალეობა“.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021