
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარის კომენტარი ქრისტიანულ სიწმინდეთა შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ პანაღია სუმელას სავანეში (ტრაპიზონი, თურქეთი)
2020 წელს ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებოდით სამუზეუმო სტატუსის ჩამორთმევას და ქრისტიანებისთვის ფაქტიურად დაკეტვას უდიდებულესი წმინდა სოფიას ტაძრისა და თავისი მოზაიკებით ცნობილი ხორის მონასტრისა სტამბოლში. მუზეუმის რანგში ეს სიწმინდეები მსოფლიო მომლოცველობის ადგილებად და ორი მსოფლიო რელიგიის ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების სიმბოლოდ ითვლებოდა. ახლა ეს ზოგადქრისტიანული სიწმინდეები პრაქტიკულად მიუწვდომელია ქრისტიანებისთვის.
დღესღეობით რელიგიური სამყარო ქვეყანაში კვლავ კომპრომენტირებულია: პონტოელი ბერძნების უმთავრეს ისტორიულ სიწმინდეში, ტრაპიზონში მდებარე პანაღეა სუმელას მონასტერში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დისკოთეკის გახსნის ნებართვა გასცა. ამბობენ, ეს ტურისტების მოსაზიდად გაკეთდაო. დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ტურისტები, რომლებიც თურქეთში უმრავლესობაა, არასდროს მოიწონებენ ქრისტიანული სიწმინდეების ესოდენ ცინიკურ შეურაცხყოფას. ჩვენთან, რუსეთში, ასეთი დფამოკიდებულება ტაძართან ან მეჩეთთან დამნაშავეთა დასჯას იწვევს. სასიხარულოა იმის დანახვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლების დიდი ნაწილი ამ ამბავს აპროტესტებს.
თავის დროზე რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ოდესღაც ჩინებული სავანე მისაწვდომი გამხდარიყო მოლოცველობისა და ყოველწლიური ღვთისმსახურებისთვის. ვაცხადებთ კატეგორიულ პროტესტს თურქეთში მართლმადიდებლური სიწმინდეების შეურაცხყოფის წინააღმდეგ. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო ხელისუფლება, მით უმეტეს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობათა გამყარების ფონზე, თვალებს არ დახუჭავს ამ აღმაფოთებელ შემთხვევაზე.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021