
მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის პრეზიდენტმა მიტროპოლიტი ილარიონი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა





2022 წლის 2 თებერვალს კრემლის დიდი სასახლის წმ. ეკატერინეს დარბაზში შედგა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის საზეიმო ცერემონია, რომლებითაც მეცნიერების, მედიცინის, ხელოვნებისა და სხვა რიგ სფეროში რუსეთის გამოჩენილი მოღვაწეების შრომა აღინიშნა.
სახელმწიფოს მეთაური მიესალმა ცერემონიის მონაწილეებს და, კერძოდ, აღნიშნა: „თითოეულ თქვენგანს საკუთარი ბედი აქვს, საკუთარი „ცხოვრების ხაზი“. მაგრამ უეჭველია, რომ ყველას გაერთიანებთ სწრაფვა, იმუშაოთ მშობლიური ქვეყნის, საზოგადოების და ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. თქვენმა მიღწევებმა მრავალ სხვადასხვა სფეროში უკვე გახსნეს და კვლავაც განაგრძობენ ახალ-ახალი ჰორიზონტების გახსნას, ემსახურებიან რუსეთის თანამედროვე განვითარებას, დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალში, იძლევიან საქმისადმი ერთგულების, საკუთარი მოვალეობის, მიზანდასახულობისა და რთული, ხშირად არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების ცოდნის მაგალითს“.
დაჯილდოებულთა შორისაა – მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თამჯდომარე, წმინდა მოციქულთა სწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორი, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი. „საერთაშორისო და კონფესიათაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“ იგი წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენის ღირსიქმნა.
მაღალი სახელმწიფო ჯილდოს საზეიმო გადაცემის შემდეგ მეუფე ილარიონმა თავის გამოსვლაში თქვა:
„ღრმად პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!
გმადლობთ თქვენ იმისთვის, რომ უწმინდესი პატრიარქის წარდგინებით საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელობა და მისი ზოგიერთი თანამშრომელი მაღალი სახელმწიფო ჯილდოს ღირსად ჩათვალეთ.
ჩვენს დაწესებულებას ზოგჯერ ეკლესიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწოდებენ, რაც არ არის მთალად სწორი, რადგან ჩვენ არა მხოლოდ საზღვარგარეთის საქმეებით ვართ დაკავებულნი, არამედ ასევე კონფესიათაშორის ურთიერთობებითაც ჩვენს სამშობლოში. უკანასკნელ წლებში კი ჩვენ უფრო ერთგვარ თავდაცვის უწყების მსგავსად აღვიქვამთ ჩვენს თავს, რადგან ჩვენი ეკლესიის წმინდა საზღვრების დაცვა გვიხდება.
რუსეთის ეკლესია ათ ასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იქმნებოდა, და ჩვენ ის მემკვიდრეობითად იმ საზღვრებში გვერგო, რომლებშიც შექმნილია. ჩვენ ის არ შეგვიქმნია და ჩვენ მას ვერ დავარღვევთ. ხოლო იმ გარე გამოწვებეს, რომლებსაც ჩვენ დღეს შევეჯახეთ, მომავალშიც წინააღმდეგობას გავუწევთ.
მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, რათა მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ დევნილ ქრისტიანებს უწევთ მთელს მსოფლიოში.
მართალია, რუსეთის არმიის მეშვეობით ტერორისტები სირიიდან განიდევნენ, მაგრამ ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში ქრისტიანები, სადაც ტერორისტებისა და რადიკალური დაჯგუფებების თავდასხმებს განიცდიან, ასევე საჭიროებენ რუსეთის მხრიდან დაცვასა და დახმარებას.
მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას დღეს აფრიკა საჭიროებს. ამ კონტინენტის ზოგიერთ სახელმწიფოში ქრისტიანების სრულმასშტაბიანი დევნაა გაჩაღებული. აფრიკის მორწმუნე საზოგადოება იმედით შესცქერის რუსეთსა და მის პრეზიდენტს, რუსეთის ეკლესიასა და მის პატრიარქს. ისინი ქუჩებში გამოდიან პლაკატებით: „მადლობა პუტინს, მადლობა პატრიარქ კირილეს“.
მინდა მადლიერებით შევუერთდე ამ სიტყვებს და გისურვოთ თქვენ, პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, სიჯანსაღე და ღვთის შეწევნა თქვენს მსახურებაში“.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021