
მოსკოვის საპატრიარქო
სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მისალოცი წერილი გაგზავნა უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით
სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქს საწინამძღვრო მსახურების დაწყებიდან მეცამეტე წლისთავი მიულოცა.
მისალოც წერილში ნათქვამია:
თქვენო უწმინდესობავ, უფალ ქრისტეში საყვარელო ძმაო და თანამწირველო!
მიიღეთ ჩვენი გულითად მოლოცვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო საყდარზე თქვენი აღსაყდრების ცამეტი წლისთავის დღესასწაულთან დაკავშირებით.
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელს სისავსესთან ერთად თქვენს უწმინდესობას ვუთვლით მრავალჟამიერი ცხოვრების ლოცვით სურვილებს და წუთისოფელში ჩვენი და-რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭის ღვთისსათნოდ მართვას თქვენდამი რწმუნებული საღვთო ერის, სამღვდელოებისა და მონაზონთა საკეთილდღეოდ და საცხოვნებლად. რუსეთის უწმინდეს ეკლესიას კი უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაე მიჰმადლოს თქვენი უწმინდესობა სიმშვიდეში, სიმრთელეში, პატიოსნებაში, ჯანმრთელობაში, დღეგრძელობაში, თავისი ჭეშმარიტების სიტყვის მართლად წარმართვაში.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,
+ პორფირე,
სერბეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021