მთავარი გვერდი ახალი ამბები
იერუსალიმის უნეტარესმა პატრიარქმა თეოფილე III-მ ინტერვ…

იერუსალიმის უნეტარესმა პატრიარქმა თეოფილე III-მ ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემას «Известия»


გაზეთ «Известия»ს კორესპონდენტის კითხვებზე პასუხისას იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ისაუბრა კერძოდ იმ საფრთხეებზე, რომლებიც წმინდა მიწაზე ქრისტიანთა არსებობას ემუქრება, და იმაზე, თუ როგორ ესახება მას ქრისტიანთაშორის ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები, თუ რა აზრისაა ის ვაქცინაციასა და პანდემიის პერიოდში მომლოცველობაზე.

– ცოტა ხნის წინ თქვენ განაცხადეთ საფრთხეების შესახებ, რომლებიც ქრისტიანთა არსებობას ემუქრება იერუსალიმში და წმინდა მიწაზე ზოგადად. რამდენად დიდია საკუთრების სტატუსის შეცვლის ალბათობა? არის კი რეალური კომპრომისის გამონახვა, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება?

დღეს აშკარა საფრთხის წინაშე ვართ. ქრისტიანებს ყველგან უნდა აღელვებდეთ თავისი ძმებისა და დების ბედი წმინდა მიწაზე. ჩვენი გამოდევნის საფრთხე რეალურია. ბოლო ათწლეულების მანძილზე ჩვენ, სამწუხაროდ, შევეჩვიეთ ისრაელის ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც იტაცებენ ქრისტიანული ოჯახებისა და საეკლესიო დაწესებულებების ქონებას უღირსი მეთოდებით. ახლა მათი შეტევის კიდევ უფრო შორს გავრცელების საფრთხემ იმატა.

თუ ეს რადიკალური ჯგუფები ხელში ჩაიგდებენ იაფას კარიბჭესთან ქრისტიანთა მომლოცველობის გზაზე არსებულ სტრატეგიულ ობიექტებს, მაშინ კიდევ უფრო მეტი ქრისტიანი დატოვებს იერუსალიმს, მილიონობით მომლოცველი კი მთელი მსოფლიოდან ვეღარ გაივლის სრულფასოვან მომლოცველობით გზას. გარდა ამისა, ქრისტიანული თემის, საზოგადოების დაკარგვა, რომელიც რეგიონში ყველა აღმსარებლობის ადმიანისთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენია განათლების, ჯანდაცვის თუ ჰუმანიტარულ სფეროში, გამანადგურებლად იმოქმედებს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილზე. ამასთანავე ტრაგიკულად დააზიანებს იერუსალიმის, როგორც მსოფლიოს რელიგიური დედაქალაქის რეპუტაციას.

ქრისტიანები მთელს მსოფლიოში აღდგომის საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ. ჩვენს შორის ისინი, ვინც ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის ადგილს სცემს თაყვანს, ამ იდეის მატარებლები არიან. სწორედ ამიტომ ჩვენ ვისწრაფვით დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან, რათა მოინახოს გადაწყვეტა, რომელიც დაიცავს წმინდა ქალაქის მულტირელიგიურ და მულტიკულტურულ პანოს.

– რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ხშირად აკეთებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ რადიკალიზმისა და ფანატიზმის გამოვლინებები რელიგიათაშორის ურთიერთობებში დაუშვებელია. მართლაც შევდივართ თუ არა კონფრონტაციის ახალ ერაში და რასთან არის ეს თქვენი აზრით დაკავშირებული?

– სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდება ყოველწლიურად იმ ადამიანების რიცხვი, ვინც რელიგიური მრწამსის გამო განიცდიან შეწვიწროებას. 80% ზე მეტი მათგან, ვინც მთელს მსოფლიოში იდევნება, ქრისტიანია. ამის საპირწონედ იერუსალიმი გვევლინება დასტურად იმისა, რომ რელიგიური ჰარმონია შესაძლებელია. ამას მოწმობს ჩვენი თანაარსებობა ჩვენს ებრაელ და მუსულმან მეზობლებთან გვერდიგვერდ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი არსებობა ძველ ქალაქში არ იწვევს კითხვებს არც მთავრობაში, არც რელიგიურ დაწესებულებებში, არც მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობაში, რომელიც მშვიდობისა და კეთილდღეობის პირობებში ცხოვრობს.

მაგრამ ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნიან ისრაელის მცირე, კარგად დაფინანსებული ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც აწარმოებენ ძალაგამომცლელ ომს დაუცველი საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც მოწოდებულია უყვარდეს მეზობლები და ემსახუროს მათ. ამჟამად ჩვენ მოსახლეობის 1 პროცენტზე ნაკლებს შევადგენთ და ჩვენი რიცხვი მცირდება. მსოფლიომ უნდა იმოქმედოს ვიდრე ძალზე გვიან არ არის.

– 2019 წელს თქვენ შეხვედრა გქონდათ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან. მან გამოთქვა აზრი იმ ქრისტიანთა ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით, რომლებიც ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენათა გამო. რუსეთის ლიდერმა მაშინ აღნიშნა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია მუსულმანურ კონფესიებთან ურთიერთობათა მოწესრიგება. რა შეგიძლიათ გვითხრათ ისლამის წარმომადგენლებთან ამ მიმართულებით მუშაობის თაობაზე?

– ნამდვილად უნდა აღინიშნოს ის ძალისხმევა, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი მიმართავს მთელს მსოფლიოში ქრისტიანული თემის მხარდასაჭერად. ჩვენ დიდად ვაფასებთ და მადლიერი ვართ მისი მხარდაჭერისათვის. თქვენ მართალს ბრძანებთ ასევე, როდესაც ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობათა აუცილებლობაზე საუბრობთ. ჩვენის მხრივ ქრისტიანები მოწოდებულნი ვართ ქრისტეს მიერ, დახმარების ხელის გასაწვდენათ ყველასთვის და მოყვასის სასიყვარულოდ, როგორც საკუთარი თავის.

უკვე ათას წელზე მეტია იერუსალიმში ეკლესიებს კარგი ურთიერთობა აქვთ ჩვენს მუსულმან ძმებთან და დებთან. მე რეგულარულად ვხვდები წმინდა მიწისა და მთელი მსოფლიოს მუსულმან ლიდერებს. განსაკუთრებით მადლიერი ვარ მის უმაღლესობა იორდანიის მეფე აბდალასთან მეგობრობისთვის, რომელიც არის რა წმინდა მიწაზე არსებული ქრისტიანული და მუსულმანური წმინდა ადგილების დამცველი, ძალისხმევას არ იშურებს ქრისტიანთა დასაცავად როგორც აქ, ისე მთელს ახლო აღმოსავლეთში. მოკლებული ვარ რა პატივმოყვარეობას, ვფიქრობ, შეგვიძლია ვასწავლოთ მსოფლიოს, თუ როგორ უნდა ააგონ ღრმა ურთიერთობა მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის.

– როგორ შეაფასებთ ქრისტინთა მდგომარეობას ყაზახეთში მასობრივი პროტესტების, არეულობებისა და რადიკალური განწყობილებების ზრდის ფონზე?

– ყაზახეთში არსებული ვითარება ყველას გვაშფოთებს. იესო ქრისტე ასწავლიდა თავის მიმდევრებს ელოცათ და ემუშაკათ მშვიდობისათვის იერუსალიმში. ჩვენ კი მოვუწოდებთ მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს, ილოცონ მშვიდობისათვის ყაზახეთში და მოვუწოდებთ ჩვენს ძმებსა და დებს ყაზახეთში, გააკეთონ ყველაფერი, რაც შესძლებელია, იმისთვის, რომ მშვიდობასა და შერიგებას მიაღწიონ საკუთარ მიწაზე.

– სამი წლის წინ თქვენ გამოხვედით წინადადებით ჩატარებულიყო მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შეხვედრა იმ განხეთქილების დაძლევის საკითხის განსახილველად, რომელიც გამოიწვია „უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიისთვის“ ავტოკეფალიის ტომოსის ხელმოწერამ. კიდევ თუ არსებობს პრობლემის გადაჭრის ეს შესაძლებლობა? როგორ შეაფასებდით განხეთქილების სიღრმეს ამჟამად?

– ცოტა საკითხი თუ გაუტოლდება თავისი მნიშვნელობით ეკლესიის ერთობის საკითხს. თავის შეპყრობამდე რამოდენიმე საათით ადრე აქ, იერუსალიმში გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა იესო ქრისტე. იმ უძვირფასეს წუთებში ის ლოცულობდა საკუთარი მოწაფეების, ეკლესიისა და თავისი მიმდევრებისთვის. პირველ ყოვლისა იმისთვის, რომ ისინი ერთმთლიანნი ყოფილიყვნენ.

2019 წელს მე წილად მხვდა პატივი უწმინდესი პატრიარქი კირილესგან მიმეღო პატრიარქ ალექსი II-ს სახელობის პრემია მართლმადიდებელი ხალხების ერთობის განმტკიცებისაკენ მიმართული ძალისხმევისათვის. მაშინ მე ვთქვი, რომ თვით ყველაზე ახლობელი ოჯახებიც კი განიცდიან განსაცდელისა და კონფლიქტების ხანას. როგორც ადრეული ეკლესია, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიები დალოცვილია პატრიარქების, მთავარეპისკოპოსებისა და ეპისკოპოსების არსებობით, რონელთაგან თითოეული ეკლესიით სულდგმულობს და აღსავსეა სულისკვეთებით თავად იცხოვროს სათნო ცხოვრებით და სხვასაც წარუძღვეს ამ გზაზე სხვადასხვა თემში და მძიმე პერიოოდებში. გასაკვირი არაა, რომ კონფლიქტები იჩენს თავს.

მე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ ურთიერთობაშია ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზა. მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვაგრძოთ ერთმანეთთან შეხვედრები ქრისტიანული სიყვარულითსა და ძმური სულისკვეთებით და განვიხილოთ ის საკითხები, რომლებიც ასე ადვილად გვაშორებს ერთმანეთს. ვცხოვრობთ რა სტუმართმოყვარედ და საზიარო გვაქვს ყველაფერი, ჩვენ მოვუხმობთ სულიწმიდას, რომ გაგვაერთიანოს. მე ძალზე დამაიმედა ლიდერების მზადყოფნამ შეხვედრისათვის და მოუთმენლად ველი უახლოეს თვეებში ახალ შესაძლებლობას, გავუზიარო მათ ჩემი მოსაზრებები.

– პატრიარქი კირილესა და რომის პაპის მომავალი შეხვედრის შესახებ: რა საკითხები უნდა დაისვას თქვენი აზრით?

– მოხარული ვარ, რომ პატრიარქი კირილე რომის პაპს ხვდება. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ პაპ ფრანცისკესთან შეხვედრა ყოველთვის დიდი სიამოვნებაა. ის სამაგალითო ლიდერი და ერთგული მეგობარია მრავალი ჩვენგანისთვის მთელს მსოფლიოში. ის ასევე არის ნათელი მაგალითი ჭეშმარიტად ქრისტიანული ლიდერობისა მრავალფეროვან და დაყოფილ მსოფლიოში. მე ვილოცებ, რომ მათი შეხვედრა კურთხეული იყოს და მსჯელობა ნაყოფიერი. და ჩვენ გვამხნევებს პატრიარქი კირილეს საშობაო ეპისტოლე, რომელიც აუცილებლად გაიჟღერებს მისი სვადასხვა შეხვედრებისას, რომ ის მხარს გვიჭერს პრობლებებში, რომლებიც ჩვენ წინაშეა.

– კორონავირუსის ეპოქამ საზოგადოება ორ ნაწილად დაყო ვაქცინაციის საკითხში. ეკლესიის თვალსაზრისით როგორ შეაფასებდით ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა მოქმედებებს, რომლებსაც მიმდევრები გამოუჩნდათ და დაჟინებულ მასობრივ აგიტაციას ეწევიან?

– პირველ ყოვლისა, ჩემი სამუშაოა – მიყვარდეს ადამიანები, და არა განვსაჯო ისინი, მეორე, თქვენი წინა კითხვების გათვალისწინებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულად მოვეპყროთ ადამიანთა პირად თავისუფლებას. მესამე, მე, როგორც ბევრმა სხვა ქრისტიანმა ლიდერმა მთელს მსოფლიოში, სიხარულით გავიკეთე კორონავირუსის აცრა, ვაქცინა – ეს არის პასუხი ჩვენს ლოცვებზე და მე მადლობას ვწირავ უფალს ამ მხსნელი ტექნოლოგიისთვის. ის იცავს ადამიანებს სიკვდილისგან და სერიოზული დაავადებისგან, ამცირებს იმის ალბათობას, რომ სხვას გადავდებთ. ზოგადად აცრა – ეს არის ძალზე პრაქტიკული მეთოდი მოყვასის სიყვარულის გამოსავლენდ.

– შეიძლება თუ არა მომლოცველობა პანდემიის პირობებში და როგორი იქნება ის თქვენი აზრით წელს? როგორ აღნიშნავს ქრისტიანული სამყარო აღდგომას?

– კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს სამყაროში. წმინდა მიწაზე ვდარდობთ, რომ მომლოცველები არ არიან. ჩვენი წმინდა ვალია – მივესალმოთ მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ადამიანებს ამ წმინდა ადგილებში. წელს მეტი მომლოცველის მიღების იმედი გვაქვს, მაგრამ გვესმის, რომ სტუმართა საერთო რიცხვი ალბათ შედარებით მცირე იქნება.

მე მოვუწოდებ ყველას, გვახსოვდეს, რომ მომლოცველობა შეიძლება ნებისმიერ ადგილას. იმდენი მოგზაურობა არსებობს, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, როგორც საზღვარგარეთ, ისე ჩვენი თემის ფარგლებში. მრავალი ადგილი არსებობს, რომელსაც შეგვიძლია ვეწვიოთ და მრავალი გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია შევიძინოთ იმისათვის, რომ ქრისტეს მივუახლოვდეთ. აღდგომის დღესასწაულზე ჩენ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ვზეიმობთ, სამებობის დღეს კი ვაღიარებთ, რომ ის ყველგან მყოფობს, სადაც კი მოქმედებს ეკლესიის სამრევლო სული წმიდის მადლით.

მოვუწოდებ ყველა ჩემს ძმას და დას მთელს მსოფლიოში, მოიძიონ წმინდა ადგილები საკუთარ ბუნება-გარემოში, აქციონ მომლოცველობის ადგილებად საკუთარი ქალაქები და ეკლესიები და კიდევ ერთხელ შეიგრძნონ უფლის უსაზღვრო, უსასრულო სიყვარული, რომელიც აღდგომისას ჩვენი ხდება. თუ ჩვენ შევძლებთ ამას შევძლებთ, მწამს, რომ მაშინ სული წმინდა ახლებურად შემოიყვანს ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს საზოგადოებაში იესო ქრისტეს.

ესაუბრა სოფია დევიატოვა

 

Распечатать публикацию

 

გაზიარება:
შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან

10.06.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ დროებითმა გარეგანმა შუასაყარმა არ დაარღვიოს ჩვენი სულიერი ერთობა

29.05.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მფარველის დღე მიულოცა

24.05.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიას ეწვია

24.06.2022

შედგა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის პირველი შეხვედრა სსკგ-ის თანამშრომლებთან

17.06.2022

მიტროპოლიტი ანტონი: ექსტრემიზმის გამოვლინების ზრდა საფრთხეს უქმნის წმინდა მიწაზე ზოგადქრისტიანული სიწმინდეების შენარჩუნებას

17.06.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან

10.06.2022

დაინიშნენ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალი თავმჯდომარე და ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის ახალი რექტორი

07.06.2022

მიტროპოლიტ ილარიონის კომენტარი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სინოდის მიერ მაკედონიის ეკლესიის აღიარებაზე

31.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შენარჩუნებულია

28.05.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب