
მოსკოვის საპატრიარქო
მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მილოცვა გაუგზავნა
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღეს მიულოცა. ქვემოთ მოყვანილია მისალოცი გზავნილის ტექსტი.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
მიიღეთ ჩემი უთბილესი მოლოცვა მოციქულთასწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებით.
საქრისტიანო და სამოციქულო ქადაგების ღვაწლის განსაკუთრებულობას წმინდა მოციქული პავლე მოსაგრე მსახურებას ადარებს (1 კორ. 9, 7; 2 კორ. 10, 3-4; 1 ტიმ. 1, 18; 2 ტიმ. 2, 3-4). ეკლესიის მშვიდობიანი და კეთილი აღშენება, ქრისტეს სიმართლისა და საეკლესიო მშვიდობისათვის მსახურება ზოგჯერ უფრო მეტ ახოვანებასა და ძალებს მოითხოვს, ვიდრე იარაღით ხელში საკუთარი სამშობლოს დაცვა.
წმინდა მოციქულთასწორმა ნინომ გამოავლინა შეუდარებელი სიმამაცე და სიმტკიცე არა მხოლოდ ღვთის სიტყვის ქადაგებით, არამედ ასევე ქრისტეს წმინდა სარწმუნოების დაცვითა და გამყარებით. მისი მაგალითით არანაკლები შემართება გამოიჩინა ქართველმა ხალხმა, – იაღმსარებლა რა მოშურნედ მთელი თავისი შემდგომი ათასწლეული ისტორიის მანძილზე.
მივმართავ რა ლოცვებს დიდი წმინდანის მიმართ, რომელსაც თბილად მიაგებენ პატივს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაშიც და მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში, ლოცვით ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას სულიერი და ხორციელი ძალების განმტკიცებას, მთელს წმინდა საქართველოს ეკლესიას კი ქრისტეს მიერ მშვიდობასა და კეთილდღეობას.
მოკრძალებული სიყვარულით უფალში,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების თავმჯდომარე
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021