
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი შაბაცკის ეპისკოპოსის ლავრენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიასდ რუსეთის პარტიარქმა კირილემ სამძიმარი გამოთქვა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უხუცესი იერარქის შაბაცკის ეპისკოპოს ლავრენტის გარდაცვალების გამო.
მის უწმინდესობას, უწმინდეს პორფირეს, პეჩის მთავარეპისკოპოსს, ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტს, სერბეთის პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ, საყვარელო თანამოძმევ და თანამსახურო უფლის საყდართან!
მწუხარებით შევიტყვე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უხუცესი იერარქის შაბაცკის ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსის ლავრენტის გარდაცვალების შესახებ.
კაცი სავსე სარწმუნოებითა (საქ. 6. 5), ყოვლისმპყრობელმა ღირსჰყო ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ემუშაკა მის ვენახში, დაუღალავად ეზრუნა წმინდა მართლმადიდებლობის განმტკიცების, საეკლესიო ცხოვრების აღორძინებისა და მასზედ რწმუნებული სამწყსოს სულიერი აღზრდისთვის.
ყოვლისმომნიჭებელმა უფალმა, ყოველთა მეუფეთა ძალამ, თავისი სასუფევლის თანაზიარად დაე, გამოაჩინოს (პირველი ხმის კანონი შაბათის ცისკარზე) ახალშესვენებული ეპისკოპოსი ლავრენტი, განუსვენოს იგი ზეციურ სავანეებში და მისცეს მას საუკუნო და ნეტარი ხსენება.
თანაგრძნობით
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021