
მოსკოვის საპატრიარქო
გამოიცა რუსული თარგმანი ბერძენი მღვდელმსახურის ანასტასი გოცოპულოსის წიგნისა „წვლილი უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ დიალოგში“
სერიაში „ეკლესიის ერთობისათვის“ გამოიცა ახალი წიგნი – „წვლილი უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ დიალოგში“ (ბერძნულიდან თარგმანი), რომლის ავტორია პროტოპრესვიტერი ანასტასი გოცოპულოსი და რომელიც განაგრძობს სერიას, რომელიც ეძღვნება უკრაინაში კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს აგრესიული ანტიკანონიკური მოქმედებების თემას.
მამა ანასტასი – არის მღვდელი ქალაქ პატრადან. გამოცემაში თავმოყრილია სტატიები, რომლებიც ეძღვნება კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბართოლომეოსის მიერ უკრაინული სქიზმატური დაჯგუფებების ანტიკანონიკური აღიარების საკითხებს და ამის სამწუხარო შედეგებს მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის.
თავის სტატიებში დეკანოზი ანასტასი გამოდის მცდარი პოსტულატებისა და მტკიცებების წინააღმდეგ, წუხს რა ელადის ეკლესიის გამო, რომელმაც შეიძლება ვერ შეინარჩუნოს წონასწორობა იმათ სულიერ მემკვიდრეებთან და საქმის გამგრძელებლებთან ურთიერთობისას, ვისაც არ ჰქონია კანონიკური ქიროტონია ან საერთოდ არ ყოფილა ხელთდასხმული.
გამოცემა მოამზადა საგამომცემლო სახლმა «Познание» (შემეცნება) ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფონდთან თანამშრომლობით.
სერიაში „ეკლესიის ერთობისათვის“ კიდევ რამდენიმე წიგნის პუბლიკაცია მზადდება: მორავიჩის ეპისკოპოსის ანტონის (სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია) „სერბეთისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობები რუსეთის არქივების საფუძველზე“, ბერი სერაფიმეს (ზისისის) (ელადის მართლმადიდებელი ეკლესია), „მამის სამებისშიდა მონარქია და ფანარის ეკლესიოლოგიის ახლადმოვლენილი მონარქი“, ა.იუ. ხოშევის „რუსეთის ეკლესია და იუგოსლავიის დაშლა“, პ.ვ. კუზენკოვის „კონსტანტინეპოლის პირველობა. ფაქტები მითების წინააღმდეგ“ და სხვ.
ზსად-ის პრეს-სამსახური /
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021