
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტმა ილარიონმა თანაგრძნობა გამოხატა შაბაცკის ეპისკოპოს ლავრენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა თანაგრძნობა გამოთქვა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უხუცესი იერარქის შაბაცკის ეპისკოპოს ლავრენტის გარდაცვალების გამო. სერბეთის უწმინდესი პატრიარქის პორფირესადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია:
თქვენო უწმინდესობავ !
ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ თქვენს უწმინდესობას შაბაცკის ეპისკოპოსის ლავრენტის გარდაცვალების გამო. ჭაღარითა და დიდებით შემკული (2 მაკ. 15.13) ახალშესვენებული წმინდა საბას ეკლესიის მღვდელმთავართაგან უხუცესი იყო ქიროტონიის მიხედვით. მიმდინარე წელს იგი თავისი საეპისკოპოსო მსახურების 55 წლისთავის აღსანიშნავად ემზადებოდა.
განსვენებულმა დაგვამახსოვრა თავი ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპაში წმინდა საბას სამრევლოს საეკლესიო ცხოვრების კეთილმოწყობაზე ზრუნვით, ასევე სერბეთის მიწაზე, რომელსაც თავდადებული სამღვდელთმთავრო ღვაწლის მრავალი წელი მიუძღვნა და მისადმი რწმუნებული მოძღვრებისა და სამწყსოს პატივისცემა და სიყვარული მოიხვეჭა.
უფალმა იესო ქრისტემ, აღდგომამ და სიცოცხლემ (ინ. 11. 25), დაე განუსვენოს სული ერთგული მონისა თვისისა ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსუენებისასა, სადა ყოველნი მართალნი დაემკჳდრებიან; დაე საუკუნოდ იყო ხსენება მისი.
უფალში მოკრძალებული სიყვარულით ,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021