
მოსკოვის საპატრიარქო
ბერლინში მიტროპოლიტ ვლადიმერის (კოტლიაროვი) ხსოვნას ლოცვითი პატივი მიაგეს


2022 წლის 20 იანვარს, ღმრთის განცხადების დღესასწაულის შემდგომ, უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის წმინდა იოანეს კრების ხსენების დღეს, ბერლინ-გერმანიის ეპარქიის მმართველმა რუზის მთავარეპისკოპოსმა ტიხონმა კარლსჰორსტში (ბერლინი), სამღვდელთმთავრო რეზიდენციაში, საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსი სერგი რადონეჟელის სახელობის ჯვრის ტაძარში.
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას თანამსახურება გაუწია დიაკონმა იოანე შმანოვმა.
მიცვალებულთა კვერექსზე ვედრება აღევლინა ახალშესვენებულ მიტროპოლიტ ვლადიმერისთვის (კოტლიაროვი).
ლიტურგიის დასასრულების შემდეგ მთავარეპისკოპოსმა ტიხონმა მიცვალებულთა ლიტია აღასრულა ახალშესვენებულ მიტროპოლიტ ვლადიმერისთვის, რომელიც 1967 წლიდან 1970 წლამდე სამწყემსთმთავრო მსახურობას ასრულებდა გერმანიაში ეპისკოპოსის ხარისხში, შემდეგ კი მსახურობდა ბერლინისა და ცენტრალური ევროპის მთავარეპისკოპოსად და საპატრიარქო ეგზარქოსად ცენტრალურ ევროპაში.
ბერლინ-გერმანიის ეპარქია /
სსგკ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021