
მოსკოვის საპატრიარქო
სამი საპატრიარქოს მღვდელმთავრებმა ბუენო-აირესში ერთობლივი ღვთისმსახურება აღასრულეს







2022 წლის 23 იანვარს ბუენოს-აირესში (არგენტინა) კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის სახელობის კარის ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღასრულეს ანტიოქიის, რუსეთის და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქებმა.
ბუენოს-აირესისა და სრულიად არგენტინის მიტროპოლიტ იაკობს (ანტიოქიის საპატრიარქო), კარაკასისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოს იოანეს, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ეპისკოპოს კირილეს (სერბეთის საპატრიარქო) და არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოს ლეონიდეს თანამსახურებდნენ მოსკოვის საპატრიარქოს არგენტინის ეპარქიის მდივანი დეკანოზი სერგი იურინი და ქალაქ სან-მარტინის ღირსი იობ პოჩაეველის ტაძრის წინამძღვარი მღვდელმსახური ალექსი ლისენკო.
მრჩობლ კვერექსზე აღავლინეს ლოცვა-ვედრება კორონავირუსული ინფექციისაგან და მავნე სენთა ზედამოსვლისაგან დასაცავად.
ლიტურგიის განტევებისას ღმრთის განცხადების დღესასწაულის სადიდებელი შესრულდა. შემდეგ ეპისკოპოსმა კირილემ წაიკითხა წმინდა თეოფანეს, ვიშენსკელი დაყუდებულისადმი ლოცვა, რომლის ხსენებასაც ეკლესია ამავე დღეს დღღსასწაულობს.
ამის შემდეგ ეპისკოპოსმა ლეონიდემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა მღვდელთმთავრებს, რომლებიც ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ, და ყველას, ვინც ტაძარში იყო შეკრებილი, კერძოდ, მან აღნიშნა: „მადლობა უფალს, რომ დღეს ყველას ერთად მოგვიყარა თავი. გულით გისურვებთ, ძვირფასო მეუფენო, რომ მადლი, რომელიც გარდამოვიდა მდინარე იორდანეზე უფლის განცხადებისას, ყოველთვის თქვენთან იყოს, ხოლო ცხოვრებას ყოველთვის ანათებდეს ბეთლემის ვარსკვლავი“.
სამახსოვრო საჩუქრის სახით მან იერარქებს კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ხატები მიართვა, რომლის დაბადებიდან 800 წელიც 2021 წელს აღინიშნა.
ასევე სიტყვით გამოვიდა კარაკასისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც ისაუბრა ახლახან აღნიშნულ დღესასწაულებისა და მომავალი დიდი მარხვის სიმბოლიკის შესახებ.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოძმე მეუფე ლეონიდეს ამ ღვთისმსახურებაზე მოწვევისათვის, ეს დიდი პატივია ჩემთვის, – თქვა თავის მხრივ ბუენოს-აირესისა და სრულიად არგენტინის მოტროპოლიტმა იაკობმა (ანტიოქიის საპატრიარქო), – ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მოძმეთ – ეპისკოპოს იოანეს და ეპისკოპოს კირილეს, რომლებთან ერთადაც აღვასრულეთ დღეს ღვთისმსახურება. ჩვენ ყველა – მართლამდიდებელი ეპისკოპოსები, რომლებმაც მსახურება აქ, არგენტინაში, ბუენოს-აირესში ჩავატარეთ, – ქრისტესმიერ ძმებად ვგრძნობთ თავს. როგორც მოგეხსენებათ, ძმური ურთიერთობები მოსკოვის, ანტიოქიისა და სერბეთის საპატრიარქოებს შორის ძალიან ძირძველი და ძალიან ღრმაა. ასევე ღიაა თქვენთვის ძვირფასო მეუფე იოანე, მეუფე ლეონიდე, მეუფე კირილე, და თქვენთვის ყველასთვის, ძვირფასო ძმანო და დანო ჩვენი წმინდა დიდმოწამე გიორგის ტაძარი. ჩვენი ძმური თანამსახურება აქ, არგენტინაში, ძალზე მნიშვნელოვანია ყველასათვის“.
ბუენოს-აირესისა და სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ეპისკოპოსმა კირილემ (სერბეთის საპატრიარქო) მადლობა გადაუხადა მეუფე ლეონიდეს ძმური მიწვევისათვის საღმრთო ლიტურგიის ერთობლივად აღსასრულებლად. „მე ყოველთვის აღმაფრთოვანებს მოძმე მეუფეებთან, სამღვდელოებასა და მორწმუნეებთან ერთად ღვთისმსახურების აღსრულების შესაძლებლობა. ეს ჩვენი ქრისტესმიერი ერთობის დასტურია. ერთია ღმერთი, გამომხსნელი სრულიად კაცობრიობისა – ქრისტე მაცხოვარი, და ერთია ეკლესია – ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესია; და მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ ქრისტეში ჩვენს ერთობას“.
ღვთისმსახურებაზე შეკრებილთ დაურიგდათ 2022 წლის მართლმადიდებლური კალენდრები, რომლებიც სერბეთის ეკლესიის იერარქის ეპისკოპოს კირილეს ლოცვა-კურთხევით დამზადდა.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური /
არგენტინის ეპარქიის საიტის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021