მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: „ეკატერინბურგის ნეშტების“ ნამდვილ…

მიტროპოლიტი ილარიონი: „ეკატერინბურგის ნეშტების“ ნამდვილობის აღიარებისთვის ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილებაა საჭირო


2022 წლის 22 იანვარს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ „Россия 24“-ზე გამოდის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის – ეკატერინე გრაჩევას და ტელემაყურებლების კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: გამარჯობა! ეს არის გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“ ტელეარხ „Россия 24“-ზე. ყოველ გამოსასვლელ დღეებში ჩვენ კითხვებს ვუსვამთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს. მეუფევ, მოგესალმებით!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმები, ეკატერინე! მოგესალმებით, ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: მინდა დავიწყო პატრიარქ კირილეს ინტერვიუთი, რომელიც მან ჩემს კოლეგებს წლის დასაწყისში მისცა „Россия 1“-ის არხზე. ამ ინტერვიუში პატრიარქი კირილე კიდევ ერთხელ აყენებს სუროგატი დედობის საკითხს, კერძოდ კი ამბობს, რომ ქალების მხრიდან მშობიარობაზე უარის თქმა ან ხელოვნური საშვილოსნოთი მათი ჩანაცვლება გამოიწვევს კაცობრიობის ისტორიის დასასრულს, ადამიანის, როგორც გონიერი პიროვნების დასასრულს, და აღნიშნა: „რა არის დაბადების საიდუმლო? უპირველეს ყოვლისა, ეს არის სიყვარულის საიდუმლო, როდესაც ორი ადამიანის გამაერთიანებული სიყვარული, როგორც ღვთის სიტყვა ამბობს, ერთ სხეულში და ერთ სულში, სიცოცხლის წყარო ხდება სხვისთვის“.

მაგრამ ხდება ისეც, რომ ბავშვები შემთხვევითი ურთიერთობების შედეგად იბადებიან, და ადამიანებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობენ, ბიოლოგიური შეუთავსებლობის გამო, არ შეუძლიათ ჰყავდეთ ამ სიყვარულის ნანატრი შვილი. მოცემულ შემთხვევაში რა წარმოადგენს უმცირესს ცოდვას: იმ ადამიანისგან, ვინც არ გიყვარს, ქორწინების მიღმა მშობიარობა და შვილების აღზრდა, თუ მიმართო თანამედროვე მედიცინის მეთოდებს, ისარგებლო სუროგატი დედების მომსახურებით და მაინც გყავდეს ნანატრი შვილი ოჯახში მოსიყვარულე პარტნიორთან, ქმართან ერთად?

მიტროპოლიტი ილარიონი: თანამედროვე მედიცინის მეთოდები განსხვავებულია. თუ საუბარი მიდის მეთოდებზე, რომლებიც ეხმარება დაქორწინებულ წყვილს შვილის გაჩენაში, მაშინ მათ ეკლესია მიესალმება და ჩვენ ამის შესახებ ძალიან ნათლად ვსაუბრობთ ოფიციალურ დოკუმენტში „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლები“. მაგრამ თუ ეს მეთოდები კავშირშია, მაგალითად, ჭარბი ემბრიონის მოკვლის აუცილებლობასთან, და მით უმეტეს, თუ საუბარი მიდის ისეთ მეთოდზე, რომელიც ცნობილია როგორც „სუროგატი დედობა“, როდესაც ბავშვს სხვა ქალი ატარებს მუცლით, და არა მისი ბიოლოგიური დედა, მაშინ ამ მიდგომას ეკლესია არ ეთანხმება ეთიკური მოსაზრებებით, რომლებიც ასევე ოფიციალურად ფორმულირებულია შესაბამის დოკუმენტებში. რეკომენდაციები, რომელსაც ეკლესია იძლევა, და პოზიციები, რომელსაც ის გამოთქვამს, ეხება მართლმადიდებელ მორწმუნეებს.

თუ ვისაუბრებთ დაქორწინებულ წყვილზე, რომელსაც არ შეუძლია შვილის გაჩენა, მაშინ ეკლესიას აქვს რჩევა, იშვილონ ბავშვები. თქვენ ამით ბავშვებს ბედნიერებას მიანიჭებთ, რომლებიც უკვე დაიბადნენ, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მშობლები დაკარგეს, და ბედნიერება მოვა თქვენს ოჯახშიც.

ე. გრაჩევა: მეუფევ, რაკი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებზე ვსაუბრეთ, არ შემიძლია არ გთხოვოთ კომენტარის გაკეთება ახალ ამბავზე, რომელიც ამერიკიდან მოვიდა. იქ პაციენტს, 57 წლის ამერიკელს, რომელსაც ყველა სხვა კლინიკამ უარი უთხრა გულის გადანერგვაზე, წარმატებით გადაუნერგეს გენომოდიფიცირებული ღორის გული, ანუ მოხდა პირველი ჩარევა ღვთის გეგმაში – ეს ხელოვნურად გამოყვანილი ცხოველია, და მეორე ჩარევა – ეს უკვე სახეობათა ნაზავია, ანუ ცხოველის გული ახლა ადამიანის სხეულში სცემს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მიზანი კეთილია – სიცოცხლის გადარჩენა. თქვენ პირადად რას ფიქრობთ ამაზე?

მიტროპოლიტი ილარიონი: თუ ჩვენ ვსაუბრობთ სამედიცინო ტექნოლოგიაზე, რომლის გამოყენება პირდაპირ არ ეხება ეთიკურ საკითხებს ან სულიერი და ზნეობრივი ხასიათის საკითხებს, მაშინ ეკლესიას არ უნდა ჰქონდეს საფუძველი იმისთვის, რომ რაიმე სახით ამ ტექნოლოგიების გამოყენება გაამტყუნოს.

რას ნიშნავს ღვთაებრივ გეგმაში ჩარევა? ჩვენ ვაწარმოებთ მცენარეთა სელექციას, მასზე ბევრი რამ არის აგებული კვების მრეწველობაში. მაშინაც კი, როდესაც ღმერთმა ადამიანი სამოთხეში შეიყვანა, მას სამოთხის განაშენიანება უბრძანა, ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვისარგებლოთ არა უბრალოდ ყველაფერი გამზადებულით – როგორც ის ხეზე იზრდება, არამედ კერძის ინგრედიენტადაც გამოვიყენოთ. ადამიანები საუკუნეების მანძილზე იგონებდნენ სხვადასხვა გზებს საკვების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ახლა კი ისინი მრავალ საშუალებას იგონებენ ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. თავისთავად ეს კარგია.

ეკლესია ხმას იმაღლებს იმ შემთხვევებში, როდესაც საუბარი ეხება ტექნოლოგიებს, რომლებიც, მისი თვალსაზრისით, ზნეობრივად მიუღებელია. სუროგატული დედობის თემა, რომელსაც ჩვენ თქვენთან ერთად შევეხეთ, პირდაპირ ეხება ზნეობრივ საკითხებს, რადგან სუროგატი დედის გამოყენება ანგრევს ქორწინინებით კავშირს.

და ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ სიტუაციაზე, სადაც ეთიკური საკითხებია წამოჭრილი. ჩემი პირადი მოსაზრება ასეთია.

ე. გრაჩევა: მეუფევ, როდესაც ჩვენ ოჯახს განვიხილავთ: როგორ დავიწყოთ ოჯახური ცხოვრება, როგორ უნდა დაიბადონ ბავშვები და როგორ უნდა მოემზადონ მათი დაბადებისთვის მშობლები, თქვენ ხშირად ახსენებთ დოკუმენტს „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლები“ და გვთავაზობთ კითხვებზე პასუხების იქ მოძიებას. რატომ გამახსენდა ეს: ნამდვილი დრამა გათამაშდა დღესასწაულებზე. მოსკოვის გარეუბანში რკინიგზის გზაზე ორი 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს, სიკვდილისწინა ჩანაწერებით. ისინი სასიყვარულო ურთიერთობაში იყვნენ. გოგონა იაროსლავლიდან იყო, მისი მამა არ იწონებდა ამ ურთიერთობას, კერძოდ, არასრულწლოვანი ასაკის გამო.

რა რჩევას მისცემდით მშობლებს? ახლა, როგორც ჩანს, ჯერ ნაადრევია 16 წლის ასაკში ურთიერთობის დაწყება, მაგრამ თუ ჩვენ გავიხსენებთ, როგორ იყო ადრე, 100 წლის წინ, მაშინ ეს სავსებით ნორმალური ასაკი იყო ოჯახის შესაქმნელად და შვილების გასაჩენად. შეიძლება თუ არა ასაკი იყოს დაბრკოლება ორი მოსიყვარულე ადამიანის გზაზე? როგორ ვაწარმოოთ სამუშაო ასეთ მოზარდებთან და რით შეუძლიათ მღვდლებს დახმარება, რომ თაობების გაუგებრობა ასეთი ტრაგედიებში არ გადაიზარდოს?

მიტროპოლიტი ილარიონი: ესენი რომ მორწმუნე ახალგაზრდები ყოფილიყვნენ, მაშინ მათ ეცოდინებოდათ, რომ თვითმკვლელობა არ არის არანაირი პრობლემის გადაჭრის გზა. ჩვენ ამის შესახებ ყოველთვის ვეუბნებით ჩვენს ახალგაზრდებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ ახალგაზრდები არ იყვნენ ეკლესიის გავლენის ქვეშ. დავიწყოთ იმით, რაზეც მუდმივად ვსაუბრობ ჩვენს გადაცემაში: რომ ჩვენს ქვეყანაში მღვდელმსახურებს და ზოგადად ეკლესიის წარმომადგენლებს ფაქტიურად არ უშვებენ სკოლებში, სადაც ბავშვები სწავლობენ ლიტერატურულ ძეგლებს, მაგალითად, „რომეოსა და ჯულიეტას“, მაგრამ არ კითხულობენ სახარებას. ჩვენი მოზარდების უმეტესობა საერთოდ არ იცნობს ეკლესიის სწავლებას სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ, სიცოცხლის აზრის შესახებ.

როდესაც მხატვრული ლიტერატურის წაკითხვით ან ემოციების გავლენით ახალგაზრდები ასეთ ქმედებებს სჩადიან, მაშინ, სამწუხაროდ, ეს გამოუსწორებელია. შემდეგ ისინი იწყებენ კითხვების დასმას: და რისი გაკეთება შეიძლებოდა ამის თავიდან ასაცილებლად? როცა მე, როგორც მღვდელმსახურს, მშობლები მომმართავენ, ასეთი კითხვებით (ბიჭი გოგოსთან შევიდა ურთიერთობაში და მშობლებს არ მოსწონთ ეს გოგო ასაკის, სოციალური მდგომარეობის ან სხვა მოსაზრების გამო), მაშინ მე მათ ჩვეულებრივ ვურჩევ, მათი შვილების პირად ცხოვრებაში არ ჩაერიონ. ახლა არც XIX საუკუნეა, არც – XIII. ახლა ახალგაზრდები უფრო დამოუკიდებლები არიან და არის სიტუაციები, როდესაც მშობლები უბრალოდ უძლურნი არიან რაიმე გააკეთონ ან როგორმე გავლენა მოახდინონ შვილების არჩევანზე. თუ მშობლები ამ არჩევანს შეცდომად თვლიან, მაშინ ასეთ ვითარებაში ყველაზე საუკეთესო საშუალება, ესაა – მოვიცადოთ, სანამ საკითხი გაირკვევა. ძალიან ხშირად ახალგაზრდები, რომლებმაც მცდარი არჩევანი გააკეთეს, შემდეგ თვითონვე აცნობიერებენ ამას და უარს ამბობენ გაკეთებულ არჩევანზე, ხოლო თუ მშობლები მათ წინააღმდეგობას გაუწევენ, მაშინ ამან შეიძლება მსგავსი სახის ტრაგედიამდე მიგვიყვანოს

ღმერთმა ინებოს, რომ ასეთი შემთხვევები აღარასდროს განმეორდეს. ძალიან ვწუხვარ ამ ახალგაზრდების გამო. ძალიან მინდა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ჰქონდეთ ეკლესიის წვდომა, მათ შორის – სკოლაში; რომ ჩვენ შეგვეძლოს ასეთ მოზარდებს მოვუთხროთ, თუ რაში მდგომარეობს ცხოვრების აზრი და რატომ არ უნდა განიხილებოდეს თვითმკვლელობა როგორც გარკვეული პრობლემების გადაჭრის საშუალება, – თუნდაც ამას შექსპირი წერდეს.

ე. გრაჩევა: მეუფევ, როცა ასეთი მშობლები თავიანთი შვილების ცხოვრებიდან მსგავსი მაგალითებით მოგმართავენ, თქვენ მათ უყვებით ნაადრევი ოჯახების წარმატებულ მაგალითებს? რუსეთის ბოლო იმპერატორს, ნიკოლოზ II-ს თუ გავიხსენებთ, მაშინ ის ალექსანდრას 17 წლის ასაკში ან უფრო ადრეც შეხვდა. ძალიან მძაფრი გრძნობები გაჩნდა. ჩვენ გვახსოვს, შემდეგ როგორი ოჯახი იყო: სიყვარულში ორი ათეული წელი იცხოვრეს, ხუთი შესანიშნავი ბავშვი დაიბადა... ასეც ხომ ხდება.

მიტროპოლიტი ილარიონი: რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ოჯახი ძალიან ტრადიციული მართლმადიდებლური ოჯახი იყო. გრძნობები მათ ნამდვილად ადრე გაუჩნდათ, მაგრამ ქორწინება გაფორმდა და ქორწინების საიდუმლოთი იკურთხა, როდესაც მათ უკვე სრულწლოვანებას მიაღწიეს. მათ შორის არავითარი სასიყვარულო ურთიერთობა არ ყოფილა მანამდე, სანამ ქორწინების საიდუმლო არ შესრულდა. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ოჯახზე, როგორც სანიმუშო ქრისტიანულ ოჯახზე. სამწუხაროდ, ჩვენს დროში არცთუ ბევრი ოჯახი შეიძლება მოვიყვანოთ მისაბაძ მაგალითად.

მაგრამ თუ ვსაუბრობთ ადრეულ შეყვარებაზე, მაშინ სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთი სიყვარული ახალგაზრდებში ჩნდება. შემთხვევითი არ არის, რომ ეკლესია ამბობს, რომ ქორწინებით ურთიერთობაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, როცა ქორწინება შედგება და ჯვრისწერა შესრულდება, და არა მანამდე, რადგან დაქორწინებას, ძლიერი ურთიერთობის დამყარებას, გარკვეული მომწიფება სჭირდება. ეს მომწიფება კი, როგორც წესი, ჩვენს დროში არა 16 წლის ასაკში, არამედ რამდენადმე მოგვიანებით მოდის.

რა თქმა უნდა, მე მინდა ვურჩიო ახალგაზრდებს და მოზარდებს, რომლებსაც ვერ უგებენ ოჯახში, ვერ უგებენ მშობლები, მივიდნენ მღვდლებთან, მათ მიმართონ. მღვდელს ყოველთვის შეუძლია ადამიანის დასახმარებლად მისვლა (ბოლო გადაცემაში ვისაუბრეთ რამდენიმე ხნის წინ მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც მღვდელი რკინიგზის ლიანდაგზე ადამიანის გადასარჩენად გადახტა, მას ამისთვის ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, დათვლილი წამები). ასე რომ, მღვდელი ყოველთვის შეეცდება ჩაუღრმავდეს სიტუაციას და ასეთ ახალგაზრდებს დაეხმაროს.

ე. გრაჩევა: კიდევ ერთი სიახლე: ვიტალი მილონოვმა, სახელმწიფო სათათბიროს ოჯახის, ქალთა და ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, წამოჭრა საკითხი „სამკურნალო მიზნებისთვის ოკულტური და მისტიური საქმიანობის შესახებ“ და ამისთვის კრიმინალური პასუხისმგებლობის დაკისრების წინადადება შემოიტანა. ზუსტად რა სახის მისტიკურ-ოკულტურ საქმიანობაზეა საუბარი და დაეკისრებათ თუ არა ასეთი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა (თქვენი შეხედულებით, უნდა დაეკისროთ თუ არა) ყველანაირ მკითხავს, რომლებიც სოციალურ ქსელებში დიდი რაოდენობით მომრავლდნენ? მათ შეუძლიათ პიროვნული ზრდის მწვრთნელები უწოდონ საკუთარ თავს, ან – როგორც აწყობთ. რას ფიქრობთ, მეუფევ, სოციალური ქსელებიდან ასეთ მკითხაობებზე?

მიტროპოლიტი ილარიონი: სისხლის სამართლის სასჯელის თემაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, დაე ეს კანონმდებლებმა გადაწყვიტონ. თუ ზოგადად ვისაუბრებთ ეკლესიის დამოკიდებულებაზე მკითხავების, სხვადასხვა სახის შარლატანებისა და შამანების მიმართ, მაშინ ეს მართლაც ხშირ შემთხვევაში სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მაგალითად, ასეთ ქალთან ან კაცთან მიდის ადამიანი და ესაუბრება თავის სირთულეებზე, ის კი ეუბნება: თქვენ გაგთვალეს, მე ამ გათვალულობიდან განგკურნავთ. შემდეგ იწყება გარკვეული პროცესი, რომლის ბუნება არც ამ ადამიანს ესმის და არც, შესაძლოა, ამ მკითხავსა თუ შარლატანს. არავითარი განკურნება, გამოჯანმრთელება არ ხდება, მაგრამ ადამიანი ვარდება მძიმე ფსიქიკურ დამოკიდებულებაში ამ შარლატანისადმი. ეს ყველაფერი, როგორც წესი, ადამიანებისთვის ძალიან ცუდად მთავრდება. ამიტომ ეკლესია ყოველთვის უარყოფითად იყო განწყობილი ასეთი მკითხავებისა და შარლატანების მიმართ.

ე. გრაჩევა: ისინი კიდევ ძალიან ხშირად საკუთარ თავის ირგვლივ მართლმადიდებლურ ხატებს თუ მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლოებს შემოირტყამენ, როგორც ჩანს, ხვდებიან, რომ ამ სახით უფრო დიდ გავლენას მოახდენენ მათზე, ვინც მათთან მივიდა.

მიტროპოლიტი ილარიონი: ისინი ხატებს, სანთლებსა და მართლმადიდებლურ სიმბოლიკას იყენებენ, ჯერ ერთი, ეკლესიის კურთხევის გარეშე, მეორეც, ხალხის საზიანოდ. ისინი იმალებიან ამ სიმბოლოების უკან. შესაძლოა, ისინი თავად იყენებენ ამ სიმბოლოებს, როგორც გარკვეული სახის თილისმას, ცდილობენ რაიმე სახის ჯადოსნური მოქმედება დააკავშირონ მათთან, მაგრამ ეკლესიაში ჯადოსნურად არაფერი ხდება. ეკლესია და მაგია – ეს საპირისპირო მოვლენებია.

ე. გრაჩევა: დიდი მადლობა, მეუფევ, რომ ჩვენს კითხვებს უპასუხეთ.

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობთ, ეკატერინე.

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა უპასუხა მაყურებლების შეკითხვებს, რომლებიც გადაცემის – „ეკლესია და მსოფლიო“ ვებ-გვერდზე შემოვიდა.

კითხვა: თუ შეიძლება, ახსენით განსხვავება პეტრესა და იუდას სინანულს შორის. რატომ მიიღო უფალმა პეტრეს სინანული და უარყო იუდას სინანული, მიუხედავად იმისა, რომ იუდამ არამარტო შეინანა, არამედ სინანულის საქმეც შეასრულა: დააბრუნა ფული, რომლითაც მეკეცის მიწა შეიძინეს საქველმოქმედო დაკრძალვებისთვის?

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა არ მიიღო იუდას სინანული, რადგან იუდას ასეთი სინანული არ შეუწირავს. იუდას ჰქონდა შესაძლებლობა არა მარტო მისულიყო სამღვდელოებასთან და მისთვის ფული დაებრუნებინა, არამედ მისულიყო იესო ქრისტესთან, მისი ჯვრის ძირში, მისი მოწაფეების კრებულთან. დიახ, მან ღალატი ჩაიდინა, მას უნდა შერცხვენოდა, მაგრამ მას სინანულის გზა ჰქონდა. ის არ წავიდა ამ გზით. მან თავი მოიკლა, ანუ ცდილობდა თავისი ზნეობრივი პრობლემა იმ გზით გადაეჭრა, რომლითაც სინამდვილეში არავითარი პრობლემა არ იჭრება. ის ამ ცხოვრებიდან შეუნანებლად წავიდა, შეურიგებლად მასთან, ვინც მან გაყიდა, და იმ საზოგადოებასთან, რომლის წევრიც ის იყო და რომლისგანაც გავიდა.

ჩვენთან ეკლესიაში აღსარების საიდუმლო არსებობს. ნებისმიერ ადამიანს, ვინც შესცოდავს, შეუძლია მივიდეს მღვდელთან, დაასახელოს თავისი ცოდვები და მიიღოს შენდობა უფლისგან, – რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს ცოდვები. თუკი ადამიანი, ცოდვის ჩამდენი, სასოწარკვეთილებაში ჩავარდება და საკუთარ სიცოცხლეს ხელჰყოფს, მაშინ მას არც სინანულის მქონედ, არც მონანულად არ მივიჩნევთ. ასეთ ადამიანებს ეკლესიაში წესს არ უგებენ, ძველ დროში კი მათ ქრისტიანულ სასაფლაოებზეც არ კრძალავდნენ.

კითხვა: ყურადღება გავამახვილე პავლე მოციქულის ცნობილ სიტყვებზე: „დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს“(1 კორ. 14.34), რომელიც უნდა იყოს მოქმედების გზამკვლევი, მაგრამ რეალურ საეკლესიო ცხოვრებაში, ჩემი პირადი დაკვირვებით, იგნორირებულია. დღეს მრევლში სწორედ ქალები არიან დაკავებულნი მამაკაცების მორჩილებებით: ისინი მკითხველებიც არიან, უფროსებიც, ასწავლიან საკვირაო სკოლებში, კლიროსიც ძირითადად ქალებითაა დაკავებული. გამოდის, რომ ფემინიზმი შემოვიდა ჩვენს ეკლესიაში, სახარების კანონებზე გადაბიჯებით?

მიტროპოლიტი ილარიონი: აქ საუბარი არ მიდის ფემინიზმზე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ პავლე მოციქულის სხვა სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში არ არის არც მონა და არც თავისუფალი, არც კაცი და არც ქალი. ყველა თანასწორია ქრისტეს წინაშე. როდესაც პავლე მოციქული ამბობს: „დედანი ეკლესიასა შინა დუმნედ“, მაშინ ის საუბრობს განსაკუთრებულ მასწავლებლობის მორჩილებაზე, ანუ, მაგალითად, თუ ქალი ავიდა ამბიონზე და ქადაგებაის დაიწყებს. ასეთი რამ ჩვენს ტაძრებში პრაქტიკულად არ ხდება, ისევე, ჩვენ არ გვაქვს ქალთა მღვდელმსახურება, რადგან ეკლესიის არსებობის დასაწყისიდანვე მღვდლები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ. მაგრამ არც სახარებაში და არც საეკლესიო პრაქტიკაში არ არის აკრძალული კლიროსზე გალობა, საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელობა, სტაროსტობა (ჯგუფის ხელმძღვანელობა), სამრევლო სკოლის მართვა და მასში სწავლება. სავსებით ბუნებრივი და, ჩემი შეხედულებით, ძალიან შესაქებია, რომ ჩვენ ბევრი აქტიური ქალი გვყავს, და რომ თითოეული ასეთი ქალისთვის ეკლესიაში შესაბამისი მსახურება მოიპოვება.

კითხვა: მრავალი წელი გავიდა მეფის შვილების ალექსისა და მარიამის ნეშტების აღმოჩენიდან. ამ წლების განმავლობაში ათობით რთული ექსპერტიზა ჩატარდა მსოფლიოს ყველაზე მოწინავე სამეცნიერო ცენტრებში. ავტორიტეტულმა სამეცნიერო ინსტიტუტებმა ნეშტების ნამდვილობა დაადასტურეს, მაგრამ, დიდად სამწუხაროდ, ისინი ეკლესიის მიერ ჯერ კიდევ არ არის აღიარებული. მითხარით, კიდევ რაიმე ეჭვები დარჩა? რა უშლის ხელს ნეშტების ნამდვილობის აღიარებას?

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩემი შეხედულებით, დღეს არაფერი უშლის ხელს „ეკატერინბურგის ნეშტების“ ნამდვილობის აღიარებას, მაგრამ იმისათვის, რომ ისინი ავთენტურად იყოს ცნობილი, ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილებაა საჭირო. წმინდა სინოდის სხდომაზე მოვისმინეთ საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ანგარიში, რომელმაც ძალიან დამაჯერებლად მოგვითხრო ჩატარებული ყველა ექსპერტიზის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ სინოდის წევრებს არ უნდა დარჩენოდათ ეჭვი იმაში, რომ ნეშტები ნამდვილია, მაგრამ გადაწყვეტილება ეკლესიის უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე უნდა იქნას მიღებული, რომელსაც მღვდელთმთავართა კრება წარმოადგენს. ის ნოემბერში იყო დაგეგმილი, ჩვენ იქ უკვე შეგვეძლო მიგვეღო გადაწყვეტილება [ნეშტების აღიარებაზე], მაგრამ ეპიდემიური ვითარების გამო მღვდელთმთავართა კრება გადაიდო. წინასწარი მონაცემებით, ის მაისში უნდა გაიმართოს. თუ კრება შედგება, აღმოჩენილი ნეშტების ნამდვილობის სასარგებლოდ არგუმენტები გაიმარჯვებს და ამას საეკლესიო სისავსე დაეთანხმება, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილებაც მიღებული იქნება.

რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ გადაწყვეტილება უმაღლეს კრებსით დონეზე იქნას მიღებული? იმის გამო, რომ მთელი სამეფო ოჯახი კანონიზირებულია: ხელმწიფე იმპერატორიც, იმპერატორის მეუღლეც, ხუთი შვილიც, რომლებიც დახვრიტეს, მათ შორის მემკვიდრე მეფისწულიც. შესაბამისად, თუ ეკატერინბურგის ნეშტებს სამეფო ოჯახის ნეშტებად ვაღიარებთ, მაშინ ეს წმინდა ნაწილებია, და მათ სათანადო თაყვანისცემა უნდა მიეგოს. აი, რატომაა ასე ძალიან მნიშვნელოვანი ამ საკითხზე კრებსითი გადაწყვეტილება. თუ ეკლესიის მიერ მოხდება ეკატერინბურგის ნეშტების აღაირება, მაშინ გაჩნდება კითხვა, თუ როგორ უნდა ინახებოდეს ეს სიწმინდეები: გამოიფინება თუ არა ისინი თაყვანისცემისთვის (ღია წვდომაში, რათა მორწმუნეებმა მათთან მიახლება შეძლონ) თუ საცავში იქნება დაცული. ყველა გადაწყვეტილების მიღება ჩვენ მოგვიწევს მომავალ სამღვდელთმთავრო კრებაზე.

ეს გადაცემა მსურს დავასრულო პავლე მოციქულის სიტყვებით კოლასელთა მიმართ ეპისტოლიდან: „ლოცვასა განეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით“ (კოლ. 4:2).

ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, დაე ღმერთმა გფარავდეთ ყველას!

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური


გაზიარება:
პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მისალოცი წერილი გაგზავნა უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

01.02.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს აღასყდრების დღე მიულოცა

01.02.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა

11.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ქრისტეს ჯვარი ღვთის მადლით ავსებს ჩვენს ცხოვრებას

27.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა ვლადიმერის საერთო სანათლავი ემბაზიდან დაწყებული ერთობის დარღვევა შეუძლებელია

14.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონის მოუწოდებს, დაიცვან რუსეთის მოქალაქეები დასავლური „ღირებულებებისაგან“

21.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარის კომენტარი ქრისტიანულ სიწმინდეთა შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ პანაღია სუმელას სავანეში (ტრაპიზონი, თურქეთი)

05.02.2022

რუსეთის პრეზიდენტმა მიტროპოლიტი ილარიონი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა

02.02.2022

მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მილოცვა გაუგზავნა

27.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب