
მოსკოვის საპატრიარქო
ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოში შედგა მღვდელმონაზონ გაბრიელის (მელნიკოვი) სადოქტორო დისერტაციის დაცვა



2022 წლის 21 იანვარს გაიმართა ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორის, ღვთისმეტყველების დოქტორის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის თავმჯდომარეობით.
სხდომაში მონაწილეობა მიიღეს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ პროფესორმა დ.ვ. შმონინმა, საბჭოს სწავლულმა მდივანმა დეკანოზმა ალექსი მარჩენკომ, საბჭოს წევრებმა: პროფესორმა ვ.ნ. კატასონოვმა, პროფესორმა გ. ვ. ვდოვინამ, პროფესორმა ვ.ი. პეტრუშკომ, დეკანოზმა გრიგოლ გრიგორიევმა, დეკანოზმა ოლეგ სკომოროხმა, დეკანოზმა ვლადიმერ ხულაპმა, მღვდელმა ალექსანდრე მაზირინმა, დეკანოზმა ალექსი კოლჩერინმა, პროფესორმა ნ.იუ. სუხოვმა, იღუმენმა არსენიმ (სოკოლოვი), იღუმენმა სერაპიონმა (მიტკო).
სადისერტაციო საბჭოს მუშაობა დაიწყო „საუკუნო ხსენების“ აღვლენით 19 იანვარს გარდაცვლილი საბჭოს წევრის, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ალექსანდრე ვასილის ძე ნაზარენკოსთვის.
სხდომის მსვლელობისას გაიმართა ლიპეცკის ეპარქიის მღვდელმსახურის ლიპეცკის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოსოფიის, სოციოლოგიისა და თეოლოგიის კათედრის საღვთისმეტყველო დისციპლინების მასწავლებლის, მღვდელმონაზონ გაბრიელის (მელნიკოვის) დისერტაციის დაცვა თემაზე „წმინდა ტიხონ ზადონელის ნაშრომი „ჭეშმარიტი ქრისტიანობის შესახებ“ და მისი დასავლური წყარო: პრობლემატიკა, რეცეფცია, ინტერპრეტაცია“. დისერტანტის სამეცნიერო კონსულტანტია – წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, ღვთისმეტყველების დოქტორი, თეოლოგიის კანდიდატი დეკანოზი პაველ ხონდზინსკი.
ოფიციალურ ოპონენტებად გამოდიოდნენ: ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, მოსკოვის სახელმწიფო საოლქო უნივერსიტეტის რუსეთის შუა საუკუნეებისა დაა ახალი დროის ისტორიის კათედრის პროფესორი ს.ი. რესნიანსკი; ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, დოცენტი, რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიის ქ. ორიოლის ფილიალის შუარუსეთის მართვის ინსტიტუტის ისტორიის, თეოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის გამგე ვ. ი. ფილონოვი; ღვთისმეტყველების დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის იურისპრუდენციისა და ადმინისტრირების უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილე იღუმენი სერაპიონი (მიტკო). წამყვანი ორგანიზაცია იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნიკოლო-უგრეშის სასულიერო სემინარია.
გამართული დისკუსიისა და ხმების მიცემის პროცედურის შემდეგ, რომელიც დისტანციურ რეჟიმში დისერტაციის დაცვის წესების მიხედვით წარიმართა, ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭომ გამოიტანა გადაწყვეტილება, იშუამდგომლოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესთან მაძიებლისათვის ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ.
ზსად-ის პრეს-სამსახური /
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021