
მოსკოვის საპატრიარქო
ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოში შედგა დეკანოზ ნიკოლოზ კარასევის სადოქტორო დისერტაციის დაცვა




2022 წლის 21 იანვარს გაიმართა ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორის, ღვთისმეტყველების დოქტორის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის თავმჯდომარეობით.
სხდომაში მონაწილეობა მიიღეს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ პროფესორმა დ.ვ. შმონინმა, საბჭოს სწავლულმა მდივანმა დეკანოზმა ალექსი მარჩენკომ, საბჭოს წევრებმა: პროფესორმა ვ.ნ. კატასონოვმა, პროფესორმა გ. ვ. ვდოვინამ, პროფესორმა ვ.ი. პეტრუშკომ, დეკანოზმა გრიგოლ გრიგორიევმა, დეკანოზმა ოლეგ სკომოროხმა, დეკანოზმა ვლადიმერ ხულაპმა, მღვდელმა ალექსანდრე მაზირინმა, დეკანოზმა ალექსი კოლჩერინმა, იღუმენმა არსენიმ (სოკოლოვი), იღუმენმა სერაპიონმა (მიტკო).
სხდომის მსვლელობისას გაიმართა მოსკოვის საქალაქო ეპარქიის მღვდელმსახურის, ქ. მოსკოვის ძველ ჩერიომუშკებში ცხოვრებისდასაბამი სამების ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ნიკოლოზ კარასევის სადოქტორო დისერტაციის დაცვა თემაზე: „მართლმადიდებლური მისტიკის ფენომენი: წყაროები და გააზრება XVIII – XX სს. რუსულ საღვთისმეტყველო აზროვნებაში“. დისერტანტის სამეცნიერო კონსულტანტია –ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ზსად-ის (ОЦАД) პროფესორი ა.რ. ფოკინი.
ოფიციალურ ოპონენტებად გამოვიდნენ: ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკატერინბურგის სასულიერო სემინარიის ბიბლიისა და ღვთისმეტყველების კათედრის პროფესორი, ურალის მ.პ. მუსორგსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ზოგად ჰუმანიტარულ დისციპლინათა კათედრის გამგე დ.ი. მაკაროვი; ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, მოსკოვის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის ჰუმანიტარული და სოციალური კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ფილოსოფიის დეპარტამენტის დოცენტი ვ.ი. კოციუბა; ღვთისმეტყველების დოქტორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, სამარის სასულიერო სემინარიის სამეცნიერო მუშაობის პრორექტორი, ღვთისმეტყველების კათედრის გამგე დეკანოზი ოლეგ აგაპოვი. წამყვანი ორგანიზაცია იყო ვოლგისპირეთის მართლმადიდებელი ინსტიტუტი (ქ. სამარა).
გამართული დისკუსიისა და ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, რომელიც დისტანციურ რეჟიმში დისერტაციის დაცვის წესების მიხედვით მოეწყო , ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭომ ერთხმად გამოიტანა გადაწყვეტილება, იშუამდგომლოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესთან მაძიებლისათვის ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ.
ზსად-ის პრეს-სამსახური /
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
Пресс-служба ОЦАД/
Служба коммуникации ОВЦС
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021