
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტმა ილარიონმა გამოხატა თანაგრძნობა სსკგ-ის მრავალწლიანი თანამშრომლის დეკანოზ ალექსანდრე მაკაროვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა თანაგრძნობა გამოხატა დეკანოზ ალექსანდრე მაკაროვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სსკგ-ში. მამა ალექსანდრე აღესრულა 2022 წლის 22 იანვარს 67 წლის ასაკში. სერგი-პოსადისა და დმიტროვის ეპისკოპოს თომას, მოსკოვის ოლქის ტალდომის რაიონის დაბა ზაპრუდნიას ფერისცვალების ტაძრის სამღვდელოებისა და მრევლის, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლების, გარდაცვლილის ნათესავებისა და ახლობლების მიმართ გაგზავნილ სამძიმარში ნათქვამია:
თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ!
ღირსნო მამანო!
ძვირფასო ძმანო და დანო!
მწუხარებით შევიტყვე მოსკოვის ოლქის ტალდომის რაიონის დაბა ზაპრუდნიას ფერისცვალების ტაძრის წინამძღვრისა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მრავალწლიანი თანამშრომლის დეკანოზ ალექსანდრე მაკაროვის გარდაცვალების ამბავი.
თითქმის ოცდაათი წელი მამა ალექსანდრემ სამღვდელო ხარისხში მაცხოვრისა და მისი ეკლესიის მოშურნე მსახურებას მიუძღვნა თავი. ჩვენ ის ვიცოდით როგორც ღმრთის საკურთხევლის ჭეშმარიტი მსახური, მოწოდებით მწყემსი და საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების საიმედო თანამშრომელი. მამა ალექსანდრემ შეასრულა მრავალი უმნიშვნელოვანესი მორჩილება, მთელი მონდომებით აღასრულებდა მათ, ცდილობდა ღირსეულად და უმწიკვლოდ შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობები.
თავისი მსახურების წლებში მან მოიპოვა დიდი ავტორიტეტი განყოფილების კოლეგების შორის, ასევე სამწყსოს მხურვალე სიყვარული. გარდა ამისა, ახალშესვენებულმა მწყემსმა ააგო ახალი ტაძარი და დააარსა ძლიერი სამრევლო, აღასრულებდა საქმეთა მსახურებად ღმრთისა ცხოველისა (ებრ. 9.14) და ისწრაფოდა სამოციქულო მოშურნეობით, წმინდა წერილის სიტყვების თანახმად, სამწყსოზე ზედამხედველობა გაეწია ნუ იძულებით, არამედ ნეფსით, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინეთ. და არა მასზე ბატონობით, არამედ მაგალითის მიცემით (1 პეტ. 5. 2-3). მჯერა, რომ მასზე აღსრულდა პავლე მოციქულის სიტყვები: ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს. ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი (2 ტიმ. 4. 7–8).
ვევედრები მოწყალე შემოქმედსა და ცოცხალთა და მკვდართა მეუფეს, – რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე (ლკ. 20. 38), – რომ მიუტეოს მან ახალშესვენებულ დეკანოზ ალექსანდრეს შეცოდებანი ნებსითნი თუ უნებლიეთნი და მიჰმადლოს სანატრელი ხმის გაგონება: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა (მთ. 25. 21).
საუკუნო ხსენება ახალშესვენებულ დეკანოზ ალექსანდრეს.
თანაგრძნობით
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021