
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტმა ილარიონმა ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს აბუნა მათეს დაბადების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისალოცი გაუგზავნა.
მილოცვაში ნათქვამია:
თქვენო უწმინდესობავ!
მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა დღეს, როდესაც თქვენ დაბადების 80 წლისთავს აღნიშნავთ!
თქვენ ყრმობიდანვე მოწოდებული იყავით საქმედ მსახურებისა (ეფეს. 4:12) უფლისა და მოყვასისათვის. თქვენი მისია იყო, მიგეღოთ პატრიარქობის რთული ღვაწლი და გამხდარიყავით ეთიოპიელი ხალხის სულიერი მამა, რომელიც სახარების შუქით ნათელმოფენილი იყო ჯერ კიდევ ადრეულ ქრისტიანულ ხანაში. გამოავლინეთ რა დაუღალავი ზრუნვა იმისათვის, რომ დაგეცვათ მაცხოვრის მიერ ნამცნები ერთობა (იოანე 17:21), თქვენ აქტიური წვლილი შეიტანეთ ეთიოპიის ეკლესიაში მრავალი წლის განმავლობაში არსებული განხეთქილების განსაკურნებლად და დიდი ძალისხმევა ჩადეთ მთელი მსოფლიოს ქრისტიანულ თემებთან კავშირების დასამყარებლად. მადლობელი ვარ თქვენი უწმინდესობის ყურადღებისთვის, რომელსაც იჩენთ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ეთიოპიის ეკლესიას შორის დიალოგის კომისიის საქმიანობის მიმართ.
განგებულების ძალით, ჩვენმა ეკლესიათაშორისმა თანამშრომლობამ ახალი იმპულსი მიიღო მიმდინარე დრამატულ გარემოებებში, რასაც ახლა მთელი ეთიოპიელი ხალხი განიცდის, მაგრამ ყველაზე მეტად – ეთიოპიის ეკლესიის სასულიერო პირები და მორწმუნენი, რომელთაგან ბევრი ექსტრემისტების ძალადობის უდანაშაულო მსხვერპლი გახდა. მჯერა, რომ ქრისტეს სახელის მხმობელთა მხურვალე ლოცვებით ეთიოპიის მიწა უფალს კვლავ გაუწოდებს ხელს (ფსალ. 67:32) და ჩვენი შრომა სახელითა მისითა (1 ინ. 2:12) კეთილი ნაყოფებით დაგვირგვინდება.
დაე მწყემსთმთავარმა ქრისტემ განამტკიცოს თქვენი უწმინდესობის ძალები საპატრიარქო ჯვრის ტარებაში და თქვენს საყვარელ სამწყსოს მშვიდობა და კეთილდღეობა მიანიჭოს.
ბედნიერ წელთა სიმრავლე!
უფლისმიერი სიყვარულით,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021