
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს აბუნა მათეს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა.
ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას აბუნა მათეს
თქვენო უწმინდესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო მოძმევ!
გულითადად გილოცავთ დაბადების 80 წლის იუბილეს.
მიიღეთ რა ახალგაზრდა ასაკში სამღვდელო და საეპისკოპოსო წოდება, თქვენ, როგორც ქრისტე იესოს კეთილი მეომარი (2 ტიმ. 2:3), ღვთის დიდების მოშურნეობითა და კეთილკრძალულებით იღწვოდით ამ რთულ ასპაფრეზზე და სიყვარულით ზრუნავდით თქვენდამი რწმუნებულ სამწყსოზე.
უფალმა მოგიწოდათ საპასუხისმგებლო საწინინამძღვრო მოღვაწეობაზე, მათ შორისაა ხანგრძლივი განხეთქილების შემდგომ ეთიოპიის ეკლესიის ისტორიული გაერთიანება 2018 წელს. ბოლო წლები აბისინიის ქრისტიანებისთვის გახდა სამწუხარო განსაცდელების ჟამი, რომელიც დღემდე გრძელდება. მაგრამ უმაღლესი ჭეშმარიტება დაუდუმებლად მოწმობს, რომ ღმერთს ვერავინ შეურაცხყოფს (გალ. 6:7). ამის სარწმუნო დასტური გახდა ის ახალი სულიერი აღმავლობა, რომელსაც თქვენი მილიონობით სამწყსო განიცდის როგორც თავად ეთიოპიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გულწრფელად მიხარია ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის საუკუნეების მანძილზე არსებული ნდობითი ურთიერთობები, რომლებიც დღეს განსაკუთრებით აქტიურად ვითარდება. მოსკოვის საპატრიარქო კვლავაც გააგრძელებს ეთიოპიის ეკლესიის მხარდაჭერას მისი ისტორიის ამ რთულ პერიოდში, მათ შორის, ორმხრივი დიალოგის მოქმედი კომისიის ფარგლებში.
თქვენს უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და გაძლიერებას ღვთის მრავალფეროვანი მადლით (1 პეტ. 4:10) მრავალჟამიერ.
უფლისმიერი სიყვარულით
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021