
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ტირანასა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს მისი მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ტირანასა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა.
მის უნეტარესობას, უნეტარეს ანასტასის, ტირანასა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს
თქვენო უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო თანამოძმევ და თანამსახურო!
მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვები თქვენი ზეციური მფარველის – ღირსი მოწამე ანასტასი სპარსელის ხსენების დღესთან დაკავშირებით.
ისწრაფით რა მიემსგავსოთ ქრისტეს სათნომყოფელ ამ წმინდანს რწმენითა და საქმეებით, თქვენ მოშურნეობითა და სიმდაბლით მიუყვებით მწყემსთმთავრის მსახურების გზას. კეთილი მთესველის მსგავსად თქვენ ცდილობთ ააღორძინოთ ადამიანთა სულები როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის – ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვის მიერ ხელახლა შობილნი (1 პეტ. 1. 23).
დაე ყოვლადმოწყალე უფალმა კვლავაც მოჰმადლოს თქვენს უნეტარესობას ძალთა სიმტკიცე და თავისი მოუკლებელი შეწევნა შემდგომ შრომებში წმინდა ეკლესიის საკეთილდღეოდ.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021