
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის ინტრონიზაციის თარიღი მიულოცა
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის აღსაყდრების თარიღთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნა.
გზავნილში ნათქვამია:
თქვენო უნეტარესობავ!
პატივისცემით გილოცავთ თქვენი მოსახელე წმინდანის ხსენების დღეს.
ღირსმოწამე ანასტასის ლოცვებით – ღვთის დიდი სათნომყოფელისა და თქვენი ზეციური მფარველისა, რომელიც სიკვდილამდეც მაცხოვრის ერთგული დარჩა, უფალი გაძლევთ ძალას, რომ სიტყვითა და ცხოვრების მაგალითით უქადაგოთ ქრისტეს სახარება ღვთისმოყვარე ალბანურ სამწყსოს. ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქის მაღალი მსახურების აღსრულებით, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ალბანეთში მშვიდობისა და თანხმობის განმტკიცებაში, ასწავლით რა ეკლესიის შვილებს: ძმათმოყუარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით; სწრაფასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით (რომ. 12:10-11).
მთელი გულით გისურვებთ ღვთის მოუკლებელ შეწევნას თქვენს პირველიერარქიულ ზრუნვასა და შრომაში ალბანეთის მიწაზე მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ, ჯანმრთელობასა და უხვ წყალობას ყოვლადმოწყალე ღმერთისაგან.
მოკრძალებული უფლისმიერი სიყვარულით
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021