
მოსკოვის საპატრიარქო
უწმიდესი პატრიარქი კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმიდეს პატრიარქ ნეოფიტეს თავისი მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა.
მის უწმინდესობას, უწმინდეს ნეოფიტეს, სოფიის მიტროპოლიტსა და ბულგარეთის პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ, უფლისმიერ საყვარელო მოძმევ და თანამსახურო!
გულითადად გილოცავთ თქვენი ზეციური მფარველის, წმინდა მოწამე ნეოფიტეს ხსენების დღეს.
ეს დიდებული ყრმა, სასწაულთმოქმედი და საღმრთო სიტყვათა შემსრულებელი (მოწამე ნეოფიტეს კანონი, საგალობელი 1) – ქრისტეს ეკლესიის სანაქებო და დაუცხრომელი შუამდგომელი ზეციერი მეუფის საყდრის წინაშე ყველასთვის, ვინც კი მოუხმობს მის პატიოსან სახელს მადლმოსილ შემწეობის ზეგარდამო მიღების სასოებით.
დაე ამ დიდებული ასკეტის ლოცვით ყოვლადმოწყალე უფალმა გარდამოუვლინოს თქვენს უწმინდესობას ჯანმრთელობა და თავისი მშვიდობა, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა (ფილიპ. 4:7), მოგანიჭოთ მოუკლებელი სულიერი სიხარული და განმამტკიცებელი ძალები თქვენს შემდგომ მაღალ და საპასუხისმგებლო საპატრიარქო მსახურებაში.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021