
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს ჯვრის დიდების დღე მიულოცა
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს მოლოცვა გაუგზავნა ჯვრის დიდების დღესთან დაკავშირებით (სერბული ტრადიციული დღესასწაული).
თქვენო უწმინდესობავ!
გულითადად გილოცავთ ჯვრის დიდების დღესასწაულს.
თქვენი უწმინდესობის ზეციური მფარველია – კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ (ინ. 1:6), წმინდა წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი და ნათლისმცემელი იოანე, რომელიც მოვიდა რათა მოაქციოს მამების გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გონიერების მიმართ, და, ამრიგად, განუმზადოს უფალს მზადმყოფი ხალხი (ლკ. 1:17).
განმტკიცდებოდით რა ამ ღვთის ამ დიდი სათნომყოფელის ლოცვითი მეოხებით, თქვენ ისწრაფოდით მიმსგავსებოდით მას სათნოებებითა და თავდადებული ღვაწლით საეკლესიო ცხოვრების აღორძინების ასპარეზზე, ეხმარებოდით უამრავ ადამიანს მთელი გულით მიეღოთ ქრისტე, დაბრუნებოდნენ მამაპაპათა სარწმუნოებასა და სულიერ ფესვებს.
სერბეთის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებული, თქვენ თქვენი მზრუნველობით წმინდა მღვდელთმთავარ საბას ეკლესიის მთელს ღვთისმოყვარე სამწყსოს მოიცავთ და ასწავლით, იცხოვრონ ისე, რომ ნაყოფი გამოჰქონდეთ ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდნენ ღვთის შემეცნებით (კოლ. 1:10).
დაე წმინდა იოანე წინამორბედის ლოცვებით გარდამოგივლინოთ უფალმა მშვიდობა, მყარი ჯანმრთელობა და თავისი ყოვლისმძლე შეწევნა თქვენს საპატრიარქო მსახურებაში.
მოკრძალებული სიყვარულით ქრისტეში,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021