
მოსკოვის საპატრიარქო
უფლის ნათლისღების დღესასწაული წმინდა მიწაზე ლოცვით აღნიშნეს








2022 წლის 19 იანვარს, უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმინდა განცხადებისა და ნათლისღების დღესასწაულზე, მთავარი მართლმადიდებლური ღმრთისმსახურება წმინდა მიწაზე ტრადიციისამებრ ჩატარდა იერუსალიმის ქრისტეს აღდგომის ტაძარში, სადაც იერუსალიმის უნეტარესმა პატრიარქმა თეოფილე III-მ საღმრთო ლიტურგია და დიდი წყალკურთხევა აღასრულა.
იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიის ხელმძღვანელის არქიმანდრიტი ალექსანდრეს (ელისოვი) ლოცვა-კურთხევით ღმრთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღო მისიის თანამშრომელმა მღვდელმონაზონმა ათანასემ (ბუკინი).
იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიაში უფლის ნათლისღების დღესასწაული ღამისთევის მსახურებით დაიწყო, რომელსაც 18 იანვარს სამების ტაძარში წარუძღვა არქიმანდრიტი ალექსანდრე (ელისოვი).
დღესასწაულზე იერუსალიმის სამების ტაძარში რუსეთის სასულიერო მისიის ხელმძღვანელმა აღასრულა საღმრთო ლიტურგია მისიის მდივნის იღუმენ ნიკონის (გოლოვკო) და მისიის კლირიკოსის დიაკონ ილია დრაჩუკის თანამსახურებით.
ამბიონზე ლოცვის შემდეგ არქიმანდრიტმა ალექსანდრემ აღასრულა დიდი წყალკურთხევის წესი და შეკრებილთ დიდი აიაზმა ასხურა.
რუსეთის სასულიერო მისია იერუსალიმში /
კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021