
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გაუგზავნა იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, წმინდა საფლავის საძმოს წევრის, არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო.
თქვენო უნეტარესობავ!
გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ და გითანაგრძნობთ თქვენ და მთელს ქრისტიანულ საძმოს წმინდა საფლავის საძმოს წევრის, არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო.
მიცვალებული იყო ნამდვილი ბერი, კეთილი და გულისხმიერი მწყემსი. მუდამ სიმშვიდეს ინარჩუნებდა საკუთარ თავთან და მოყვასებთან, ის ასხივებდა უფლისმიერ სითბოსა და სიხარულს. მამა ევსევი სრულყოფილად ფლობდა რუსულ ენას და განსაკუთრებულ სიყვარულსა და ყურადღებას ავლენდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალრიცხოვან მომლოცველთა მიმართ, რომლებიც მასთან პირველი შეხვედრის შემდეგ უკვე სამუდამოდ იმარხავდნენ მის ნათელ სახეს გულებში.
აღვავლენ ლოცვებს ცხოვრებისმომნიჭებელი მეუფე ქრისტესადმი, რათა დააწესოს ახლადშესვენებული არქიმანდრიტ ევსევის სული სავანესა მართალთასა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი, და მიჰმადლოს მას მარადიული და ნეტარი ხსენება.
მოკრძალებული სიყვარულით ქრისტეში
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021