
მოსკოვის საპატრიარქო
უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო.
მის უნეტარესობას, უნეტარეს თეოფილე III-ს, წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს
თქვენო უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო მოძმევ და თანამსახურო!
მწუხარებით შევიტყვე წმინდა საფლავის საძმოს წევრის, არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების შესახებ, რომელიც ჩემი რექტორობის წლებში ლენინგრადის სასულიერო აკადემიის გულმოდგინე სტუდენტი იყო.
ვევედრები ძლევამოსილსა და სიკვდილის დამთრგუნველ უფალს (მე-3 ხმის კვირის ცისკრის კანონი), რათა მიუტევოს თავის ერთგულ მსახურს ყოველნი შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი, დააწესოს სული მისი სავანესა მართალთასა და მიანიჭოს მას მარადიული ხსენება.
თანაგრძნობით
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021