
მოსკოვის საპატრიარქო
სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა
2022 წლის 17 იანვარს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი შეხვდა ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს გორდან გრლიჩ-რადმანს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: ხორვატიის მხრიდან – ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში ტომისლავ ცარი, მინისტრთა კაბინეტის მდივანი ლარა რომანო, ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიისა და ოკეანიის სექტორის ხელმძღვანელი დუნია სიჩაია, მინისტრის პრეს-მდივანი ლოვორკა სიმიჩევიჩი; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მხრიდან – მდივანი შორეულ საზღვარგარეთის საკითხებში დეკანოზი სერგი ზვონარევი და შორეული საზღვარგარეთის საქმეთა სამდივნოს თანამშრომელი მღვდელი ანდრია ტიტუშკინი.
მიტროპოლიტი ილარიონი ხორვატიის საგარეო პოლიტიკის უწყების მეთაურს შეხვდა და მიესალმა სინოდალურ დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო კავშირებს. მან სტუმარს გააცნო დეპარტამენტის სამუშაო დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს ურთიერთობებს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან, უცხოდმადიდებელ კონფესიებთან, ტრადიციულ რელიგიურ თემებთან, უცხო ქვეყნებთან, ასევე კავშირებს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან.
თავის მხრივ, ბატონი გრლიჩ-რადმანი, მიესალმა მწყემსთმთავარს და სთხოვა, მადლიერების სიტყვები გადაეცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილესთვის, ხორვატიაში 2020 წლის ბოლოს მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით გამოხატული გულთბილი სამძიმრისთვის.
სსგკ-ის თავმჯდომარემ მაღალი რანგის დიპლომატს უამბო რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობის შესახებ, მათ შორის ხორვატიის ტერიტორიაზე. მიტროპოლიტმა ილარიონმა ღრმა კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ რუსეთის ეკლესიას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული მართლმადიდებლური ტაძრების აღდგენის პროცესში.
შემდეგ საუბრის მონაწილენი ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანების მხარდაჭერის თემას შეეხნენ; განიხილეს, ასევე, ორმხრივი ინტერესის საკითხები.
სსგკ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021