
მოსკოვის საპატრიარქო
პრაღისა და ჩეხეთის მიწების მთავარეპირკოპისის მიქაელის 75 წლის იუბილე პრაღაში ლოცვით აღნიშნეს



2022 წლის 9 იანვარს პრაღისა და ჩეხეთის მთავარეპისკოპოს მიქაელს 75 წელი შეუსრულდა. მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფის ლოცვა-კურთხევით, დღესასწაულის აღნიშვნა 14 იანვარს, უფლის წინადაცვეთისა და წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეზე იქნა გადატანილი. ამ დღეს მთავარეპისკოპოსმა მიქაელმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა კირილე-მეთოდეს საკათედრო ტაძარში, პრაღის ეპარქიის სასულიერო პირების თანამსახურებით.
ლიტურგიის დასასრულს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონის წინამძღვარმა კარლოვი ვარში, დეკანოზმა ნიკოლოზ ლიშჩენიუკმა გააჟღერა მთავარეპისკოპოს მიხეილისადმი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის მილოცვის გზავნილი, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„პატივის მივაგებთ რა თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას დღევანდელ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, ჩემთვის, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარისთვის, სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ თქვენი სახით რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავს ძველი და კეთილი მეგობარი, ლენინგრადის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის კანდიდატი, რუსული სასულიერო ტრადიციების მცოდნე და დამფასებელი, მოსკოვში ჩეხეთისა მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონის პირველი წინამძღვარი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობის განვითარებისა და მრევლის სულიერი დაპურების საქმეში“.
კარლოვი ვარში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონი /
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021