მთავარი გვერდი ახალი ამბები
სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონ…

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს


 

2022 წლის 15 იანვარს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ „Россия 24“-ზე გამოდის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინე გრაჩევას და ტელემაყურებლების კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: გამარჯობა! ეს არის გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“ ტელეარხ „Россия 24“-ზე. ყოველ კვირაში ჩვენ კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე კითხვებს ვუსვამთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს. მეუფევ, მოგესალმებით!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმები, ეკატერინე! მოგესალმებით, ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: ყაზახეთი – კვირის მთავარი თემაა, რომელზეც მთელი ყურადღებაა მიპყრობილი. საახალწლო დღესასწაულებზე იქ ნამდვილი ქუჩის ომი გაჩაღდა: დაიწვა შენობა, სადაც ტელეარხები იყო განთავსებული, მთავრობა დაითხოვეს. ყველაფერი 2 იანვარს თხევად გაზზე ფასის გაძვირების გამო პროტესტით დაიწყო, შემდეგ კი ყაზახეთის ქუჩებში ღია მoრoდიორობის აქტები დაიწყო. რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ერთ ღამეში არ მომხდარა, ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს ამერიკის გადაწყვეტილებას უკავშირებს ავღანეთის დატოვების შესახებ და როგორც ავღანეთში ექსტრემისტული მოძრაობების ზრდის შედეგს. ეთანხმებით თუ არა ანტონოვის მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე არ ვარ პოლიტოლოგი. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან შეწუხებულია იმით, რაც ახალი წლის დღეებში ყაზახეთში ხდებოდა. უწმინდესი პატრიარქი კირილე საგანგებო მიმართვით გამოვიდა, სადაც მოწოდება გააკეთა ამ ქვეყანაში მშვიდობისაკენ, განსაკუთრებული ლოცვა აღევლინა ყაზახეთში მშვიდობისთვის; ქვეყნის მოსახლეობას ასევე სიტყვით მიმართეს ყაზახეთის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაურმა მიტროპოლიტმა ალექსანდრემ და ყაზახეთის უზენაესმა მუფთმა. ეკლესიისა და ტრადიციული რელიგიური კონფესიების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა სიტუაციის დასამშვიდებლად, ხალხის შესარიგებლად. ეს არის პირველი, რისი თქმაც მინდა.

მეორე: ვფიქრობ, ჯერ კიდევ გასარკვევია, რა იყო ყაზახეთში მომხდარის მიზეზები, რადგან, თითქოსდა ცხოვრება მშვიდად და წყნარად მიმდინარეობდა და უცებ დაიწყო ასეთი მასობრივი არეულობები. როგორც წესი, ჩვენს დროში მსგავსი მასობრივი არეულობები, არ იწყება სხვა მხარის წაქეზების გარეშე, მათ შორის, უცხოეთიდან. სავსებით სავარაუდოა, როგორც ელჩმა ანატოლი ანტონოვმა თქვა, ეს ურთიერთკავშირში იყოს: მოვლენები ახლო აღმოსავლეთში და ტერორიზმის ზრდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეინიშნება, მათ შორის ავღანეთში. ამ ყველაფერმა არ შეიძლება გავლენა არ იქონიოს მეზობელ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე. შესაძლოა, ეს იყო მიზეზი, მაგრამ მეჩვენება, რომ ყაზახეთის ხელისუფლებას ძალიან სერიოზული გამოსაკვლევი ექნება, რომლის შედეგების მიხედვით შესაძლებელი გახდება წერტილების დასმა და გაგება, თუ რა მოხდა და რა იყო ყოველივე ამის მიზეზები.

ე. გრაჩევა: ყაზახეთში სამშვიდობო კონტინგენტი გაიგზავნა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) შეთანხმების ფარგლებში. საუბარია რუს სამხედროებზე. ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ათასობით თხოვნა მიიღო რუსებისგან ყაზახეთიდან ევაკუაციის მოთხოვნით და იქიდან რუსებით რამდენიმე თვითმფრინავი გამოფრინდა. თუ ჩვენს მოსახლეობაზე ვისაუბრებთ მხოლოდ ალმა-ატაში, მაშინ იქ 25 პროცენტი რუსი და 60 პროცენტი ყაზახი ცხოვრობს. გაჟღერდა მოსაზრება, რომ რუსეთს, ყაზახეთთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გათვალისწინებით, შეეძლო კუხო-ს მიღმა, პირდაპირ დახმარებოდა ყაზახეთს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ამ შემთხვევაში, რუსეთს არ დაადანაშაულებენ სხვა სახელმწიფოს საქმეებში ჩარევისათვის, როგორც ეს იყო სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში 2008 წელს და ყირიმის შემთხვევაში 2014 წელს?

მიტროპოლიტი ილარიონი: ეს ისევ ის კითხვებია, რომლებზეც უკეთესი იქნება პოლიტოლოგებმა გასცენ პასუხი. ჩემის მხრივ, ვფიქრობ, რომ დახმარება გაკეთდა იმ ფორმატში, რომელშიც იყო მოთხოვნილი. სავსებით ბუნებრივია, რომ კუხო-ს ქვეყნებისადმი მიმართვის ინიციატორი ყაზახეთის პრეზიდენტი იყო და დახმარება ოპერატიულად იქნა გაწეული ზუსტად იმ ფორმატში, როგორშიც ყაზახეთის პრეზიდენტმა მოითხოვა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დახმარება იყო ძალიან ეფექტური, სამშვიდობოები ჩავიდნენ ყაზახეთში და არეულობები თითქმის მაშინვე შეწყდა, ანუ ყველა ცხელი წერტილი ძალიან სწრაფად და ეფექტურად მოექცა კონტროლის ქვეშ.

ჩვენ ბევრი შეტყობინება მივიღეთ ჩვენი მორწმუნეებისგან ყაზახეთიდან, ყაზახეთის სამიტროპოლიტო ოლქის სასულიერო პირებისგან. მართლაც, ძალიან დაძაბული ვითარება იყო. საომარი მოქმედებები, ფაქტიურად, ტაძრებთან მიმდინარეობდა, მაგრამ კმაყოფილებით და ღვთის მადლიერებით აღვნიშნავთ, რომ ღვთისმსახურებაში მონაწილეთაგან არავინ – არც მღვდელმსახურები, არც მრევლი –არ დაშავებულა. აჯანყება ხომ ქრისტეს შობის დღესასწაულს დაემთხვა, როცა ყაზახეთის ყველა ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება ტარდებოდა.

თუ ყაზახეთისთვის მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელობას შევაფასებთ, მაშინ ყაზახეთის წინა პრეზიდენტი ნაზარბაევი საუბრობდა იმის შესახებ, რომ მის ქვეყანას ორი ფრთა აქვს: ისლამი და მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა ყაზახეთში აღიქმება, როგორც ტრადიციული კონფესია, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს. ეს ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობაა, მაგრამ არა მხოლოდ: მართლმადიდებელი ეკლესია ღიაა ნებისმიერი რწმენის ხალხისთვის, ამასთანავე ეკლესიასა და ყაზახეთის ისლამურ საზოგადოებას შორის ურთიერთქმედების და თანამშრომლობის ძლიერი და მრავალწლიანი ურთიერთობა არსებობს. როდესაც არეულობები დაიწყო, ტრადიციული კონფესიების ერთსულოვნება ყაზახეთის ხალხისადმი მიტროპოლიტისა და მუფთის ერთობლივი მიმართვებით გამოიხატა.

ე. გრაჩევა: იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი სამშვიდობოები საბოლოოდ დატოვებენ ქვეყანას იმასთან დაკავშირებით, რომ იქ მწვავე ფაზა კლებულობს. ყაზახეთის მოვლენები, რა თქმა უნდა, დაჩრდილა ჟენევის მოსალოდნელმა მოლაპარაკებებმა, საიდანაც ჩვენ გარკვეულ შედეგებს ველოდით, – ეს არის რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოლაპარაკებები უსაფრთხოებაზე. შეგახსენებთ იმ სამ პუნქტს, რომელსაც რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა ამ მოლაპარაკებების წინ – ეს არის ნატოს არ გაფართოება (აქ მოსკოვმა მიიღო უარი ვაშინგტონისგან); ნატოს დაბრუნება 1997 წლის საზღვრებში (ასევე უარი) და აშშ-ის თავდასხმის სისტემების არ განლაგება რუსეთის საზღვრების მახლობლად, მათ შორის უკრაინაში და სანაპიროებთან გემებზე (განსახილველია).

ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი რიაბკოვი ამბობდა, რომ მას არ აქვს ოპტიმიზმი ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მაშინ საერთოდ რატომ არის საჭირო მოლაპარაკებები, თუკი მათ დაწყებამდეც კი ეს შეხვედრა ოპტიმიზმს არ იწვევს? თქვენ როგორ უყურებთ ამას?

მიტროპოლიტი ილარიონი: ოპტიმიზმი – ეს არის განცდა, რომელიც ჩნდება მოლაპარაკებების შედეგად, თუ ისინი წარმატებულად ჩაივლის. მხარეები სამ პუნქტს შეეხნენ, რომელთაგან ორზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაგრამ ერთ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება. ჩემი შეხედულებით, ეს უკვე კარგია, რადგან ორ დიდ სახელმწიფოს შორის შექმნილი კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს. მით უმეტეს, რომ საუბარი მიდის რუსეთისთვის საერთაშორისო ურთიერთობების ძალიან მნიშვნელოვან ასპექტზე – იმაზე, თუ სად განთავსდება შეიარაღება.

სავსებით ბუნებრივია, რომ რუსეთი დაჟინებით მოითხოვს უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს, რათა ეს შეიარაღება არ განლაგდეს პირდაპირ მის საზღვრებთან და არ იყოს მიმართული რუსეთის ქალაქებისკენ. თუკი მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე ამ ფუნქტზე ურთიერთგაგების მიღწევა შესაძლებელი გახდება, ეს თავისთავად ოპტიმიზმის საფუძველს მოგვცემს. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, შედეგებზე საუბარი ნაადრევია, რადგან შედეგი, როგორც ასეთი, ჯერ არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესია დაწყებული, რომელიც გაგრძელდება და იმედი გვაქვს, წარმატებამდე მიგვიყვანს.

ე. გრაჩევა: მეუფევ, გადავიდეთ სხვა თემებზე, მოდით ასე ვთქვათ, უფრო სასიხარულოზე. ქალაქ დოლგოპრუდნის საფარველის ტაძრის წინამძღვარმა, წმინდა ტიხონის უნივერსიტეტის (ПСТГУ – წმინდა ტიხონის ჰუმანიტარული მართლმადიდებლური უნივერსიტეტი) მასწავლებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ ლუზანოვმა 27 დეკემბერს ადამიანი გადაარჩინა, რომელიც მოსკოვში, „შერემეტიევას“ სადგურზე რკინიგზის ლიანდაგზე დაეცა. ჩვეულებრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ან საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ჯილდოებით ან მადლიერების წერილებით აღნიშნავს საერო ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც ვინმე გადაარჩინეს ცეცხლმოკიდებული სახლიდან ან თავიდან ააცილეს სხვა ტრაგედია. და როგორ აჯილდოვებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამ სახით გამორჩეულ სასულიერო პირებს? თუ ეკლესიის გაგებით, ასეთი შემთხვევები – ეს მღვდელმსახურების ყოველდღიური მუშაობის და სამწყსოზე ზრუნვის ნაწილია?

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანებზე ზრუნვა – ეს სასულიერო პირის ყოველდღიური მუშაობის შემადგენელია. ძალიან ხშირად ეს ზრუნვა გამოვლინდება სხვა არაფრით, თუ არა გმირობით. შეხედეთ ჩვენს სასულიერო პირებს, რომლებიც „წითელ ზონებში“ დადიან, რათა აღსარება მიიღონ და აზიარონ კორონავირუსით მომაკვდავი ავადმყოფები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობითა და სიცოცხლით რისკავენ, რათა ადამიანებს დაეხმარონ.

მოცემულ შემთხვევაში მღვდელი მოიქცა ისე, როგორც ქრისტიანს და სასულიერო პირს ეკუთვნის მოქმედება. მე ამ შემთხვევის შესახებ წავიკითხე: გადაწყვეტილება ბუკვალურად ელვის სისწრაფით უნდა მიეღო, რადგან ამ ადამიანის გადასარჩენად მას მხოლოდ რამდენიმე წამი ჰქონდა. ანუ დრო არ იყო ფიქრისთვის, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეთა აწონ-დაწონისთვის. ამ მღვდელს ოთხი შვილი ჰყავს. ის გადახტა გზიდან გადავარდნილი კაცის დასახმარებლად, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო და საკუთარი თავისთვის დახმარება არ შეეძლო. მან ის გადაარჩინა და ბუკვალურად მაშინვე, იმავე წამს, იქვე მატარებელმა ჩაიქროლა.

ჩვენ გვახსოვს შემთხვევა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა, როცა ადამიანის გადასარჩენად გზაზე ერთ-ერთი ტაძრის მსახურიც გადახტა. მან გადაარჩინა ადამიანი და თავად გარდაიცვალა მატარებლის ქვეშ (2018 წლის იანვარში, მიტინოში მოსკოვის ყოვლადმოწყალე მაცხოვრის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი გიორგი ველიკანოვი, წარსულში – მართლმადიდებლური დახმარების სამსახურის «Милосердие»-ს პრესმდივანი, მატარებლის წინ ლიანდაგზე გადავარდნილი უსახლკარო მამაკაცის გადარჩენისას გარდაიცვალა. ტრაგედია მოხდა კრასნოგორსკაიას რკინიგზის სადგურზე – რუს. რედ. შენ.).

ამ შემთხვევაში, მადლობა ღმერთს, ტრაგედია არ მომხდარა. მაგრამ ის, რომ მღვდელმა გმირობა ჩაიდინა, არა მხოლოდ მას პირადად მიაგებს პატივს, არამედ აჩვენებს, თუ რას წარმოადგენს და როგორი უნდა იყოს მღვდლის მსახურება.

ე. გრაჩევა: 19 იანვარი დიდი დღესასწაულია ყველა მართლმადიდებლისთვის – ნათლისღების დღესასწაული, და ბევრი მართლმადიდებელი ამბობს, რომ ამ დღეს, ნაკურთხ წყლებში შთაფლვისას, მთელი მომავალი წლის განმავლობაში ისინი ჯანმრთელობით იმუხტებიან. სხვათა შორის, ბევრს მიაჩნია, რომ ეს მათ ეხმარება, მათ შორის, როგორც პროფილაქტიკა კორონავირუსისგან. თუმცა, პანდემია ჯერ კიდევ ჩვენთანაა, და ბევრ რეგიონში წელს საბანელში შთასვლა შეზღუდული ან აკრძალული იქნება. გასულ წელს, მე მახსოვს, თქვენ მე მითხარით, რომ სწორედ კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩაყვინთავდით. როგორი განწყობა გაქვთ ამ წელს?

მიტროპოლიტი ილარიონი: სიმართლე გითხრათ, მე ჯერ არ გადამიწყვეტია. როდესაც მეკითხებიან, არის თუ არა საჭირო და ღირს თუ არა შთაფლვა, მე მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოვუწოდებ, რადგან, პირველ რიგში, ხალხის ნებისმიერი მასობრივი შეკრება ახლა არასასურველია. თუ ხალხმრავლობის თავიდან აცილება შესაძლებელია, უმჯობესია თავიდან ავიცილოთ. ვირუსი ჩვენგან არსად არ წასულა. ნ.ფ. გამალეის სახ. ინსტიტუტში აფრთხილებენ, რომ ვირუსი განახლებული ენერგიით დაბრუნდება, „ომიკრონის“ შტამის აფეთქება მოხდება, შემთხვევების რიცხვი თებერვალში მოიმატებს. ვფიქრობ, ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

მე ვიღებ ინფორმაციას ჩვენი სამღვდელოებისა და საერო პირებისგან, რომლებიც ცხოვრობენ დასავლეთში – ინგლისში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში: ყველგან დაავადებულების დიდი რიცხვია, ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი ინფიცირდება. თვითმხილველები ამბობენ, რომ, პირველ რიგში, მთელი ოჯახი ინფიცირდება: ავადმყოფობენ უფროსებიც და ბავშვებიც. მეორეც, მათთვის, ვინც ვაქცინირებულია, ავადმყოფობა, რომელიც „ომიკრონის“ ამ კონკრეტულ შტამთან არის დაკავშირებული, იოლად გადის, როგორც სეზონური გაციება. ვიღაცას ტემპერატურა უწევს, ვიღაცას ყელი სტკივა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ყველაფერი გადის. მათზე, ვინც არ აცრილა, მონაცემები არ მაქვს.

მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია დაპირებული კორონავირუსის გავრცელებამდე დარჩენილი დრო დავუთმოთ იმას, რომ ჩვენი იმუნიტეტი ავამაღლოთ, ვაქცინა გავუკეთოთ მათ, ვისაც ის ჯერ არ გაუკეთებია, და მოვემზადოთ ამ ახალი ტალღისთვის, რომელიც, როგორც ჩანს, გველოდება, როგორც სპეციალისტები ამბობენ.

ე. გრაჩევა: თუ თქვენ საბანელში ჩადიხართ, ჩვეულებრივ ღია ადგილას აკეთებთ ამას თუ დახურულში?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე ღია საბანელში ჩავდივარ.

ე. გრაჩევა: ყინულჭრილში?

მიტროპოლიტი ილარიონი: დიახ, ყინულჭრილში ჩავდივარ. ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, რეგულარულად ჩავდიოდი ყინულჭრილში, არა მხოლოდ ნათლისღებაზე, არამედ დაახლოებით ყოველ კვირას, მაგრამ ახლა ასეთი შესაძლებლობა არ მაქვს.

ე. გრაჩევა: დიდი მადლობა, მეუფევ, ჩვენს კითხვებს რომ უპასუხეთ. დამდეგ უფლის ნათლისღების დღესასწაულს გილოცავთ!

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობთ, ეკატერინე. თქვენც გილოცავთ დამდეგ დღესასწაულს!

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა უპასუხა მაყურებლების შეკითხვებს, რომლებიც გადაცემის – „ეკლესია და მსოფლიო“ ვებ-გვერდზე შემოვიდა.

კითხვა: ჩვენ მალე უფლის ნათლისღებას ვიდღესასწაულებთ, და სახალხო ტრადიციის მიხედვით, ყინულჭრილში მასობრივი ბანაობა გაიმართება. მეუფევ, ბევრჯერ გამიგია, მათ შორის ტელევიზორის ეკრანებიდან, რომ ამ დღეს საბანელში შთაფლვა ცოდვების მიტევების ტოლფასია. რამდენად მართალია ეს მტკიცებულება?

მიტროპოლიტი ილარიონი: ეს მტკიცებულება სიმართლე არაა, თუნდაც ეს ტელევიზორის ეკრანებიდან გსმენოდეთ. არავითარი ცოდვათა მიტევება არ ხდება საბანელში შთაფლვისას. ცოდვათა მიტევება აღსარების საიდუმლოში ხდება, როცა ეკლესიაში მიდიხართ, გულწრფელად აღიარებთ და ინანიებთ საკუთარ ცოდვებს, და მღვდელი კითხულობს შენდობის ლოცვას – მაშინ ხდება ცოდვათა მიტევება, მაგრამ არა საბანელში.

კითხვა: ახლახან მღვდელმა ზიარებაზე არ მიმიშვა, რადგან აღსარება არ მითქვამს. მე არ მაქვს საშუალება ხშირად მივიდე ეკლესიაში, რადგან ბევრს ვმუშაობ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უბრალოდ, ვერ მოვასწარი წინასწარ აღსარება მეთქვა. როდესაც ჩვენს დასახლებაში ტაძარი შენდებოდა, ჩვენმა ოჯახმა აგური იყიდა მის ასაშენებლად, მაშინ ამას მღვდელი სიხარულით შეხვდა, და აქ აი, ასე... აღსარების გარეშე ზიარებაზე ინტერნეტში მე პირდაპირი აკრძალვა ვერ ვიპოვე და ამიტომ მინდა თქვენთან დავაზუსტო, რამდენად მართალია ეს შეზღუდვა?

მიტროპოლიტი ილარიონი: რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში სტაბილური პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებობს: ზიარების წინ ხალხი აღსარებაზე მიდის. აქ შეიძლება სხვადასხვა გამონაკლისი იყოს. მაგალითად, თუ რეგულარულად ეზიარებით, ვთქვათ, ყოველ კვირას, მღვდელმა შეიძლება გირჩიოთ, რომ აღსარება თვეში ერთხელ თქვათ, ანუ არა ყოველი ზიარების წინ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამაზე მღვდელთან უნდა შეთანხმდეთ. თუ მღვდელი იტყვის, რომ ყოველი ზიარების წინ უნდა თქვათ აღსარება, მაშინ თქვენ უნდა დაემორჩილოთ მას.

აღსარება და ზიარება – ეს ორი განსხვავებული საიდუმლოა. აღსარება – ეს არ არის „ზიარების ბილეთი“, მაგრამ პრაქტიკა, რომელიც რუსულ ეკლესიაში განვითარდა, უპირველეს ყოვლისა მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანები შეგნებულად მიეახლონ ზიარების საიდუმლოს, რათა მოემზადონ ამისთვის, მათ შორის აღსარების საიდუმლოთი.

კითხვა: ჩემი შეკითხვა ეხება მღვდლის გარეგნულ სახეს. ლიტურგიული ჩაცმულობის სპეციფიკის შესახებ განმარტებები ვიპოვე, მაგრამ მაინტერესებს თმისა და წვერის ვარცხნილობა. ბავშვობიდან მეხსიერებაში შემორჩენილი დიდი, ხშირი წვერით და გრძელი თმით მღვდლის სახე დღეს ძალიან შეიცვალა – ჩვენმა მღვდლებმა კათოლიკე მამებზე მიმსგავსება დაიწყეს მოკლე ვარცხნილობით. მეუფევ, შეგიძლიათ დაეთანხმოთ ჩემს დაკვირვებებს, და არის თუ არა აქ საფრთხე ჩვენი მართლმადიდებლური ტრადიციებისთვის?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე თქვენს დაკვირვებებზე დათანხმება არ შემიძლია და აქ ვერავითარ საფრთხეს ვერ ვხედავ. სულიერება არც თმაში და არც წვერში მდგომარეობს. წვერი შეიძლება იყოს გრძელი, და შეიძლება – მოკლე. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სულაც არ ეზრდებათ წვერი ან ისეთი ეზრდებათ, რომ ჯობია მისი გაპარსვა, ვიდრე ხალხზე ჩვენება. ყველანაირი ვარიანტი ხდება. მხოლოდ ძველ აღთქმაში იყო პერსონაჟი, რომლის ძალა თმაში იყო: მას თმა მოაჭრეს, და ძალა დაიკარგა. მღვდლების სულიერება არც წვერში და არც თმაში მდგომარეობს.

იმის გასაგებად, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მღვდელი, გადახედეთ ძველ და თანამედროვე ხატებს, მაგალითად, წმინდა ნიკოლოზის ხატს. მას გრძელი წვერი აქვს თუ არა? მას თმა უკან კოსად შეკრული აქვს თუ მოკლედ შეჭრილი თმა აქვს? შეხედეთ სხვა ხატებს, და თქვენ ნახავთ, რომ გრძელი თმის ტარება არ იყო სასულიერო პირების თავდაპირველი ტრადიცია. არც პავლე მოციქული, არც პეტრე მოციქული, არც სხვა მოციქულები და არც პირველი საუკუნეების მღვდელმსახურები გრძელ თმას არ ატარებდნენ და კოსად არ იკრავდნენ. ამის შესახებ მოწმობს როგორც პავლე მოციქულის სიტყვები, რომელიც ამბობს: „არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა“ (1 კორ. 11.14), ასევე მთელი უძველესი იკონოგრაფიაც. შეხედეთ და თავად დარწმუნდით ამაში.

კითხვა: ჩემი დიდი ბაბუა კათოლიკი იყო. მართლმადიდებლურ ეკლესიაში კათოლიკების მოხსენიება მხოლოდ სახლში ლოცვისას შეიძლება, თუ არის ასეთი ღვთისმსახურება, სადაც სხვა სარწმუნოების ადამიანებს და მოუნათლავებს იხსენიებენ?

მიტროპოლიტი ილარიონი: ანდრიას კითხვა ისეთი სახით არის ფორმულირებული, რომ მე მაინც მინდა ზოგიერთი შესწორება შევიტანო. კათოლიკები – ესენი არ არიან სხვა სარწმუნოების ადამიანები და არც მოუნათლავები. კათოლიკები – ქრისტიანები არიან, მხოლოდ განსხვავებულ ტრადიციას, სხვა ეკლესიას ეკუთვნიან.

რაც შეეხება სხვა სარწმუნოების ადამიანებს ან მოუნათლავებს, მათ ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვთ. ეკლესიაში არის სტაბილური პრაქტიკა: ჩვენ ტაძარში მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის ვლოცულობთ, რომლებსაც პროსკომედიაში, პარაკლისებზე ვიხსენიებთ. კათოლიკებისთვის, პროტესტანტებისთვის და განსაკუთრებით სხვა სარწმუნოების ადამიანებისთვის და ურწმუნოებისთვის ჩვენ სახლში ვლოცულობთ. არავინ უკრძალავს ადამიანს ლოცვას თავისი ახლობლებისთვის, მათ შორის მიცვალებულებისთვის და მათთვის, ვინც სხვა ქრისტიანულ კონფესიას ან სხვა რელიგიას მიეკუთვნოდა, მაგრამ ეკლესიაში ამის გაკეთება მიღებული არაა.

კითხვა: ამიხსენით, გთხოვთ, უფალმა იესო ქრისტემ ხომ იცოდა, რომ იუდა მას გასცემს, მაშ თორმეტ მოციქულთა რიცხვში რატომ აირჩია?

მიტროპოლიტი ილარიონი: ის, რომ ღმერთმა რაღაც წინასწარ იცის, არ ნიშნავს იმას, რომ ის ამას წინასწარ განსაზღვრავს. მაცხოვრის ღალატი ან არ ღალატი – ეს თავად იუდას არჩევანი იყო.

რატომ ჩავდივართ ხოლმე ჩვენ რაღაც ცოდვებს, მაგრამ ღმერთი ამ დროს არ გვაჩერებს? იმიტომ რომ ის თავისუფლებას გვაძლევს. ის გვაძლევს არჩევანის თავისუფლებას და, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის, მაგრამ ყველაფერს წინასწარ არ განსაზღვრავს. ამიტომ, ყველა ადამიანს აქვს ზნეობრივი არჩევანის საშუალება. ჩაიდინოს თუ არა ესა თუ ის ცოდვა, ჩაიდინოს თუ არა ღალატი, – ამას ადამიანი თავად წყვეტს, და საკუთარ არჩევანზე ის შემდეგ სრულ პასუხისმგებლობას ატარებს.

მე მინდა ეს გადაცემა პავლე მოციქულის სიტყვებით დავასრულო ტიმოთეს მიმართ პირველი ეპისტოლედან: „ხოლო ნანდჳლვე არს სარეწავ დიდ ღმრთის მსახურებაჲ უნაკლულოებით. რამეთუ არარაჲ შემოვიღეთ სოფლად; ჩანს, რამეთუ არცა განღებად რას ჴელ-გუეწიფების“ (1 ტიმ. 6:6-7).

ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მოუფრთხილდით საკუთარ თავს, მოუფრთხილდით თქვენს ახლობლებს, დაე ყველას ღმერთი გფარავდეთ.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მისალოცი წერილი გაგზავნა უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

01.02.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს აღასყდრების დღე მიულოცა

01.02.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა

11.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ქრისტეს ჯვარი ღვთის მადლით ავსებს ჩვენს ცხოვრებას

27.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა ვლადიმერის საერთო სანათლავი ემბაზიდან დაწყებული ერთობის დარღვევა შეუძლებელია

14.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონის მოუწოდებს, დაიცვან რუსეთის მოქალაქეები დასავლური „ღირებულებებისაგან“

21.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარის კომენტარი ქრისტიანულ სიწმინდეთა შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ პანაღია სუმელას სავანეში (ტრაპიზონი, თურქეთი)

05.02.2022

რუსეთის პრეზიდენტმა მიტროპოლიტი ილარიონი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა

02.02.2022

მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მილოცვა გაუგზავნა

27.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب