
მოსკოვის საპატრიარქო
მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა
2022 წლის 15 იანვარს მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლში მოსკოვის სასულიერო მუსიკის XII საშობაო ფესტივალის ფარგლებში შესრულდა კომპოზიტორ ვ.ბ. დოგვანის ორატორია „Под стягом Александра“(„ალექსანდრეს ალამქვეშ“). ორატორია წმინდა კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის 800-წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა. მუსიკალურ ნაწარმოებს საფუძვლად დაედო მატიანისა და ალექსანდრე ნეველის ცხოვრების უნიკალური მასალები, საეკლესიო ტექსტები და აპოლონ მაიკოვის პოეტური თხზულებები.
ავტორის ჩანაფიქრის მიხედვით დიადი ისტორიული სიუჟეტი თანამედროვე საგუნდო ხელოვნების ხერხებითაა გადმოცემული; მხატვრულ კითხვას ენაცვლება მუსიკალური ნომრები, რომლებიც ტექსტში გადმოცემულ მოვლენებს ასახავს. ცალკეული ნომრების შემაკავშირებელ ფუნქციას გუსლი ასრულებს -კოლორიტული ეპიკური ინსტრუმენტი, ერთგვარი „ავტორის ხმა“.
ორატორია შეასრულეს ვ. მაიაკოვსკის სახელობის თეატრის არტისტმა ალექსეი ფატეევმა, ფილარმონიულმა საგუნდო კაპელამ „იაროსლავია“ ვლადიმერ კონტარევის ხელმძღვანელობით და მოსკოვის საოლქო ფილარმონიის სოლისტებმა ალინა იაროვამ (სოპრანო), როდიონ ვასელკინმა (ბანი), ოლგა ალექსეევამ და მარფა ნიკიტინამ (გუსლი).
კონცერტის დასასრულს მუსიკის ავტორს მიესალმა მოსკოვის სასულიერო მუსიკის საშობაო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი:
„ძვირფასო ვლადიმერ ბორისის ძევ!
თქვენ თავად იხილეთ, როგორ მიიღო პუბლიკამ თქვენი მუსიკა. და მე ძლიერ მოხარული ვარ, რომ ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა ეს შესამიშნავი ნაწარმოები მოსკოვის სასულიერო მუსიკის XII საშობაო ფესტივალის ფარგლებში წარმოგვედგინა.
თქვენ გაგვახსენეთ შესანიშნავი რუსი წმინდანი, რომელიც მილიონობით რუსი ადამიანისთვის არის ძვირფასი. მოგეხსენებათ, რომ ის განსაკუთრებით ძვირფასია ჩვენი უწმინდესი პატრიარქისათვის. ვფიქრობ, დამსწრეთაგან ბევრს ახსოვს, თუ როგორ გულმხურვალედ და შთაგონერბით იცავდა წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელს ჩვენი უწმინდესი თავის საპატრიარქი ტახტზე აღსაყდრებამდე ცოტა ხნით ადრე პროგრამაში «Имя России». დღეს ჩვენ მოვისმინეთ თხრობა ამ წმინდანზე და მუსიკა, რომელიც ამ მონათხრობის ილუსტრირებას ახდენს.
მსურს პირადად ჩემგან მადლობა მოგახსენოთ ამ თხულების შექმნისთვის, მათ შორის იმისთვისაც, რომ თქვენ შეგვახსენეთ კიდევ ერთი წმინდანის – კეთილმორწმუნე მთავრის მიხეილ ჩერნიგოველის ღვაწლი. ჩემთვის, როგორც კეთილმორწმუნე მთავრის მიხეილ ჩერნიგოველისა და მისი ბოიარის თეოდორეს ტაძრის წინამძღვრისთვის, ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა.
ძვირფასო ვლადიმერ ბორისის ძევ, მე თქვენ უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა გიცნობთ. როდესაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, თქვენ სულ ახალგაზრდა ყმაწვილი იყავით, მე კი სკოლის მოსწავლე და თქვენ კომპოზიციას მასწავლიდით. და ყველაფერს, რაც მუსიკალური კომპოზიციის დარგში ვიცი, თქვენ გიმადლით. მახსოვს, თქვენ ამბობდით, რომ კომპოზიტორმა შთაგონება ცოცხალი წყაროდან უნდა მიიღოს: ხალხური მუსიკიდან და წინარე მუსიკალური ტრადიციიდან. დღეს თქვენი ნაწარმოების წყალობით ჩვენ მოვისმინეთ, როგორ ასხმათ ხორცს ამ პრინციპებს. თქვენი შთაგონების წყაროა ხალხური მუსიკა, პროკოფიევის, სვირიდოვის ნაწარმოებები და რასაკვირველია, საეკლესიო მუსიკა.
მინდა აქ შეკრებილთა და მათი სახელით, ვინც ამჟამინდელი რთული ვითარების გამო ვერ დაესწრო დღევანდელ კონცერტს, გისურვოთ ჯანმრთელობა და შემოქმედებითი წარმატებები. უფალმა აკურთხოს თქვენი შრომა და გადღეგრძელოთ მრავალჟამიერ“.
თავის მხრივ ვ.ბ. დოვგანმა მადლობა გადაუხადა მიტროპოლიტ ილარიონს, მოსკოვის სასულიერო მუსიკის საშობაო ფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და სტუმრებს. „მუსიკა მხოლოდ მაშინ ცოცხლდება, როცა შემსრულებელი მას ნამდვილ სულს შთაბერავს. დღეს ჩვენს თვალწინ დაიბადა მუსიკა. და მე ძალზე მადლიერი ვარ თქვენი ყველასი“, – თქვა, კერძოდ, კომპოზიტორმა.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021