
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

„რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან შეწუხებულია იმით, რაც ახალი წლის დღეებში ხდებოდა ყაზახეთში,“ – განაცხადა სსკგ-ის მეთაურმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, ტელეარხ „Россия 24“-ზე გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“.
პატრიარქი კირილე საგანგებო მიმართვით გამოვიდა და განსაკუთრებული ლოცვა აღავლინა ყაზახეთში მშვიდობისთვის; ქვეყნის მოსახლეობას ასევე სიტყვით მიმართეს ყაზახეთის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაურმა მიტროპოლიტმა ალექსანდრემ და ყაზახეთის უზენაესმა მუფთმა. „ეკლესიისა და ტრადიციული რელიგიური კონფესიების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა სიტუაციის დასამშვიდებლად, ხალხის შესარიგებლად“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
სსკგ-ის თავმჯდომარის მოსაზრებით, „ჩვენს დროში მსგავსი მასობრივი არეულობები, როგორც წესი, არ იწყება სხვა მხარის წაქეზების გარეშე, მათ შორის, უცხოეთიდან“.
„როგორც რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვმა აღნიშნა, სავარაუდოა, რომ ურთიერთკავშირში იყოს: მოვლენები ახლო აღმოსავლეთში და ტერორიზმის ზრდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეინიშნება, მათ შორის ავღანეთში. ამ ყველაფერმა არ შეიძლება გავლენა არ იქონიოს მეზობელ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა და დასძინა, რომ ყაზახეთის ხელისუფლებას ძალიან სერიოზული გამოსაკვლევი ექნება, რომლის შედეგების მიხედვით შესაძლებელი გახდება გაირკვეს, თუ რა იდგა რესპუბლიკაში იანვრის მოვლენების უკან.
საპროტესტო აქციები ყაზახეთში 2 იანვარს დაიწყო თხევადი ნავთობის გაზის ფასების გაორმაგების ფონზე, რომლითაც რესპუბლიკის ბევრი მცხოვრები თავიანთ მანქანას საწვავით ავსებს. პროტესტი არეულობაში გადაიზარდა, გააქტიურდნენ მოროდიორები და რადიკალები. ქვეყნის ხელისუფლებამ 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოგვიანებით დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) მიმართა, რომელმაც ყაზახეთში სამშვიდობო ჯარები გაგზავნა. 13 იანვარს, სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, გამოცხადდა კუხო-ს მისიის წარმატებით დასრულება და სამხედროების ეტაპობრივი დაბრუნება მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე. ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში არეულობის დროს 225 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 19 ძალოვანი.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
ფოტო: 2022 წლის იანვარში არეულობის დროს
ალმა-ატის ადმინისტრაციის ცეცხლომოკიდებული შენობა / «Ведомости»
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021