
მოსკოვის საპატრიარქო
არქიმანდრიტი ალექსანდრე (ელისოვი) ხაიფაში რსმ-ის მეტოქიონს ეწვია

2022 წლის 15 იანვარს ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეს იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიის მეთაური არქიმანდრიტი ალექსანდრე (ელისოვი) ხაიფაში ღვთაებრივი ილია წინასწარმეტყველის სახელობის რსმ-ის მეტოქიონს ეწვია.
წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარში აღვლენილი იქნა საღმრთო ლიტურგია. არქიმანდრიტ ალექსანდრეს თანამსახურებდნენ მეტოქიონის მეკლიტური კეთილმოწესე დეკანოზი მიროსლავ ვიტივი და რსმ-ის მღვდელმსახური დიაკონი ილია დრაჩუკი.
ლიტურგიაზე ლოცულობდნენ გორენის მონასტრის იღუმენია ეკატერინე (ჩერნიშევა) მონასტრის დებთან ერთად, რომლებიც საეკლესიო საგალობლები შეასრულეს.
ლიტურგიის დასასრულს წმინდა სერაფიმეს ძველი ხატის წინაშე ამ ღირსი მამის, საროვისა და სრულიად რუსეთის სასწაულთმოქმედის, პარაკლისი შესრულდა. მისიის მეთაურმა შეკრებილთ ქადაგებით მიმართა.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური /
იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიის საიტის მასალების მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021