მთავარი გვერდი ახალი ამბები
„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი ს…

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ


თითქმის ოთხი წლის წინ შეიქმნა სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაცია (НОТА), რომელიც ამჟამად 70-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელს აერთიანებს. რა კრიტერიუმებით იღებენ ამ ასოცოაციაში? არსებობს თუ არა კონკურენცია ასოციაციის მონაწილეებს შორის? რა სამეცნიერო ფორუმებს ატარებს НОТА და როგორია ამ გაერთიანების გეგმები? პორტალ «Богослов.ru»- ს შეკითხვებს უპასუხა ასოციაციის პრეზიდენტმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.

– თქვენო მეუფებავ, 2018 წელს შეიქმნა სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაცია (НОТА), რომლის პრეზიდენტიც თქვენ ბრძანდებით. გვიამბეთ, თუ შეიძლება, როგორ წარმოიშვა ასეთი ასოციაციის შექმნის იდეა.

– იდეა, რომ იტყვიან, ჰაერში დაფრინავდა. ის პრაქტიკულად ერთდროულად გააჟღერა რამდენიმე წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, როცა ჩვენ 2018 წლის იანვარში ვმონაწილეობდით კონკურსში „თეოლოგია და პროგრესი“. ასოციაციის დამფუძნებლები არიან რუსეთის ორი უძველესი განსაკუთრებული სტატუსის მქონე უნივერსიტეტი – მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის, რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემია, ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა, მართლმადიდებლური წმინდა ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, მოსკოვის პედაგოგიური სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტი. როგორც ხედავთ, დამფუძნებელთა შემადგენლობა იმაზე მეტყველებს, რომ თეოლოგიის განვითარებით დაინტერესებული არიან სრულიად განსხვავებული ტიპისა და მიმართულების საგანმანათლებლო დაწესებულებები. ეს არის კლასიკური უნივერსიტეტებიც და უმაღლესი სასწავლებლებიც, რომლებიც სახელმწიფოს მმართველობით კადრებს უმზადებს, სასულიერო სკოლები და პედაგოგიური უნივერსიტეტები, ხელოვნებისა და კულტურის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები.

– როგორ მოხერხდა ამ იდეის ხორცშესხმა? ვინ იყო ინიციატორი?

– როგორც ყოველთვის, მცირე ჯგუფი ადამიანებისა, რომლებმაც ინიციატივა და მიზანდასახულობა გამოიჩინეს – იმ უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, რომლებიც მე ჩამოგითვალეთ. ჩვენ ხელი მოვაწერეთ უწმინდესი პატრიარქისთვის წარსადგენ წერილს, მან კი მოიწონა ასოციაციის შექმნის იდეა, 2018 წლის ნოემბერში კი სრულიად რუსეთის თეოლოგიურ კონფერენციაზე ვრცელი საპროგრამო სიტყვა წარმოთქვა. რა თქმა უნდა, ასეთი სამუშაოს ჩატარება რთული იქნებოდა სახელმწიფო ხელისუფლების – რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობისა და პროფილური სამინისტროების მხარდაჭერის გარეშე.

– НОТА-ში 70-ზე მეტი საგანმანათლებლო ორგანიზაცია შედის, რომელთა შორისაა –ქვეყნის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო დაწესებულება, რომ ასოციაციის წევრი გადეს?

– ამჟამად НОТА უკვე 77 საერო სასწავლო დაწესებულებასა და სასულიერო სკოლას აერთიანებს. ძირითადი მოთხოვნა წევრობის მსურველებისადმი არის თეოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია ან უნივერსიტეტის უნიკალური გამოცდილება სტუდენტი ახალგაზრდობის სულიერ-ზნეობრივი აღზრდისა და განათლების საქმეში.

– არსებობს თუ არა შიდა კონკურენცია თეოლოგიური განათლების სფეროში საერო უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე და სასულიერო სკოლების ფარგლებში ტრადიციულ სასულიერო განათლებას შორის?

– კონკურენცია, როგორც ასეთი, არ არსებობს. თუმცა საერო უნივერსიტეტისა და სემინარიის თეოლოგიური პროგრამები განსხვავდება მათი ამოცანებიდან გამომდინარე. რეგიონებში ისინი პარალელურად და შეხმატკბილებულად ვითარდება. პროგრამებს მომზადების სხვადასხვა პროფილები აქვთ – ქრისტიანობის ისტორიიდან სახელმწიფო-კონფესიურ ურთიერთობებამდე. უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები არცთუ იშვიათად აბარებენ სემინარიაში თეოლოგიაზე. ხდება პირიქითაც. რეგიონის საყრდენი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობა, როგორც წესი, მონაწილეობს სემინარიის სასწავლო პროცესში, სასწავლო დაწესებულებები ასევე არცთუ იშვიათად თანამშრომლობენ, ოღონდ სასწავლო პროცესისმიღმისეულ ფორმატში. შეგიძლიათ იხილოთ რექტორების, პროფესორებისა და მასწავლებლების გამოსვლები ჩვენს კონფერენციებზე, აქტიური ურთიერთქმედება რეგიონულ კლასტერებში (მორდოვის სამიტროპოლიტო, სმოლენსკის სამიტროპოლიტო და სხვ.).

– НОТА ატარებს დიდ ყოველწლიურ კონფერენციას „თეოლოგია თანამედროვე სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში“. კიდევ რა ღონისძიებები იმართება ამ ასოციაციის ეგიდით?

– ასოციაციის ეგიდით ყოველწლიურად 40-ზე მეტი ღონისძიება იმართება უნივერსიტეტების სივრცეებში. НОТА-ს საერთაშორისო კონფერენციებისა და ფედერალური სივრცეების აღიარებულ ცენტრებად იქცა ყაზანი, სანკტ-პეტერბურგი და რასაკვირველია, მოსკოვი. თუმცა ყოველწლიური კონფერენციის – „თეოლოგია სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში“ – რეგიონული ეტაპის ფარგლებში კონფერენციები ათეულობით ქალაქში იმართება.

2021 წელს ჩატარდა რამდენიმე რეზონანსული ღონისძიება. შეიძლება გამოვყოთ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსთან «Россия сегодня» ერთობლივი რუსეთის საგანმანათლებლო პროექტი „თეოლოგია უნივერსიტეტის საინფორმაციო სივრცეში“, რომელიც მონაწილეთა თხოვნით 2022 წელსაც გაგრძელდება. არანაკლებ მნიშვმელოვანი მოვლენაა НОТА-ს ექსპერტთა საზოგადოების ცხოვრებაში სრულიად რუსეთის სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარები თეოლოგიური (რელიგიური) განათლების ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც როსობრნადზორისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის მიერ ერთობლივად ტარდება.

იყო ახალი ფორმატები: ჩატარდა, და უნდა ითქვას ერთობ წარმატებითაც, ახალგაზრდა თეოლოგის პირველი სრულიად რუსეთის ფორუმი. სტარტი აიღო სრულიად რუსეთის სტუდენტი ახალგაზრდობის ლიტერატურულ-უსიკალურმა შემოქმედებითმა ფესტივალმა «НОТА в ноте». ჩატარდა რუსეთის თეოლოგიური ჟურნალების პირველი კონგრესი. ორგანიზატორები იყვნენ ჩვენი ასოცოაცია, РАНХиГС, (რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემია), რომლის ბაზაზეც ჩატარდა კონგრესი, ასევე ჟურნალი «Вопросы теологии», რომელსაც ერთობლივად გამოსცემენ სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა.

– საიტზე ვხედავთ, რომ НОТА აერთიანებს რიგ გამოცემებს, საღვთისმეტყველო ჟურნალებს. გვიამბეთ, თუ შეიძლება, ასოციაციის საქმიანობის ამ მიმართულების შესახებ.

– ჩვენ მართლაც ვცდილობთ გავაერთიანოთ უმაღლესი სასწავლებლების ძალისხმევა სამეცნიერო-სტატიების, მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების გამოსაცემად. სწორედ ამას ეძღვნებოდა ჩემ მიერ ნახსენები კონგრესი. ამჟამად ათამდე თეოლოგიური ჟურნალი შედის ВАК-ის ჩამონათვალში, ზოგიერთი მათგანი – საერთაშორისო მონაცემთა ბაზაშიც. ჩამოვთვლი მათ შორის წამყვანებს: «Вестник Православного Свято-Тихоновского гуманитарного университета», «Христианское чтение», «Богословский вестник» და სხვ. არის ისლამური გამოცემებიც: «Минбар. Исламские исследования» (მას გამოსცემენ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, რუსეთის ისლამური ინსტიტუტი და ყაზანის ფედერალური უნივერსიტეტი), «Исламоведение» (დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და სხვ.

– НОТА აყალიბებს თეოლოგების საექპერტო საზოგადოებას. ასოციაციის საიტზე შესაძლებელია აკრედიტებული ექსპერტების სიის მოძიება და ასეთი აკრედიტაციის მისაღებად განაცხადის გაგზავნა. გვითხარით, ვინ არიან ეს ექსპერტები, რა არის მათი როლი?

– ასოციაცია Рособрнадзор-თან ატარებს თეოლოგიის კათედრის დეკანებისა და გამგეების, საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელების სწავლებას. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ უნივერსიტეტებში უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სააკრედიტაციო მაჩვენებლების დონე. ჩვენ უკვე ხუთი სრულიად რუსეთის სემინარი ჩავატარეთ, რომელთაგან თითოეულმა არანაკლებ 150 მონაწილეს მოუყარა თავი. უმაღლესი სასწავლებლების ერთობლივი მხარდაჭერისათვის ჩვენ შევკრიბეთ НОТА-ს ექსპერტთა პული. მათ მიმართავს Росаккредагентство საგანმანათლებლო პროგრამების სახელმწიფო აკრედიტაციისას, ეს არის 50-მდე სპეციალისტი, და მათი გამოყენება ასევე შეიძლება უნივერსიტეტების განაცხადების საფუძველზე საზოგადოებრივი და პროფესიულ-საზოგადოებრივი აკრედიტაციის ჩატარებისას. საზოგადოებრივი დარგობრივი საექსპერტო გაერთიანების შექმნა – ჩვენი მუდმივი საზრუნავია. ექსპერტები მნივნელოვან დახმარებას უზრუნველყოფენ ადგილებზე მეთოდური მუშაობის ჩატარებაში.

– მეუფევ, როგორია ასოციაციის უახლოესი მიზნები და განვითარების პერსპექტივები?

– ეს მიზნები და პერსპექტივები დასახული იყო მისასალმებელ გამოსვლებში, რომლებითაც რუსეთის პრეზიდემტმა ვ.ვ. პუტინმა და უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მიმართეს V სრულიად რუსეთის თეოლოგიური კონფერენციის მონაწილეთ, რომელიც დეკემბრის ბოლოს დასრულდა მოსკოვში. ეს არის პირველ რიგში, რეგიონებში თეოლოგიის განვითარების ხელშეწყობა მორდოვას რესპუბლიკის, სმოლენსკის ოლქის, კუბანის, სარატოვის ოლქისა და სხვა წამყვანი კლასტერების გამოცდილებაზე დაყრდნობით, სადაც ერთობლივად მუშაობენ რეგიონის ხელისუფლება, ეპარქია, უნივერსიტეტი და სემინარია.

НОТА -ს 2021 წლის 2 დეკემბრის საერთო კრებაზე გადაწყდა უმაღლეს სასწავლებლებს შორის ციფრული განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და თეოლოგიის მოდულური კურსების, როგორც უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა სოციო-ჰუმანიტარული მომზადების ნაწილის დანერგვის გამოცდილების, განვითარება. ჩვენ ვამზადებთ წინადადებებს პროგრამაში თეოლოგიის, როგორც საგნის (მოდულის) ჩართვის შესახებ, რომელიც სტუდენტების მსოფლმხედველობით და ღირებულებით მომზადებას მოემსახურება მიუხედავდ იმისა, თუ რა სპეციალობას იღებს სტუდენტი. ამოცანები დიდი და საინტერესოა.

ესაუბრა მღვდელი დიმიტრი არტიომკინი

 

გაზიარება:
პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა სინოდის მუშაობის 2021 წლის ბოლო სხდომას უხელმძღვანელა

29.12.2021

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას უხელმძღვანელა

28.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიებს მოუწევთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება

12.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სომხეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შეხვდა

10.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სსკგ-ის მდივანს მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო ჯილდო გადასცა

10.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქრისტიანობის არსებობა წმინდა მიწაზე შენარჩუნდეს

07.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე მიტროპოლიტმა ილარიონმა ღამისთევის ღვთისმსახურება აღავლინა

07.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب