მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიებს მოუწევთ არასტანდარტული …

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიებს მოუწევთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება


კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ დაასწრო აფრიკაში გამართული ალექსანდრიის საპატრიარქოს სინოდის შედეგების გამოცხადებას და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აფრიკაში საეგზარქოსოს დაარსებას ანტიკანონიკური უწოდა. იგი გამოვიდა კონტინენტზე „კანონიკური წესრიგის აღდგენის“ მოწოდებით. ამ და მსგავს განცხადებებზე, განხეთქილებაზე და ახალ რეალობებზე მართლმადიდებლურ სამყაროში, ასევე უკრაინის განხეთქილების დაძლევის პრინციპიალობაზე „რია-ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.

– თქვენო მეუფებავ, როგორ კომენტარს გაუკეთებდით ალექსანდრიისა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოების განცხადებებს, კერძოდ, მოწოდებებს „აფრიკაში კანონიკური წესრიგის აღდგენის“ თაობაზე?

– კონსტანტინეპოლის საპატრიარქო პარალელურ რეალობაში ცხოვრობს, რომელიც თავად შექმნა უკრაინაში. ჩვენ ველოდებით კანონიკური წესრიგის აღდგენას უკრაინაში, და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ლაპარაკს კანონიკური წესრიგის აღდგენაზე მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში. აფრიკაში შექმნილი ვითარება პირდაპირი შედეგია კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბართლომეოსის ქმედებისა უკრაინის განხეთქილების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, მის მიერ „ხარისხში აღდგენილ“ პირებთან მიმართებით, რომლებსაც არასოდეს მიუღიათ კანონიერი ხელთდასხმა.

რუსეთის ეკლესიის მიმართ კონსტანტინეპოლის პატრიარქის ცალმხრივი და მტრული დამოკიდებულების შედეგად მსოფლიო მართლმადიდებლობაში შეიქმნა კანონიკური ქაოსის ვითარება. ამ სიტუაციაში, სანამ კანონიკური წესრიგი მთელს მსოფლიო მართლმადიდებლობაში არ აღდგება, სანამ კონსტანტინეპოლი დიალოგზე უარს ამბობს და მონოლოგს მიმართავს, – გამოსცემს რა დადგენილებებს სტილში „Roma locuta, causa finita“ [„რომმა თქვა, საქმე დახურულია“], – მართლმადიდებელ ეკლესიებს მომავალშიც მოუწევთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება.

– რატომ გადაწყვიტა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ საეგზარქოსოს დაფუძნება აფრიკაში?

– ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდს აფრიკაში საეგზარქოსოს დაარსების გადაწყვეტილება იმიტომ არ მიუღია, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოსთვის ძირი გამოეთხარა ან მისგან რომელიმე სამრევლო მოეწყვიტა. რუსეთის ეკლესიას ეს არ სჭირდება და არ აინტერესებს. ჩვენ არანაირი მტრული განწყობა არ გვაქვს არც პატრიარქ თეოდორეს და არც ალექსანდრიის საპატრიარქოს რომელიმე იერარაქის მიმართ.

პირიქით, ჩვენ ყოველთვის მაღალ შეფასებას ვაძლევდით უკრაინაში მართლმადიდებლობისათვის გაწეულ იმ კანონიკურ მხარდაჭერას, რომელსაც თანმიმდევრულად იჩენდა პატრიარქი თეოდორე თითქმის 2018 წლამდე. ჩვენ ვცდილობდით ძალისამებრი დახმარება აღმოგვეჩინა ალექსანდრიის პატრიარქისთვის და არ ვქმნიდით მის ტერიტორიაზე ჩვენს სამრევლოებს, თუმცა ამას გვთხოვდა აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მრავალი რუსულენოვანი მორწმუნე. მაგრამ მას შემდეგ, რაც პატრიარქმა თეოდორემ დაიწყო განხეთქილების ლიდერის მოხსენიება და სქიზმატიკოსებთან თანამსახურებაში შევიდა, შეიქმნა უპრეცედენტო ვითარება, რომლის შედეგადაც აფრიკის სამღვდელოებამ არ ისურვა თავის პატრიარქს გაჰყოლოდა სქიზმატიკოსების აღიარებაში და მიმართა მოსკოვის პატრიარქს. ჩვენ არ ვჩქარობდით გადაწყვეტილების მიღებას, ორი წელი ვიცდიდით. მაგრამ რადგანაც ალექსანდრიის პატრიარქმა საკუთარი პოზიცია არ შეიცვალა, ხოლო ალექსანდრიის საპატრიარქოს არცერთმა იერარქმა არ გამოხატა უთანხმოება მის პოზიციასთან, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მეტი აღარ შეგვიძლია უარი ვუთხრათ იმ კლირიკოსებს, რომლებმაც მოსკოვის პატრიარქს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მიღება სთხოვეს ერთადერთი მიზეზის გამო – ეს ის მიზეზია, რომლის გამოც ჩვენ იძულებულნი გავხდით შეგვეწყვიტა ზიარება ალექსანდრიის პატრიარქთან.

– როგორი იქნება რუსეთის ეკლესიის პასუხი ალექსანდრიისა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოების განცხადებებზე?

– ისინი მოსალოდნელი იყო, მაგრამ რადგანაც ჩვენთვის არავის მოუმართავს, ამიტომ არც პასუხია ნავარაუდევი. ჩემი აზრით, განცხადებების გაცვლის გზა – საკმაოდ უაზრო და უპერსპექტივოა. ან უნდა შევთანხმდეთ ქცევის წესებზე მართლმადიდებელთაშორის დონეზე, ან თითოეული ადგილობრივი ეკლესია საკუთარი თავის ამარა დარჩება და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.

სულ ახლახან ასეთი დიალოგის აუცილებლობის თაობაზე მართლმადიდებელთაშორის დონეზე, მორიგჯერ ილაპარაკა ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა ანასტასიმ, რომელმაც მრავალი წელი მიუძღვნა მისიას აფრიკის კონტინეტზე. თავს უფლებას მივცემ მისი განცხადების ციტირება გავაკეთო: „უკრაინაში საეკლესიო კრიზის დაწყებისთანავე ჩვენ ზეპირადაც და წერილობითაც აღვნიშნავდით, რომ დრო არ კურნავს გატეხილობებსა და განხეთქილებებს, პირიქით, აღრმავებს და აცემენტებს მათ. მოსკოვის საპატრიარქოს ახლახანდელი გადაწყვეტილება აფრიკის კონტინენტზე საეგზარქოსოს შექმნის შესახებ, ადასტურებს თავიდანვე ნავარაუდევ საფრთხეებს... შემდგომში უბრალო აფრიკელებს მართლმადიდებლობის მიღებას უკვე ორი მართლმადიდებელი საპატრიარქო მოუწოდებს, რომლებსაც ერთმანეთან არ ექნებათ ევქარისტიული კავშირი“. ალბანეთის ეკლესიის წინამძღვრის შეხედულებით „ლაპარაკია მოვლენების მტკივნეულ განვითარებაზე“. მისი სიტყვებით, „მტკიცება იმისა, რომ მართლმადიდებლობაში ამჟამად განხეთქილება არ არსებობს, არამედ მხოლოდ უთანხმოებაა, მოგვაგონებას თეორიას კორონოვირუსის არარსებობის შესახებ“. მთავარეპისკოპოსი ანასტასი გვთავაზობს „სასწრაფოდ განვიხილოთ კურნებისა მეთოდი და მივიღოთ მოციქულების გადმოცემით დანიშნული ვაქცინები – ეს არის მშვიდობა და შერიგება“.

– მზად არიან თუ არა რუსეთის ეკლესიაში ყველა ადგილობრივ ეკლესიასთან დიალოგისთვის განხეთქილების პრობლემის გადასაჭრელად?

– ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით დიალოგისთვის. მოვლენების სახიფათო გზით განვითარების თავიდან ასაცილებლად 2018 წლის აგვისტოში უწმინდესი პატრიარქი კირილე სტამბოლში ჩავიდა, შეხვდა პატრიარქ ბართლომეოსს, გააფრთხილა ის საშიშ და კატასტროფულ შედეგებზე, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა უკრაინაში განხეთქილების ლეგალიზაციის მიმართულებით შესაძლო ქმედებებს. სამწუხაროდ, ამან საქმეს ვერ უშველა. წარმოქმნილი პრობლემის მართლმადიდებელთაშორის დონეზე განხილვის მიზნით იერუსალიმის უნეტარესმა თეოფილემ 2020 წლის თებერვალში მოიწვია თათბირი ქ. ამანში და უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მასში მონაწილეობა მიიღო.

– რა გზას ხედავთ შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად?

– ერთობის აღსადგენი და მოყენებული ჭრილობების საკურნებელი გზა გადის იმ სიტუაციასთან დაბრუნებაზე, როგორიც არსებობდა 2018 წლის შემოდგომამდე, როდესაც მართლმადიდებლი ეკლესიები თათბირობდნენ ერთმანეთში და როდესაც კანონების შესაბამისად, „პირველი“ არაფერს აკეთებდა დანარჩენებთან შეუთანხმებლად, დანარჩენები კი „თანასწორთა შორის პირველის“ თავმჯდომარეობით კრებსითად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ახლა ჩვენ გამოგვიჩნდა „პირველი თანასწორთა გარეშე“, ხოლო ურთიერთობის საშუალებად დიალოგის ნაცვლად არჩეულია მონოლოგი. ამ ცდომილი ტაქტიკის შედეგები დღეს სახეზეა.

 

გაზიარება:
პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა სინოდის მუშაობის 2021 წლის ბოლო სხდომას უხელმძღვანელა

29.12.2021

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას უხელმძღვანელა

28.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიებს მოუწევთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება

12.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სომხეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შეხვდა

10.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სსკგ-ის მდივანს მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო ჯილდო გადასცა

10.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქრისტიანობის არსებობა წმინდა მიწაზე შენარჩუნდეს

07.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე მიტროპოლიტმა ილარიონმა ღამისთევის ღვთისმსახურება აღავლინა

07.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب