მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად …

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში


2022 წლის 9 იანვარს, სულთმოფენობიდან 29-ე კვირიაკეს, ქრისტეს შობის შემდგომ დღესასწაულზე, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა საღმრთო ლიტურგია აღასრულა დიდ ორდინკაზე მდებარე ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში.

მრჩობლ კვერექსზე აღვლენილ იქნა კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ლოცვითი ვედრება.

შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა აღავლინა ლოცვა, რომელიც იკითხება მავნე სნებათა ჰაერით განფენისას.

ლიტურგიის დასასრულს მწყემსთმთავარმა დამსწრეთ ქადაგების სიტყვით მიმართა:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენ ვაგრძელებთ ქრისტეს შობის დღესასწაულობას და იმაზე ფიქრს, თუ რატომ ეყო სათნო უფალს ამ სამყაროში მოსვლა, და სწორედ იმ დროს და იმ ქვეყანაში, და ასე შეუმჩნეველი სახით. აი, სამყაროს მხსნელი იბადება დედამიწაზე – ის, ვინც იმეფებს არა რომელიმე პატარა ისრაელის სამეფოზე, არამედ მთელს მსოფლიოზე, ადამიანების გულებში. მაშ, რატომ არ შეიძლებოდა მისი შობა უფრო საზეიმო, უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო?

ჩვენ გვესმის იმის შესახებ, თუ როგორ მივიდნენ შორეული ქვეყნიდან რამდენიმე იდუმალი მოგვ, ვარსკვლავის წინამძღოლობით მეფე ჰეროდესთან. სხვა ვისთვის უნდა მიემართათ, თუ არა მისთვის, რადგან ის იყო ამ მიწის მბრძანებელი. მოგვებმა გაიგეს, რომ ვიღაც მეფე დაიბადა, და ისინი მოვიდნენ გაეგოთ, თუ სად დაიბადა. მაგრამ მეფე ჰეროდე შეშფოთდა, რადგან ეს საერთოდ არ იყო ის მემკვიდრე, რომელსაც იგი ელოდა; არ იყო არ ის მეფე, რომლის მოსვლისთვისაც ის ემზადებოდა. მას მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება და შთამომავლობა ანაღვლებდა. და ვინ იყო ეს მეფე, ეს მესია, საიდან გაჩნდა, და რატომ მოვიდნენ ვიღაც გაუგებარი ვარსკვლავთმრიცხველები შორეული მიწიდან, რომელთაც სურდათ თაყვანი ეცათ მისთვის – ჰეროდესთვის ეს ყველაფერი შეუცნობი იყო და გულში განგაშსა და შიშს უნერგავდა, რომ რამენაერად მისი ძალაუფლება არ შერყეულიყო.

თვით უფალი მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლის ფაქტში – თუ როგორ იშვა იგი, როგორ დაიწყო მისი მიწიერი ცხოვრება და როგორ შეხვდნენ მას ადამიანები – ჩვენ ვხედავთ ბრძოლას სიკეთესა და ბოროტებას შორის, ღმერთსა და ეშმაკს შორის, მარადისობასა და ამ წუთისოფელს შორის. ეს ბრძოლა მიმდინარეობდა როგორც უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლამდე, ასევე მისი დაბადების შემდეგაც, და გრძელდება დღესაც.

მიწიერი მმართველები საკუთარ ძალაუფლებაზე ზრუნავენ; რაღას არ აკეთებენ, რომ ეს ძალაუფლება შეინარჩუნონ. ისინი მზად არიან დანაშაულზეც კი წავიდნენ, ოღონდ ის არ დაკარგონ. მთელი ისტორია სავსეა მმართველების მაგალითებით, რომლებმაც, ხელისუფლებაში დარჩენის გამო ჩაიდინეს დანაშაული. და მეფე ჰეროდე არ არის ერთადერთი, ვინც დანაშაულზე წავიდა იმისთვის, რათა თავი დაეღწია, როგორც ის ფიქრობდა, მისი კონკურეტისგან. მან გადაწყვიტა ორ წლამდე მამრობითი სქესის ჩვილები მოეწყვიტა, რათა ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით იუდეველთა მეფე არ გამხდარიყო.

ნუთუ შემდეგ არ იყვნენ ისტორიაში სხვა ასეთი ჰეროდეები, რომლებიც ანადგურებდნენ უფროსებსა და ბავშვებს, რადგან ეშინოდათ ძალაუფლება არ წართმეოდათ. ისინი თავის ირგვლივ ხედავდნენ ან კონკურენციას, ან ღალატს, ან გამცემლობას, და მათ არ აჩერებდათ უდანაშაულო სისხლია დაღვრა. ასეთი იყო მეფე ჰეროდეც, და მრავალი სხვა მმართველიც, ვინც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა გარემოებებში იბრძოდნენ საკუთარი ძალაუფლებისთვის.

უფალ იესო ქრისტეს სათნო უჩნდა ამქვეყნად უცნობობასა და უპტიობაში მოსულიყო: მისი უწმიდესი დედისთვის სასტუმროში ადგილიც კი ვერ მოინახა, და ის სამეფო აკვანში კი არა, პირუტყვის ბაგაში მოათავსეს.

გავიხსენოთ სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ქვეყანაში ტახტის მემკვიდრეები როგორ იბადებოდნენ. მაგალითად, ბულგარეთის მეფე სვიმეონი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია, მეორე მსოფლიო ომამდე დაიბადა. მისი დაბადების აღსანიშნავად მთელს ბულგარეთში სამდღიანი ზეიმი გამოცხადდა. სკოლებში ტახტის მემკვიდრის დაბადების პატივსაცემად ყველა მოსწავლეს ნიშანი თითო ქულით გაუზარდეს. როცა მისი მშობლები ხალხში გავიდნენ, ხალხი სკანდირებდა, ყველა ბედნიერი იყო, რომ ტახტს მემკვიდრე მოევლინა. ესე ხდებოდა და ასე ხდება დღემდე იმ ქვეყნებში, სადაც მონარქია არსებობდა ან არსებობს.

უფალი იესო ქრისტეს შობის ისტორიაში მსგავსს ვერაფერს ვხედავთ: არავითარი პატივგებანი, არავითარი უქმე დღეები, არავითარი შეღავათის გაწევა მოსახლეობისთვის. ადამიანების უმეტესობამ საერთოდ ვერ შეამჩნია ეს მოვლენა. შენიშნეს მხოლოდ მოგვებმა, რომლებსაც ვარსკვლავმა უჩვენა გზა ქრისტესკენ, და მწყემსებმა, რომლებსაც ანგელოზები გამოეცხადნენ და ქრისტეს შობა აუწყეს. ხოლო დანარჩენი სამყარო განაგრძობდა ცხოვრებას საკუთარი ცხოვრებით.

მას შემდეგ ორი ათასი წელი გავიდა. ბევრმა ადამიანმა იწამა ქრისტესი. ბევრისთვის ქრისტე გახდა ნიშანი, რომელმაც მთელი მათი ცხოვრება შეცვალა. ბევრისთვის ქრისტე წარმოადგენს ცხოვრების მთავარ შინაარსს, ცხოვრების გულისგულს. მაგრამ ამასთანავე არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც არ ამჩნევს ან არ უნდა შეამჩნიოს ამქვეყნად უფალი იესო ქრისტეს არსებობა. ისინი ამბობენ: „ჩვენ ის არ გვჭირდება, ჩვენ მის გარეშეც ვიცხოვრებთ. ჩვენ გვაქვს მიწიერი იდეალები, გვყავს მიწიერი მეფეები, მიწიერი მმართველები, მაშ რისთვისღა გვჭირდება ეს გაუხმაურებლად დაბადებული ადამიანი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ჩარევას ცდილობს, რაღაც მცნებებს გვთავაზობს. ჩვენ არ გვინდა მისი მცნებების შესრულება, ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ საკუთარი გულის-თქმებით“.

ბრძოლა, რომელიც გამოვლინდა ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შობისას, ახლაც გრძელდება. როგორც იმ დროში, როცა მეფე ჰეროდე იბრძოდა მის წინააღმდეგ, დღესაც თანამედროვე ჰეროდეები იბრძვიან ქრისტეს წინააღმდეგ: მისი ყოფნის წინააღმდეგ სკოლებში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხალხის ცხოვრებაში. მათ სურთ, რომ ადამიანებმა საერთოდ დაივიწყონ ქრისტე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ აკრძალეს იმის შესახებ საუბარი, რომ შობის დღესასწაული – ეს არის დღესასწაული, რომელიც ქრისტეს შობას ეძღვნება. მათ სურთ, რომ ეს უბრალოდ სეზონური დღესასწაული იყოს. როგორც საბჭოთა დროში აღნიშნავდნენ ახალ წელს, მაგრამ შობის შესახებ დავიწყებას აიძულებდნენ.

მაგრამ როგორც წმინდა წერილი ამბობს: „ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების“ (გალ. 6:7). ღვთის ძალა ყოველთვის დაამარცხებს მტრის ძალას და ეშმაკის ძალას. და უფალი მუდამ იმეფებს იმ ადამიანთა გულებში, ვისაც სურს იგი თავის მეფედ იხილოს.

გულითადად გილოცავთ ყველას ქრისტეს შობის დღესასწაულს. დაე ქვეყანაზე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში“.

შემდეგ, მიტროპოლიტ ილარიონისთვის და ორდინკაზე მდებარე ტაძრის მრევლისთვის საშობაო სიმღერები (колядки) გაისმა, – მოსკოვის სასულიერო აკადემიის სტუდენტთა გუნდის შესრულებით, რომლის რეგენტია თეოდორე სუროვცევი.

გამოსვლის დასასრულს მეუფემ გულითადი მადლობა გადაუხადა მგალობლებს შესრულებისთვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა სინოდის მუშაობის 2021 წლის ბოლო სხდომას უხელმძღვანელა

29.12.2021

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას უხელმძღვანელა

28.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიებს მოუწევთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება

12.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სომხეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შეხვდა

10.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სსკგ-ის მდივანს მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო ჯილდო გადასცა

10.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქრისტიანობის არსებობა წმინდა მიწაზე შენარჩუნდეს

07.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე მიტროპოლიტმა ილარიონმა ღამისთევის ღვთისმსახურება აღავლინა

07.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب