მთავარი გვერდი ახალი ამბები
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე: ქრისტიანებს საფრთხე თვით…

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე: ქრისტიანებს საფრთხე თვით ქრისტიანობის აკვანში დაემუქრათ


ბრიტანეთის ერთ-ერთი ფრიად ავტორიტეტული გამოცემა, კერძოდ, გაზეთი The Times, აქვეყნებს იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქის თეოფილე III-ს სტატიას, სადაც ის ყვება იმ საფრთხეების შესახებ, რაც ქრისტიანობის არსებობას ემუქრება ქრისტიანობის აკვანში – წმინდა ქალაქ იერუსალიმში და მთელს წმინდა მიწაზე; ხორციელდება თავდასხმები სიწმინდეებზე, ხდება დანაშაულებები ქრისტიანების მიმართ სიძულვილის ნიადაგზე, ასევე, რიგი რადიკალური იუდაური ჯგუფების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობებს, დაეპატრონონ რამდენიმე შენობა-ნაგებობას იერუსალიმის ქრისტიანულ კვარტალში, რაც ნეგატიურად აისახება მომლოცველების შესაძლებლობაზე, ისარგებლლონ ისტორიული „მომლოცველობითი გზით“ უფლის საფლავის ტაძრისკენ. აუცილებელია, დაცული იქნეს ძველი ქალაქის მრავალფეროვნება და თვითმყოფადობა. როგორც იერუსალიმის, ისე მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ, – დარწმუნებულია იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური.

მრავალი წლის წინ, როდესაც მღვდლის ხარისხში ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეში ვმსახურობდი, მახსოვს იანვრის ღრუბლიანი დღეები. აქ, იერუსალიმში, როდესაც ნათელი და თბილი ამინდით ვტკბებით, ჩვენ ვიცით, თუ რა არის ბნელში ცხოვრება. როგორც იერუსალიმის პატრიარქს, მე პატივი მაქვს ვმართო ბერძნულ-მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა მიწაზე. ასორმოც ჩემს წინამორბედს შორის, პირველი, ვინც იერუსალიმის ეკლესიას ედგა სათავეში, წმინდა იაკობი იყო, იესო ქრისტეს ძმა. ისევე, როგორც ეკლესიის სხვა მეთაურები, წმ. იაკობმა მოწამებრივი აღსასრული მიიღო საკუთარი რწმენისთვის. ჩვენს სამრევლოს უნახავს იმპერიის აყვავებაც და დაცემაც. ჩვენ გადავიტანეთ ალყაც, შემოჭრაც, ჭირის ეპიდემიაც, დევნაც და ყოველთვის ვრჩებოდით ჩვენი უფლის ერთულები, რადგან ჩვენ სიბნელეშიც ვიცოდით, რომ იგი ჩვენი სინათლე და ცხოვრებაა.

იოანესაგან სახარებაში ვკითხულობთ, რომ წმ. იოანე ნათლისმცემელი მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს – იესო ქრისტესთვის. ორი ათასი წლის განმავლობაში სწორედ ეს დამოწმება იყო ეკლესიის მისია. ჩვენ არა მხოლოდ სიწმინდეების დამცველები ვართ – ჩვენ საღმრთო ნათლის ცოცხალი მოწმეები ვართ.

როგორც ნათლის მოწმენი, ჩვენ ვესწრაფვით ვემსახუროთ მოყვასებს ცვალებად საზოგადოებებში, რომლებშიც ვცხოვრობთ და რომლებიც სულ მუდამ ახალ-ახალ გამოწვევებს გვიმზადებს. ჩვენ ვუწევთ სამედიცინო დახმარებას, ადამიანებს ვეხმარებით განათლების მიღებაში, დაკავებული ვართ საზოგადო-სასარგებლო საქმიანობით, ვზრუნავთ მოხუცებზე, ლტოლვილებზე, უსახკაროებზე – მიუხედავად მათი სარწმუნოებისა, ეროვნებისა, ცოდნის დონისა და მუშაობის გამოცდილებისა. ჩვენ ვმასპინძლობთ მილიონობით მომლოცველს და ვიცავთ ქრისტიანობის წმინდა ადგილებს, და ყოველივე ამით, ადამიანები ჩვენ ქრისტეს ნათლისკენ მიგვყავს.

მიუხედავად კეთილი საქმეებისა, იერუსალიმში ჩვენს ყოფნას ახლა საშიშროება ემუქრება. ჩვენი ტაძრები საფრთხის წინაშეა ისრაელში მოქმედი რადიკალური ჯგუფების მხრიდან. ამ სიონისტური მიმართულების ექსტრემისტების ქმედებების გამო ქრისტიანული თემი იერუსალიმში მძიმე სატანჯველებს განიცდის. ჩვენი ძმები და დები სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების მსხვერპლნი არიან. ჩვენი ტაძრები იბილწება და ვანდალიზმის ობიექტები ხდება. ჩვენს სამღვდელოებას ხშირად ემუქრებიან. ამ რადიკალიური ჯგუფების მიზანია, ძველ ქალაქში ქრისტიანული თემის ნათელი ჩააქრონ.

უფლის საფლავის ტაძრიდან ახლოს „მომლოცველთა გზაზე“ დგას იაფოს კარიბჭე – ეს არის ძველი ქალაქის ქრისტიანულ კვარტალში მთავარი შესასვლელი. ამ გზით წასვლა ნიშნავს იერუსალიმის ქრისტიანული თემის სვლას მსოფლიოს ყველა კუთხიდან უფლის საფლავის ტაძარში – ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის ადგილზე – სალოცავად ამოსულ მრავალრიცხოვან ჯგუფებთან ერთად. შობის დღსასწაულზე მე ვარ მათთან, ვინც იაფოს კარიბჭის გავლით მიემართება ბეთლემში ქრისტეს შობის სადღესასწაულოდ.

სწორედ იაფოს კარიბჭესთან ცდილობს ისრაელის რადიკალური დაჯგუფება ხელში ჩაიგდოს ორი შენობა-ნაგებობა უკანონო გარიგებით. ისინი ცბიერობენ, როცა ამბობენ, რომ იქ მათი ფიზიკური დასწრება არ იმოქმედებს ქრისტიანული კვარტლის უნიკალურ თავისებურებაზე. თუმცა მათი სიტყვა რომ სიცრუეა, ამის მაგალითი ახლო წარსულიდან გვაქვს, როდესაც მათ რამდენიმე წლის წინ მოტყუებით ჩაიგდეს ხელში წმ. იოანეს სახ. მწირთა თავშესაფარი სახლი, რომელიც უფლის საფლავის ტაძართან კიდევ უფრო ახლოს მდებარეობს. მათი მოქმედებები კატასტროფული იქნება ყველა ქრისტიანისთვის. ოჯახები, რომელთა წინაპრების რამდენიმე თაობა აქ ცხოვრობდა, თავს დაუპატოჟებელ სტუმრებად იგრძნოენ საკუთრ სახლში, ხოლო ქრისტიანული რწმენის შობის ადგილზე მომლოცველთა მისვლის შესაძლებლობა, შეზღუდული აღმოჩნდება.

იაფოს კარიბჭის საკუთრების სტატუსის შეცვლა უბედურების მომასწავებელია არა მხოლოდ აქ მცხოვრები ოჯახებისა და მსოფლიოს ქრისტიანული ოჯახისთვის, არამედ წმინდა მიწისთვისაც. იერუსალიმი – ეს არის სამი მონოთეისტური რელიგიის სახლი: იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის, რომელიც ოდითგანვე წარმოადგენდა მრავალფეროვანი საზოგადოების შესანიშნავ მაგალითს. იერუსალიმი – ეს არის მსოფლიოს სულიერი დედაქალაქი, სადაც უძველესი, უმდიდრესი და უნიკალური მემკვიდრეობის მქონე სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი ოჯახები ცხოვრობს. ამ ქალაქის სილამაზის საფუძველში მისი კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნება ძევს. რადიკალების ქმედებები, მიმართული იმისკენ, რომ გამოაკლონ ერთ-ერთი – ქრისტიანული – თემი იერუსალიმის ცხოვრებას, რეალურ საფრთხეს უქმნის არათუ ქრისტიანულ ოჯახებს, არამედ თვით იერუსალიმსაც. ამ თვალსაზრისს იზიარებს წმინდა მიწაზე ჩვენთან ერთად მცხოვრები ბევრი იუდეველი.

ჩვენ ყველანი მივიჩნევთ, რომ რადიკალები არ წარმოადგენენ ისრაელის სახელმწიფოს ან ებრაელ ხალხს. ძველი ქალაქის ყველა კვარტლის მრავალფეროვნებისა და თვითმყოფადი ბუნების შესანარჩუნებლად, ისინი დაცული უნდა იქნეს იერუსალიმისა და მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ.

+ თეოფილე III,
იერუსალიმის პატრიარქი

 

გაზიარება:
პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა სინოდის მუშაობის 2021 წლის ბოლო სხდომას უხელმძღვანელა

29.12.2021

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას უხელმძღვანელა

28.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიებს მოუწევთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება

12.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სომხეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შეხვდა

10.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სსკგ-ის მდივანს მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო ჯილდო გადასცა

10.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქრისტიანობის არსებობა წმინდა მიწაზე შენარჩუნდეს

07.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე მიტროპოლიტმა ილარიონმა ღამისთევის ღვთისმსახურება აღავლინა

07.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب