მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმ…

მიტროპოლიტი ილარიონი: აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ არ იყოს ომი – არც მსოფლიო, არც ლოკალური


2022 წლის 2 იანვარს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ „Россия 24“-ზე გამოდის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინე გრაჩევას და ტელემაყურებლების კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: გამარჯობა! ეს არის გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“-ს 2022 წლის პირველი გამოშვება, რომელიც მიგვყავს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარესთან, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონთან ერთად. მეუფევ, მოგესალმებით! გილოცავთ ახალი წელიწადის დაწყებას!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმები, ეკატერინე! მოგესალმებით, ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: მეუფევ, რას დაასახელებდით მთავარ მონაპოვრებად, მთავარ მოვლენებად ან დანაკარგებად ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის განვლილ 2021 წელში? ვლადიმერ პუტინთან გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს შორის რომ ყოფილიყავით, რა კითხვას დაუსვამდით პრეზიდენტს?

მიტროპოლიტი ილარიონი: წლის მთავარ დანაკარგებად მე ის ადამიანები მიმაჩნია, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის მიზეზით დავკარგეთ. ჩვენ ბევრი ახლობელი, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი დავკარგეთ. ეს დანაკარგი შეუვსებელია. ჩვენ ვლოცულობთ ყველა გარდაცვლილისთვის, რომლებიც იმ ქვეყნად გასულ წელს წავიდნენ, მათთვის ვითხოვთ ღმერთის წყალობას და სულების ხსნას.

პრესკონფერენციაში რომ მიმეღო მონაწილეობა, ალბათ, პრეზიდენტს კითხვებს არ დავუსვამდი, რადგან მე ისინი არ მაქვს. მაგრამ ხანდახან მაქვს კითხვები ჩვენს ჩინოვნიკებთან, მაგალითად, მათთან, ვისზეც მღვდლების სკოლებში დაშვება ან არ დაშვებაა დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ მიგვიღია სწორი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, სკოლაში როგორ ვასწავლოთ რელიგიური კულტურის საფუძვლები. რა თქმა უნდა, ახლა არის ასეთი საგანი სასკოლო პროგრამაში. მაგრამ, ჯერ ერთი, ის ისწავლება არასაკმარისი მოცულობით და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, მეორეც, რელიგიური ტრადიციების წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება ასწავლონ საერო სკოლაში. ვფიქრობ, ეს დიდი დანაკლისია.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილები არ უნდა იყვნენ შემოზღუდულნი ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლების გავლენისგან, რადგან თუ ისინი გავლენას არ მოახდენენ ბავშვებზე, მაშინ ძალიან ადვილად შეიძლება მოხვდნენ სექტების ან დესტრუქციული ორგანიზაციების გავლენის ქვეშ.

თუ იუბილეებზე ვისაუბრებთ, მაშინ ეკლესიისთვის მთავარი იუბილე იყო კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადების 800 წლისთავი, რომელიც ჩვენ საზეიმოდ აღვნიშნეთ მიუხედავად პანდემიისა. მთელი ქვეყნისთვის კი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი თარიღი იყო თ.მ. დოსტოევსკის დაბადების 200 წლისთავი – ჩვენი დიდი მწერლის, რომელსაც მთელს მსოფლიოში იცნობენ და რომლის ნაწარმოებებიც ყველა ენაზე ითარგმნა, სადაც კი დამწერლობა არსებობს.

ე. გრაჩევა: მეუფევ, ზუსტად ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღით ადრე გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც მიიღეს არაერთი რეზონანსული გადაწყვეტილება. კერძოდ, ცნობილი გახდა აფრიკის რვა ქვეყნიდან ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის 102 სასულიერო პირის მოსკოვის საპატრიარქოს ომოფორის ქვეშ მიღებისა და საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს შექმნის შესახებ. რად გვჭირდება ჩვენ საპატრიარქოს საეგზარქოსო აფრიკაში? ხომ არ დაადანაშაულებენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას სხვის ტერიტორიაზე შეჭრაში?

მიტროპოლიტი ილარიონი: რა თქმა უნდა, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაადანაშაულებენ ისინი, ვისაც არ სურს არც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოება და არც მისი წარმატება და ვინც რამდენიმე წელია იბრძვის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ამ ძალების სათავეში დგას კონსტანტინეპოლის საპატრიარქო, რომელმაც უკანონო და ანტიკანონიკური გადაწყვეტილებები მიიღო უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით. ჩვენ არ შევიდოდით აფრიკაში, რომ არა აფრიკელი სასულიერო პირების დაჟინებული თხოვნა, რომლებმაც მალევე მოგვმართეს მას შემდეგ, რაც ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე განხეთქილებას შეუერთდა. პირველი ასეთი მომართვა ორი წლის წინ გაკეთდა. ჩვენ მოთმინებით ველოდით. ჩვენ ვსწავლობდით კლირიკოსების მომართვებს, რომლებმაც თხოვნები მოგვაწოდეს. ალექსანდრიის პატრიარქს ჩვენ სხვადასხვა სიგნალები გავუგზავნეთ იმის თაობაზე, რომ არ ვისურვებდით აფრიკის ტერიტორიაზე შესვლას. მაგრამ როცა ჩვენი წინადადებები უარყვეს, როცა ალექსანდრიის პატრიარქმა აჩვენა, რომ ის არ აპირებდა საკუთარი პოზიციის შეცვლას უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენ რაღა დაგვრჩენოდა? ამიტომ ახლა ისინი, ვინც ისურვა ჩვენს ეკლესიაში გადმოსვლა, ჩვენ მივიღეთ – ეს არის 102 მღვდელმსახური აფრიკის რვა ქვეყნიდან.

მაგრამ ამ სამღვდელოების გარდა, არიან სხვა მღვდელმსახურებიც აფრიკის ქვეყნებიდან, რომლებსაც სურთ შემოუერთდნენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ჩვენ მათაც მივიღებთ.

საუბარი არ მიდის რაიმე შეჭრაზე, ასევე იმაზე, რომ ჩვენ თითქოს გვინდოდეს ალექსანდრიის საპატრიარქოს როგორმე დასუსტება. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს აფრიკის ქვეყნების იმ მართლმადიდებელ მორწმუნეებს, რომლებსაც არ სურთ განხეთქილებასთან ასოცირება, ერთობა იქონიონ კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან და მიიღონ წმინდა ზიარება და სხვა საიდუმლოებები კანონიერი მღვდლებისგან.

ე. გრაჩევა: მეუფევ, წლის ბოლოს ორენბურგის ოლქის სასამართლომ მრავალშვილიან მამას და მღვდელს ნიკოლოზ სტრემსკის 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ სცნეს ბავშვების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებსა და სხვა დანაშაულებში. რას ფიქრობთ ამ საქმეზე? როგორ კომენტარს გაუკეთებთ სასამართლოს განაჩენს?

მიტროპოლიტი ილარიონი: ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა ორენბურგის ეპარქიის ცხოვრებაში. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ქმედებები აშკარად მოხდა.

უფალმა მცნებად მოგვცა: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (მთ. 7:1). და მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც უნდა განსაჯოს ამ მღვდლის ქმედება, რადგან სამოქალაქო სასამართლომ უკვე მისცა მის ქმედებებს შეფასება, ხოლო ორენბურგის ეპარქია მისცემს მათ კანონიკურ, საეკლესიო შეფასებას, რომელიც მას საეკლესიო სასამართლოს დაუქვემდებარებს და ცხადია, ხარისხს ჩამოართმევს. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება ამ ადამიანის მომავალი ბედი, მინდა ვთქვა, რომ თუ მან ჩაიდინა ის, რაშიც მას სასამართლო ადანაშაულებს, ეს არის მძიმე დანაშაული, რისთვისაც მან საკადრის სასჯელი უნდა მიიღოს. ამასთანავე, ამ ფაქტმა თავისთავად ჩრდილი არ უნდა მიაყენოს მთელ ეკლესიას. ეკლესია არ შედგება ანგელოზებისგან – მასში, მათ შორის მღვდელმსახურებს შორის, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა მანკიერებები. კერძოდ, რამდენადაც ცნობილია, ამ მღვდელს განუვითარდა ალკოჰოლისადმი მიდრეკილება და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რას არ გააკეთებს ადამიანი...

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს სამწუხარო და ტრაგიკული ამბავია, მაგრამ ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ის ეკლესიის მტრებმა გამოიყენონ თავად ეკლესიის შეურაცხყოფისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მის რიგებში ასეთი ადამიანები არ აღმოჩნდნენ. და თუ ასეთები მაინც აღმოჩნდებიან, მაშინ ის მათ შესაბამის კანონიკურ სასჯელს დაუქვემდებარებს.

ე. გრაჩევა: 12 იანვარს დაგეგმილია მოლაპარაკებები რუსეთს, ნატოსა და აშშ-ს შორის. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ გამოაქვეყნა ხელშეკრულებების პროექტები, რომლებსაც მოსკოვი ვაშინგტონს და ნატოს სთავაზობს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე უპასუხა, რომ ამ პროექტების რიგი პუნქტები მისთვის მიუღებელია. ჯერ კიდევ დეკემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ მას სურს, ამ მოლაპარაკებებში კიევმაც მიიღოს მონაწილეობა. როგორ მიგაჩნიათ, საჭიროა ამ მოლაპარაკებებში უკრაინის ჩართვა? თქვენ პირადად გეშინიათ ომის 2022 წელში?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე პირადად მეშინია ომის. და მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ იყოს ომი – არც დიდი, არც პატარა, არც მსოფლიო ომი და არც ლოკალური ომი.

ძალიან ბევრი ძალაა, ვისაც ჩვენი ჩათრევა სურს რაიმე სახის ომში და ისინი არიან არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გარეთ, არამედ მის შიგნითაც. ისეთებიც არიან, რომელთაც იარაღის ჟღარუნი უნდათ, რომლებიც ამბობენ, ჩვენ უძლეველნი ვართო, შეუმუსრავი, ნებისმიერ მტერს პასუხს გავცემთ. მაგრამ მოდით პირველი მსოფლიო ომის ისტორია გავიხსენოთ, რომელშიც რუსეთი ჩაითრიეს. როდესაც ის დაიწყო, პატრიოტული გრძნობების უზარმაზარი ტალღა აიზვირთა, ყველას ეგონა, რომ ეს იქნებოდა მოკლე გამარჯვების მომტანი ომი. შედეგად კი, აღმოჩნდა, რომ მან ჩვენი ქვეყანა გაანადგურა. და არა რაიმე სამხედრო ნაკლის გამო, რადგან რუსეთს სამხედრო სფეროში გამარჯვების ყველა შანსი ჰქონდა. ჩვენი ქვეყნის მტრები ცბიერები აღმოჩნდნენ: მათ ჩვენთან დალუქული ვაგონით შემოგზავნეს ხალხი, რომლებმაც ქვეყნის შიგნიდან დაშლა დაიწყეს. რამდენიმე თვეზე მეტი არც კი დასჭირდა, რომ რუსეთს ომი ფაქტიურად წაეგო, რომლის მოგების ყველა შანსი ჰქონდა, და დიდი რუსეთის იმპერია დაინგრა. ვფიქრობ, ასეთი შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ. საჭიროა გაკეთდეს ყველაფერი აუცილებელი და ყველაფერი შესაძლებელი იმისათვის, რომ ამჟამად დაგროვილი საერთაშორისო წინააღმდეგობები მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებების გზით.

ე. გრაჩევა: მეუფევ, დასასრულს მინდა გთხოვოთ კომენტარი გააკეთოთ რომის პაპის ფრანცისკეს სიტყვებზე – მან განაცხადა, რომ ქორწინების გარეთ ურთიერთობა ყველაზე სერიოზულ ცოდვას არ წარმოადგენს – სიამაყე და სიძულვილი ბევრად უარესია. ეთანხმებით თუ არა თქვენ რომის პაპ ფრანცისკეს?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე საერთოდ არ მსურს რომის პაპთან პოლემიკა, არც მის სიტყვებთან სოლიდარობა – ის თავის განცხადებებს გარკვეულ კონტექსტში აკეთებს და ძალიან ხშირად ხდება მათი კონტექსტიდან ამოგლეჯა.

ერთადერთი, რისი თქმაც მსურს საკითხის არსზე, არის ის, რომ ეკლესიას აქვს გარკვეული სწავლება ქორწინების შესახებ, რომელიც დამყარებულია როგორც ქალისა და მამაკაცის სამუდამო კავშირის შესახებ შეხედულებაზე. შემთხვევითი არ არის, რომ ეკლესია თავის შვილებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქორწინებამდე სქესობრივი კავშირისგან, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები ამყარებენ ურთიერთობას, შემდეგ ქორწინდებიან, მაგრამ აღმოჩნდება რომ მათი კავშირი მყიფეა, ხშირად იბზარება და ზოგჯერ ინგრევა კიდეც. აუცილებელი არაა ქორწინების დანგრევის ერთადერთ მიზეზს წარმოადგენდეს ის, რომ მისი ნგრევა ფაქტიურად ქორწინების საიდუმლოს აღსრულებამდე დაიწყო, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სწორედ პასუხისმგებლობისა და სერიოზულობის ნაკლებობა, რომლითაც ახალგაზრდები თავიანთ ქორწინებას მიუდგნენ.

ეკლესია არაფერს კრძალავს იმ მიზეზით, რომ ადამიანები შეზღუდოს ან მათ ცხოვრება გაუფუჭოს ან გაურთულოს – ის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების საფუძველზე კარნახობს ადამიანებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ უკეთესად და რისგან შეიკავონ თავი. როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობდა, „ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს“ (1 კორ. 6:12). აი რას ახსენებს ეკლესია ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ახალგაზრდას თუ მოხუცს: ადამიანს აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საკუთარი ახლობლების წინაშე. თუ მას სურს შექმნას მყარი ურთიერთობები, რომლებსაც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებს, მაშინ ამ ურთიერთობებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა უპასუხა მაყურებლების შეკითხვებს, რომლებიც გადაცემის „ეკლესიისა და მსოფლიოს“ ვებ-გვერდზე შემოვიდა.

კითხვა: სახარება ამტკიცებს, რომ იესო ქრისტემ მოციქულ პეტრეს ცათა სასუფევლის გასაღები მისცა, რათა იგი მორწმუნეთა სულიერ მფარველობაში განემტკიცებინა. არჩევანი იმისა, ვისზე გადაცემულიყო სამოთხის გასაღები, რატომ გაკეთდა პეტრეზე, და არა პავლე მოციქულზე?

მიტროპოლიტი ილარიონი: მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაგრამ წმინდა წერილიდან ჩვენ ვიცით, რომ პავლე მოციქული ქრისტიანულ კრებულს იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ შეუერთდა. და ის არ იყო მოვლენების მოწმე, რომლებიც სახარებაშია აღწერილი. მისი მოქცევის შესახებ ჩვენ ვიგებთ მოციქულთა საქმეების წიგნიდან. 12 მოციქულიდან ერთ-ერთი, ვინც ქრისტემ აირჩია, მოღალატე აღმოჩნდა. და ამ მოციქულის ნაცვლად ქრისტეს აღდგომის შემდეგ აირჩიეს კაცი, სახელად მატათა. მისი სახელი მოციქულთა საქმეების წიგნში მოხსენიებულია ამ მოვლენასთან დაკავშირებით, მაგრამ მასზე სხვა არაფერია ნათქვამი ამ წიგნში, განსხვავებით პავლე მოციქულისგან, რომლის შესახებაც მოთხრობილია, თუ როგორ გამოეცხადა ქრისტე დამასკოსკენ მიმავალ გზაზე, თუ როგორ გადაიქცა ის უცებ ეკლესიის მდევნელისგან გულმოდგინე მოციქულად. ხოლო 12 მოციქულის ხატებზე ყოველთვის ვხედავთ არა მატათას, არამედ პავლეს პეტრეს გვერდით.

ღმერთს სათნო უჩნდა, რომ პავლე როგორც წარმართთა მოციქული აერჩია, როგორც ადამიანი, რომელსაც თავისი ეპისტოლეები, სულიერი და ზნეობრივი სწავლებები ყველა ჩვენგანისთვის დაეტოვებინა. მაგრამ ეს არჩევანი მას შემდეგ მოხდა, რაც ის მკვდრეთით აღდგა.

კითხვა: მაბრკოლებს ის ფაქტი, რომ დღეს იერარქები და მღვდლები ხანდახან გამოხატავენ თავიანთ პოზიციას საჯარო მოედანზე იმ საკითხების შესახებ, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ეკლესიასთან, მაგალითად, საზოგადოებრი ან პოლიტიკურ თემებზე. ჩემი შეხედულებით, მათი საჯარო გამოსვლების მთავარი თემა უნდა იყოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ზნეობრივი და სულიერი ცხოვრების საკითხები, მორწმუნეთა დარიგება.

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ არ უნდა დაგვავწყდეს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია – ეს არა მხოლოდ რუსეთის ეკლესიაა, არამედ ასევე უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების და ა.შ. ყველა ეს ქვეყანა ჩამოთვლილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებაში.

ჩვენ, მღვდელმსახურები, გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას მიმდინარე აქტუალური დღის წესრიგის შესახებ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს საკითხები ეხება ეკლესიის ინტერესებს (და ეს ძალიან ხშირად ხდება), ასევე შესაბამისი მოვლენის კომენტარის გაკეთების მოთხოვნის პასუხად. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საერთოდ არ წარმოვადგენთ და არც უნდა ვიყოთ პოლიტიკური დამკვირვებლები, მაინც არ შეგვიძლია სრულად გამოვრიცხოთ პოლიტიკური თემები ჩვენი პასუხებიდან, რამდენადაც ხალხს აინტერესებს ეკლესიის აზრი.

როდესაც იქმნებოდა გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც მე უკვე მეცამეტე წელია მიმყავს, მისი იდეა ზუსტად იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანი, რომელიც ეკლესიას წარმოადგენს, აკეთებს კომენტარს კითხვებზე, რომლებიც აუცილებელი არაა დაკავშირებული იყოს საეკლესიო ცხოვრებასთან – მან შეიძლება ეკლესიის შეხედულება გამოხატოს სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხზე. იმისათვის რომ, წმინდა საეკლესიო კითხვებზე გავცეთ პასუხები, ჩვენ გვაქვს ისეთი რესურსები, როგორიცაა ტელეარხი «Спас», რადიო «Вера», რადიო «Радонеж», ინტერნეტ პორტალი «Иисус», და სხვა რესურსები; ჩვენ ასევე სამუშაოს ვაწარმოებთ სოციალურ ქსელებში. მაგრამ როდესაც საინფორმაციო არხზე «Россия 24»-ზე გადის გადაცემა, რომელსაც უძღვება ეკლესიის წარმომადგენელი, მოსალოდნელი არ არის ის, რომ ის უბრალოდ იქადაგებს, არამედ კომენტარს გააკეთებს ახალი ამბების დღის წესრიგზეც, რომლებსაც საინფორმაციო სააგენტოები გადმოსცემს.

კითხვა: მეუფევ, ერთ-ერთ გადაცემაში თქვენ ახსენეთ იემელიან იაროსლავსკი, მას მებრძოლი ათეისტი უწოდეთ. ძნელია არ დაეთანხმო თქვენს მტკიცებას, მაგრამ ყველაზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ჩელიაბინსკის ცენტრალური მოედანი ატარებს მის სახელს. ის მდებარეობს მ. გლინკას სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ, რომელიც აშენდა 1937 წელს დანგრეული ქრისტეს შობის საკათედრო ტაძრის ადგილზე. ბედის ირონიით მოედნის ისტორიული სახელწოდებაა – სობორის (საკათედრო) მოედანი. როგორ მიგაჩნიათ, აუცილებელია თუ არა მისთვის ისტორიული სახელის დაბრუნება?

მიტროპოლიტი ილარიონი: რა თქმა უნდა, მე მიმაჩნია, რომ მოედანს ისტორიული სახელწოდება უნდა დაუბრუნდეს. ის, რომ ჩელიაბინსკის მოედანი ატარებს მებრძოლი ათეისტის სახელს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ეკლესიის დანგრევაში, ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში – ეს ჩვენი დროის სირცხვილია. ასევე, როგორც მე ვფიქრობ, ჩვენი დროის სირცხვილს წარმოადგენს ის, რომ აქამდე ჩვენს სამშობლოში ბევრი ქუჩა და მოედანი ატარებს რევოლუციონერებისა და ტერორისტების სახელებს. ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ ტერორიზმს ვებრძოლოთ. ჩვენ ახალგაზრდობას ვზრდით ტერორისტული იდეოლოგიის წინააღმდეგობის სულისკვეთებით, მაგრამ ამავდროულად ვაგრძელებთ უნებლიეთ წარსულის ტერორისტების გმირებად წარმოჩენას, რომლებიც ხელისუფლებაში ტერორისტული აქტებით მოვიდნენ, და უკვე ხელისუფლებაში ყოფნისას ტერორს ამართლებდნენ და ახორციელებდნენ.

კითხვა: ძვირფასო მიტროპოლიტო ილარიონ, მე ტელევიზორში ვნახე, თუ როგორ ყვებოდა ერთი იტალიელი მღვდელი, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს. მეუფევ, თოვლის ბაბუა არსებობს?

მიტროპოლიტი ილარიონი: ვფიქრობ, რომ თუ შენთან თოვლის ბაბუა მოდის და საახალწლოდ საჩუქრები მოაქვს, ეს ნიშნავს, რომ ის ნამდვილად არსებობს. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ სანტა კლაუსიც არსებობს. მხოლოდ სანტა კლაუსი – ეს სხვა არავინაა, თუ არა წმინდა ნიკოლოზი. ეს წმინდანი ეხმარება მოზრდილებსაც, ბავშვებსაც, და ის ყოველთვის პასუხობს შენს ლოცვებს. თუ შენ ილოცებ წმინდა ნიკოლოზის მიმართ და სთხოვ მას რაიმეს, ის შენს ლოცვებს აუცილებლად უპასუხებს. და დროთა განმავლობაში მისი ჩართულობა შენს ცხოვრებაში ბევრად უფრო შესამჩნევი და მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე თოვლის ბაბუის არსებობა.

მე მინდა ეს გადაცემა იოანე მოციქულის პირველი ეპისტოლის სიტყვებით დავასრულო: „იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაჲთა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ“ ​​(1 ინ. 3:1).

ყველა ჩვენს მაყურებელს გილოცავთ ახალ წელს – უფროსებსაც, ბავშვებსაც! დაე ეს წელი ყოფილიყოს ბედნიერი და მადლიანი ყველა ჩვენგანისთვის!

უფალმა დაგიფაროთ ყველანი.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა სინოდის მუშაობის 2021 წლის ბოლო სხდომას უხელმძღვანელა

29.12.2021

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას უხელმძღვანელა

28.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიებს მოუწევთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება

12.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სომხეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შეხვდა

10.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სსკგ-ის მდივანს მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო ჯილდო გადასცა

10.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქრისტიანობის არსებობა წმინდა მიწაზე შენარჩუნდეს

07.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე მიტროპოლიტმა ილარიონმა ღამისთევის ღვთისმსახურება აღავლინა

07.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب