მთავარი გვერდი ახალი ამბები
ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი: „კანონიკური ეკლესია უკრაინაშ…

ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი: „კანონიკური ეკლესია უკრაინაში წინანდებურად უმსხვილესი და დომინანტურია“


2021 წლის 31 დეკემბერს სერბულ გამოცემაში «Печат» გამოქვეყნდა ბაჩის ეპისკოპოსის ირინეოსის ინტერვიუ, რომელშიც იერარქი გვიზიარებს, კერძოდ, თავის მოსაზრებებს რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ისტორიული გზების მსგავსების და სლავური სამყაროს ორ უმსხვილეს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ძმური ურთიერთობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ.

შეეხო რა ბელგრადში წმინდა საბას ტაძრის კეთილგამშვენების პროექტში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობის თემას, ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა „საგულისხმო სიმბოლო“ უწოდა იმ ფაქტს, რომ „წმინდა საბას ტაძრის მშენებლობა ვრაჩარში სერბი და რუსი ოსტატებისა და მხატვრების ერთობლივი შრომით დასრულდა“. ამასთან დაკავშირებით იერარქმა აღნიშნა: „მოძმე, ერთმორწმუნე დიდი რუსი ხალხისა და ჩვენი ხალხის ისტორიული ერთობა მომავლის გზამკვლევიცაა: საჭიროა, რომ სერბული ნავი ანუ პატარა გემი მომავალშიც მტკიცედ ოყოს მიმაგრებული დიდ და მძლავრ რუსულ ხომალდზე“.

ინტერვიუს დიდი ნაწილი ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა უკრაინასა და ჩერნოგორიაში კანონიკური ეკლესიის მდგომარეობათა მსგავსებას დაუთმო. „ჩერნოგორიაში საეკლესიო საქმეების მდგომარეობა – სხვა არაფერია. თუ არა უკრაინაში არსებული სიტუაციის მინიატურული სურათი, – ხაზი გაუსვა იერარქმა. – ორსავე შემთხვევაში ამოქმედებულია ეთნიკური „ინჟინერია“. ჩერნოგორიაში თავგამოდებით ცდილობენ სამუდამოდ დაამკვიდრონ შედარებით ახლახან ჩამოყალიბებული ჩერნოგორული იდენტობა, რომელიც სერბული ფესვებისა და ჩერნოგორიელთა მრავალსაუკუნოვანი სერბული თვითშეგნების უარყოფაზეა დამყარებული“.

«Русь (რუს) – დიდი აღმოსავლეთსლავური ქვეყნის უძველესი სახელწოდებაა, რომელიც პეტრე დიდის მიერ „ევროპეიზირებული“ ლიტერატურულ სიტყვად – Россия (რუსეთი) გადაკეთებული დღემდე არსებობს როგორც მოსკოვის პატრიარქის, ისე სქიზმაში გასული „კიევის პატრიარქის“ ტიტულშიც, და როგორც კარპატებისპირა, ისე ჩვენი ბაჩი-სრემელი რუსინებისა თუ რუსნაკების თვითსახელდებაში, – გაიხსენა ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა ჩერნოგორიაში არსებული სიტუაციის იმ პროცესებთან შედარებისას, რომლებიც უკრაინაში ვითარდება. – რაც შეეხება ტერმინს – უკრაინა, ის მხოლოდ XIX საუკუნიდან იწყებს ნელ-ნელა პეტრემდელი რუსეთისა და რუსების ჩანაცვლებას, ვიდრე ბოლშევიკებმა – სიტყვით ინტერნაციონალისტებმა, საქმით კი ახალი, უპირატესად ხელოვნური, ანტირუსულ მატრიცაზე დამყნობილი ერების შემქნელებმა, – მას ოფიციალური სტატუსი არ მიანიჭეს   ХХ საუკუნეში, აქციეს რა ერთადერთ ნებადართულ სახელად“.

იერარქმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინასა და ჩერნოგორიაში კანონიკური ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტებად ნაციონალისტური იდეოლოგიის ნიადაგზე შექმნილი სქიზმატური „ეკლესიები“ გამოიყენება. „XX და XXI საუკუნეში ახალი ერების დამპროექტებლები და კონსტრუქტორები, თუმცა კი უმრავლეს შემთხვევაში ათეისტები ან რელიგიისადმი გულგრილი ადამიანები იყვნენ, იმ იდეამდე მივიდნენ, რომ ან უნდა დაემონებინათ არსებული ეკლესია და ლაგამი ამოედოთ მისთვის ან, თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდებოდა, თავად დაეარსებინათ საკუთარი ახალი „ეკლესია“. ამას „რაც ხელში მოგვხვდება“-ს პრინციპით აკეთებდნენ, არ დაგიდევდნენ რაიმე წესების და მით უფრო – საეკლესიო-სამართლებრივი ნორმების დაცვას. ამასთან ისინი ყოველი შემთხვევისათვის, უხეშად აყალბებდნენ ისტორიულ ფაქტებს, რომ მათ მიერ შექმნილი ფსევდოსაეკლესიო თუ ეკლესიისმაგვარი სტრუქტურებისათვის არარსებული ისტორიული მემკვიდრეობითობა მიეწერათ. ეს ხდება როგორც უკრაინაში, ისე ჩერნოგორიაში, – თქვა ეპისკოპოსმა ირინეოსმა. – და როგორი შავი იუმორია ეს, როცა პეტრე პოროშენკო (რომელიც მონათლულია, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, გაურკვეველი კონფესიური კუთვნილებისაა) და მილო ჯუკანოვიჩი (მოუნათლავი და ათეისტი) წყვეტენ, რომელი და ვისი ეკლესია იყო სხვებზე „უფროსი“, „ავტოკეფალური“ და ასე შემდეგ!“. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა აღნიშნა, რომ „ორივე შემთხვევაში – უკრაინაშიც და ჩერნოგორიაშიც – ხალხმა სავსებით დამაჯერებლად მიუჩინა ადგილი ანტიეკლესიურ „ღვთის მლოცველებს“.

გაიხსენა რა სიწმინდეთა დასაცავად 2019-2020 წლებში ჩერნოგორიაში გამართული ჯვრით მსვლელობები, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა მკითხველთა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ „უკრაინაშიც კანონიკური ეკლესია მასობრივ ჯვრით მსვლელობებს აწყობს დღესასწაულებზე, რომლებშიც ორასორმოცდაათ ათასამდე მორწმუნე იღრებს მონაწილეობს, მაშინ, როცა განდგომილები ორმოცდაათ ათასამდეც ვერ „აღწევენ“. ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა აღნიშნა, რომ „ზეწოლის, შევიწროებისა და შეურაცხყოფის მიუხედავად კანონიერი და კანონიკური ეკლესია უმსხვილესი და დომინანტურია უკრაინაში“, განდგომილები კი პრაქტიკულად იმავე მდგომარეობაში არიან, რომელშიც კონსტანტინეპოლის არაკანონიკურ ჩარევამდე და მსოფლიო მართლმადიდებლობის დონეზე მათ არაღიარებულ „აღიარებამდე“ იყვნენ“.

სსკგ-ის კომუნიკაციების სამსახური

 

 

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა

23.01.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ტირანასა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს მისი მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

22.01.2022

უწმიდესი პატრიარქი კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

21.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: „ეკატერინბურგის ნეშტების“ ნამდვილობის აღიარებისთვის ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილებაა საჭირო

24.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა გამოხატა თანაგრძნობა სსკგ-ის მრავალწლიანი თანამშრომლის დეკანოზ ალექსანდრე მაკაროვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.01.2022

ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოში შედგა დეკანოზ ნიკოლოზ კარასევის სადოქტორო დისერტაციის დაცვა

23.01.2022

ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოში შედგა მღვდელმონაზონ გაბრიელის (მელნიკოვი) სადოქტორო დისერტაციის დაცვა

23.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა

23.01.2022

სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ტიხონმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს ეპისკოპოსად ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა

22.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის ინტრონიზაციის თარიღი მიულოცა

22.01.2022

ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა

21.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა

21.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب