მთავარი გვერდი ახალი ამბები
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი: გვჯერა, რომ ეკლესიი…

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი: გვჯერა, რომ ეკლესიის კრებსითი გონებით შესაძლებელია განხეთქილების განკურნება


მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა „რია-ნოვოსტის“ კორესპოდენტის შეკითხვებს უპასუხა.

– თქვენო მეუფებავ, რით არის მოტივირებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება, შექმნას საეგზარქოსო აფრიკაში?

– იმით, რომ აფრიკის კონტინენტის რვა ქვეყნიდან ასზე მეტმა კლირიკოსმა მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს თხოვნით, მიეღო ისინი რუსეთის მართლმადიდებელი ეკელსიის ომოფორის ქვეშ. თანაც, მათმა ძირითადმა ნაწილმა პატრიარქს ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიმართა. ჩვენ მოთმინებით ველოდით – ხომ არ შეცვლიდა ალექსანდრიის საპატრიარქო თავის პოზიციას უკრაინის განხეთქილებასთან დაკავშირებით. პარალელურად ვსწავლობდით შემოსულ თხოვნებს. მთავარეპისკოპოსმა ლეონიდემ, რომელიც ეგზარქოსად არის დანიშნული, მოიარა აფრიკა და შეხვდა იქაური სამღვდელოების წარმომადგენლებს. სწორედ შემოსული თხოვნების გულმოდგინე შეწავლის შედეგებიდან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება საეგზარქოსოს შექმნის თაობაზე.

– აგვიხსენით, ალექსანდრიის პატრიარქის მხრიდან უკრაინის სქიზმატიკოსების აღიარებას რა კავშირი აქვს აფრიკაში მოსკოვის საპატრიარქოს სტრუქტურის შექმნასთან?

– აქ პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირია. საქმე ისაა, რომ ალექსანდრიის პატრიარქის მიერ უკრაინის სქიზმატური ეკლესიის აღიარების შემდეგ მოსკოვის საპატრიარქომ მასთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა. მაგრამ რა ვქნათ, თუკი ალექსანდრიის საპატრიარქოს სასულიერო პირთა გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება მას იმაში, რაშიც არც ჩვენ ვეთანხმებით ალექსანდრიის პატრიარქს? ჩვენ ორი წელი ვიფიქრეთ ამ კითხვაზე.

აფრიკაში საკმაოდ ბევრი რუსულენოვანი მორწმუნე ცხოვრობს. ჩვენ მრავალი წლის მანძილზე მოგვმართავდნენ ხან ერთი ქვეყნიდან, ხან მეორიდან: „გახსენით ჩვენთვის სამრევლო“. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვპასუხობდით: „იარეთ ალექსანდრიის საპატრიარქოს ტაძრებში“. მაგრამ ახლა ჩვენ არ შეგვიძლია ეს ვუთხრათ ჩვენს მორწმუნეებს, ასევე, იმ მღვდლებს, რომლებმაც მას შემდეგ, რაც გააცნობიერეს განხეთქილების უსამართლობა, აღარ მოინდომეს გაჰყოლოდნენ ალექსანდრიის პატრიარქს სქიზმატური საზოგადოების ეკლესიად აღიარებაში ნაცვლად რეალურად არსებული მრავალმილიონიანი უკრაინის ეკლესიისა.

– 2019 წლის დეკემბერში, როდესაც ალექსანდრიის საპატრიარქოს მოხსენიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ასევე დაადგინა: „შენარჩუნდეს საეკლესიო ზიარება ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის იმ მღვდელთმთავრებთან, ვინც მხარი არ დაუჭირა და არც მომავალში დაუჭერს უკრაინის განხეთქილების ლეგალიზაციას“. ახლანდელ გადაწყვეტილებაში, ვფიქრობ, ლოგიკა შეიცვალა, და ახლა ალექსანდრიის საპატრიარქოს ყველა მღვდელთმთავარი დამნაშავეა უკრაინის განხეთქილების შეწყნარებაში.

– 2019 წლის დეკემბერში ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ „უკრაინაში სქიზმატური სტრუქტურის აღიარების გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული ალექსანდრიის საპატრიარქოს წმინდა სინოდის 7-9 ოქტომბრის სხდომებზე, არ გამოუტანიათ მღვდელთმთავრების კენჭისყრაზე და, შესაბამისად, არ გააჩნია მას კრებსითი ხასიათი, რადგან ერთპიროვნულად არის მიღებული ამ ეკლესიის წინამძღვრის მიერ“. მაგრამ მას შემდეგ 2 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთ იერარქს არ გამოუხატავს უთანხმოება უკრაინის განხეთქილების შესახებ პატრიარქ თეოდორეს პოზიციასთან დაკავშირებით. ჩვენმა წმინდა სინოდმა ამას ყურადღება მიაქცია ამა წლის სექტემბერში. ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოს იერარქები სოლიდარულები არიან თავის წინამძღვართან, რამეთუ არცერთი მათგანი აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ გამოსულა, ზოგიერთმა კი უკვე მოაწრო, სქიზმატიკოსებთან თანაეწირა ან სხვა რამ გზით გამოეხატა განხეთქილების მხარდაჭერა.

თითოეულ ადგილობრივ ეკლესიაში მოქმედებს გადაწყვეტილებათა მიღების სისტემა. ჩვენს ეკლესიაში გადაწყვეტილებას იღებს წმინდა სინოდი, მათი შემდგომი დამტკიცებით სამთღვდელთმთავრო კრებაზე. ალექსანდრიის ეკლესიაშიც არსებობს სინოდი, მაგრამ უკრაინის განხეთქილების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება პატრიარქმა ერთპიროვნულად მიიღო. ამავე დროს, ეს გადაწყვეტილება სინოდს არანაირად არ გაუპროტესტებია. თუ სინოდის რომელიმე წევრი ან ვინმე ეპისკოპატისგან არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას, მაშინ ის განაცხადებდა ამის შესახებ, როგორც ეს კვიპროსისა და ელადის ეკლესიების ზოგიერთმა იერარქმა გააკეთა.

გარდა ამისა, დეკემბრის თვეში ჩვენ მივიღეთ რამდენიმე საკმაოდ უხეში და თავხედური წერილი ალექსანდრიის საპატრიარქოს იერარქებისგან მას შემდეგ, რაც მეუფე ლეონიდემ იქ იმოგზაურა და კლირიკოსებს დაეკონტაქტა. ერთ-ერთ წერილში ეწერა (მეხსიერებით ვციტირებ): „ჩვენმა მღვდლებმა არც კი იციან, სად მდებარეობს უკრაინა“. მით უფრო გასაკვირია, რომ ალექსანდრიის საპატრიარქო უკრაინის განხეთქილების აღიარების ავანტიურაში ჩაერთო. ერთ-ერთი ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარმა, რომელსაც 2018 წელს შევხვდი, მითხრა: „ჩვენ არ გვსურს, გადავწყვიტოთ უკრაინის პრობლემები და ამით საკუთარ თავს შევუქმნათ პრობლემები“. ალექსანდრიის საპატრიარქო შეეცადა ჩართულიყო უკრაინის პრობლემებში, მაგრამ მხოლოდ საკუთარ ეკლესიაში პრობლემების შექმნა შეძლო.

– თუკი, მაგალითად, ალექსანდრიის საპატრიარქოს ერთი ან რამდენიმე იერარქი გამოაცხადებს, რომ არ ეთანხმება პატრიარქ თეოდორეს გადაწყვეტილებას, და რომ უკრაინის კანონიკურ ეკლესიად აღიარებენ იმას, რომელსაც უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე მეთაურობს, ასეთ შემთხვევაში გამოირიცხება თუ არა მათი ეპარქიები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახლადშექმნილი საეგზარქოსოს შემადგენლობიდან?

– ეს თეორიული ხასიათის კითხვაა. თუ ასეთი სიტუაცია შეიქმნება, ჩვენ მას შევისწავლით და მოლაპარაკებებში შევალთ. მაგრამ სავარაუდოდ, პატრიარქთან ღია დაპირისპირების შემთხვევაში ასეთი იერარქები გადაყენებულნი იქნებიან თავიანთი კათედრებიდან.

გავიხსენებ, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს, ოდესაში ჩასული პატრიარქი თეოდორე მორწმუნეთ მოუწოდებდა: „დარჩით კანონიკურ ეკლესიაში!.. ჩვენი ეკლესიის ისტორიაში ყოფილა რთული პერიოდები, თუმცა უკრაინაში, ამ ღვთივკურთხეულ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, არსებობს კანონიკური ეკლესია, არსებობს ჩვენი ძმა უნეტარესი ონოფრე – ღვთივკურთხეული ადამიანი და ნამდვილი ბერი“, და წარუძღვა ღვთისმსახურებას, სადაც მას თანამსახურებდა უნეტარესი ონოფრე. ხოლო სულ რაღავ ერთი წლის შემდეგ თავისი პოზიცია შეცვალა და მიტროპოლიტ ონოფრეს ნაცვლად უკრაინელ სქიზმატიკოსთ ლიდერის მოხსენიება დაიწყო.

– რითი ახსნით იმ ფაქტს, რომ პატრიარქი ონოფრე უკრაინის განხეთქილების აღიარებისკენ მიიდრიკა, მაშინ როდესაც მრავალი წლის განმავლობაში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უჭერდა მხარს, რომელსაც მიტროპოლიტი ონოფრე მეთაურობს?

– არა მგონია, რომ მას თავისი ნებით ეღიარებინა სქიზმატიკოსების კანონიერება. ვფიქრობ, ის აიძულეს. მაგრამ არ მინდა ვილაპარაკო მისი სახელით ან ვიმარჩიელო მისი გადაწყვეტილების მიზეზებზე. ის მიღებულია იმ ახალ რელობაშიც, რომელიც შექმნილია უკრაინის განხეთქილების სალეგიტიმაციოდ კონსტანტინეპოლის პატრიარქის უპრეცედენტო მოქმედებებით – ჩვენ უბრალოდ, არჩევანი აღარ გვრჩებოდა. ჩვენ არ შეგვეძლო ჩვენი ეკლესიის წიაღში მიღებაზე უარი გვეთქვა იმ სასულიერო პირებისთვის, რომლებმაც გაიაზრეს თავისი პატრიარქის ცდომილება. ზუსტად ასევე ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვუთხრათ თურქეთის მართლმორწმუნეებს სამწყემსო მზრუნველობაზე იმ პირობებში, როდესაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქო სქიზმატიკოსების მხარეს დადგა.

– კონსტანტინეპოლის პატრიარქი რუსეთის ეკლესიას ახსენებს, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება რუსეთში კონსტანინეპოლიდან მოვიდა და მას უმადურობაში ადანაშაულებს...

– ამ ბრალდებას ჩვენმა წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ სექტემბერში უპასუხა: „ვიმარხავთ რა წმინდა კონსტანტინეპოლის ეკლესიის დამსახურებების მადლიერ ხსოვნას ქრისტეს სარწმუნოების ნათლით რუსეთის განათლების საქმეში, აქვე აღვნიშნავთ, რომ წარსულში კონსტანტინეპოლის მარადსახსენებელი უწმინდესი პატრიარქების კეთილშობილი ღვაწლი ვერ გაამართლებს პატრიარქ ბართლომეოსის ახლანდელ კანონიკურ დანაშაულებს, რომელმაც განხეთქილებას მხარი დაუჭირა და საეკლესიო ზიარებაში შევიდა იმ პირებთან, ვინც საკუთარ თავს მართლმადიდებელ იერარქებს უწოდებენ, მაგრამ არ გააჩნიათ კანონიკური ქიროტონია“.

– აგვიხსენით, როგორ გავიგოთ „კანონიკური ქიროტონია“. ეს ტერმინოლოგია ბევრისთვის გაუგებარია.

– საეკლესიო კანონების თანახმად, ეპისკოპოსი ორი ან სამი შესაბამისი სტატუსის მქონე ეპისკოპოსის მიერ უნდა იყოს ხელთდასხმული; ანუ იმათ მიერ, ვისაც არ აქვთ შეჩერებული მღვდელმსასურება, არ არიან წოდებიდან განკვეთილნი, არ არიან ანათემაზე გადაცემულნი, არ იმყოფებიან სასამართლოს ქვეშ. მით უმეტეს ხელთდამსხმელები ვერ იქნებიან ის პირები, ვინც ეპისკოპოსები არასდროს ყოფილან. უკრაინის განხეთქილების ე.წ. „იერარქები“ ამ ფუძემდებელი პრინიპების დაცვის გარეშე არიან ხელთდასხმულნი.

ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსის წოდებაჩამორთმეული პირისგან და დიაკონისგან იყო ხელთდასხმული, რომელსაც ეპიკოპოსად მოჰქონდა თავი, თუმცა სინამდვილეში სამღვდელო წოდებაც კი არ ჰქონია. ამ ორი პირის ხელმოწერას, ხელთასხმის შესახებ დამოწმებაზე, უკანა რიცხვით დაემატა რუსეთის ეკლესიის გარდაცვლილი იერარქის ყალბი ხელმოწერა. სქიზმატიკოსებმა ეს სიყალბე კონსტანტინეპოლს შეაპარეს, იქ კი ისე, რომ დეტალებში არ გარკვეულან, ხელმოწერის ავთენტურად ჩათვალეს. ეს სამწუხარო ისტორია მოხსენებულია დოკუმენტში: „მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინის“ სქიზმატიკოსების ქიროტონიის სიყალბისა და არაკანონიკურობის შესახებ“, რომელიც ბიბლიის საღვთისმეტყველო სინოდალური კომისიის მიერ მომზადა. უფრო დაწვრილებით ეს ისტორია განხილულია სერგი შუმილოს სტატიაში „თვითმარქვია „ეპისკოპოსი“ ბიკენტი ჩეკალინი და მისი მონაწილეობა უმეი-ის პირველ ქიროტონიებში 1990 წლის მარტში“.

ე.წ. „მეუ“-ის „იერარქებმა“ ხელთდასხმა მიიღეს წოდებიდან დამხობილი და ეკლესიიდან განკვეთილი კიევის ყოფილი მიტროოლიტის ფილარეტისგან (დენისენკო). ჩვენი თვალსაზრისით ისინი არ არიან მთღვდელთმთავრები. მაგრამ კონსტანტინეპოლმა ისინი აღიარა ასეთებად თავიდან ხელთდასხმის გარეშე, ფილარეტს კი სამღვდელთმთავრო წოდება „დაუბრუნა“. დღეს უკვე ფილარეტი, რომელიც საკუთარ თავს „კიევისა და სრულიად რუსეთ-უკრაინის პატრიარქს“ უწოდებს, გამოეყო „მეუ“-ს და შექმნა განხეთქილება განხეთქილებაში, საეკლესიო ზიარებაში იღებს ბერძენ ძველმესტილეებს. მიუხედავად ამისა, „მეუ“-ს არ უკრძალავს მისთვის მღვდელმსახურება, არც კონსტანტინეპოლი იწვევს უკან თავის გადაწყვეტილებას მისთვის წოდების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბრალია, რომ დღეს მსოფლიო მართლმადიდებლობაში სახეზე გვაქვს კანონიკური ქაოსი. ამ ვითარებაში თითოეულ ადგილობრივ ეკლესიას უწევს, გაერკვეს, ვისთანაა ის: კანონიკურ მართლმადიდებლობასთან თუ სქიზმატიკოსებთან და თვითმარქვიებთან. ჩვენმა ეკლესიამ თავისი არჩევანი გააკეთა, და ჩვენ მადლობელი ვართ იმ ადგილობრივი ეკლესიებისა, რომლებიც მტკიცედ დგანან წმინდა კანონების სადარაჯოზე.

– როგორია თქვენი პროგნოზი: გაღრმავდება თუ არა განხეთქილება მსოფლიო მართლმადიდებლობაში? ან იქნებ შეგვიძლია მისი განკურნების იმედი ვიქონიოთ ახლო მომავალში?

– სამწუხაროდ, ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ საკითხის გადაჭრა სულ უფრო ძნელი ხდება. ეს ვითარება ძალიან გვახსენებს XI საუკუნის შუახანების მოვლენებს. მაშინ უთანხმოება მოხდა კონსტანტინეპოლის პატრიარქსა და რომის პაპს შორის. მოხდა განყოფა. არა მგონია, რომის ლეგატებს, რომლებმაც წმინდა სოფიის კრებაზე ბულა დაადეს საყდრიდან განკვეთის გადაწყვეტილებას, მაშინ ეფიქრათ, რომ ეს განყოფა საუკუნეების მანძილზე გაგრძელდებოდა. ალბათ ვერც კონსტანტინეპოლის პარტრიარქი წარმოიდგენდა, როცა საპასუხო ნაბიჯებს დგამდა. მაგრამ ეკლესიები თავის გზით წავიდნენ. საუკუნეების განმავლობაში გაუცხოება იზრდებოდა და მხოლოდ ცხრა საუკუნის შემდეგ დაიწყო გაუბედავი მცდელობები მათ დასაახლოებლად.

მსოფლიო მართლმადდებლობაში შექმნილი ვითარების საკურნებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს იმ მდგომარეობამდე დაბრუნება, რომელშიც ყველა მართლმადიდებლი ეკლესია იმყოფებოდა 2018 წლამდე, როდესაც გადაწყვეტილებები კრებსითად, და არა ინდივიდუალურად, მიიღებოდა. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქმა იმ მდგომარეობაში დაბრუნება მოისურვოს. მას ახლა ჰგონია, რომ უფლება აქვს ერთპიროვნული გადაწტყვეტილებები მიიღოს ისე, რომ სხვა ეკლესიებს რჩევა არ დაეკითხოს, იმოქმედოს მათი ნების საწინააღმდეგოდ და მათ საზიანოდ. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იერარქები მუდმივად იმეორებენ: „უკრაინის ავტოკეფალია – ეს უკვე შემდგარი ფაქტია“. თუკი ეს ასეა, მაშინ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში განყოფაც – შემდგარი ფაქტია.

ჩვენ ვწუხვართ ამ განყოფის გამო. ჩვენ ვლოცულობთ, რომ უფალმა შეაგონოს კონსტანტინეპოლის პატრიარქს და ინ წინამძღვრებსა და იერარქებს, რომლებმაც მისი ზეწოლით აღიარეს განხეთქილების კანონიკურობა.

გვჯერა, რომ ეკლესიის კრებსითი გონებით შესაძლებელია განხეთქილების მკურნალობა მსოფლიო მართლმადიდებლობაში. მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ: იმ პირობებში, როდესაც მართლმადიდებელთაშორის დონეზე კრებსითი მექანიზმები დარღვეულია, რთულია, ამის მოლოდინი გვქონდეს.

ვწუხვართ რა მსოფლიო მართლმადიდებლობაში შექმნილი განხეთქილების გამო, იმავდროულად, ჩვენ ღვთისადმი მადლიერებით აღვიქვამთ იმ ფაქტს, რომ განხეთქილება ვითარდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიების საზღვრებს გარეთ. ჩვენს ეკლესიას, რომელიც აერთიანებს რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვისა სხვა ქვეყნების მართლმადიდებელ მორწმუნეებს, სქიზმატიკოსებისა და მათი მხარდამჭერი კონსტანტინეპოლის პატრიარქის ვერაგული ქმედებების მიუხედავად, არ დაუკარგავს თავისი ერთობა და არ დამცრობილა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ჰყავს 100-ზე მეტი მღვდელთმთავარი, აქვს 250-ზე მეტი მონასტერი და 12 ათასზე მეტი სამრევლო, რჩება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და მის წიაღში ინარჩუნებს თვითმმართველობის სტატუსს. ხოლო სქიზმატიკოსების მიერ მიტაცებული ტაძრების სანაცვლოდ ახალ ტაძრებს აშენებს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთშიც, უკრაინაშიც და სხვა ქვეყნებშიც სტაბილურ ზრადას განაგრძობს თავისი სამრევლოებითა და მონასტრებით. როგორც დაიწყო მისი ზრდა 1988 წელს, ისეთივე სისწრაფით გრძელდება დღესაც. ჩვენ გვქონდა ექვს-ნახევარი ათასი სამრევლო, ახლა გვაქვს ორმოც ათასზე მეტი; გვქონდა ოცი მონასტერი, ახლა – თითქმის ათასი. თუმცა ეს არ არის ამპარტავნების ან გამარჯვების რელიაციის საბაბი. ეს არის ღვთისადმი სამადლობელის აღვლენის საბაბი. სამრევლოების, მონასტრების, მორწმუნეებისა და მონაზვნების რიცხვის უპრეცედენტო ზრდაში ჩვენ ვხედავთ ჩენი ეკლესიის მიმართ ღვთის კეთილ გამოვლინებებს, და გვჯერა, რომ „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან მას“.

 

გაზიარება:
უწმიდესი პატრიარქი კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

21.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის ინტრონიზაციის თარიღი მიულოცა

22.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა

21.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب