მთავარი გვერდი ახალი ამბები
წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [ს…

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]


2021წლის 29 დეკემბერს მოსკოვში დანიელის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.

წმინდა სინოდის მუდმივი წევრები არიან: კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე; კიშინიოვისა და სრულიად მოლდავას მიტროპოლიტი ვლადიმერი; ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე, ყაზახეთის რესპუბლიკაში სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური; ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი, შუა აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური; სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფე; კრუტიცისა და კოლომენის მიტროპოლიტი პავლე; ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე; მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტი ბენიამენი, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი; ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი დიონისე, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი.

სინოდის ზამთრის სესიაზე (სექტემბერ-თებერვალი) მოწვეული იყვნენ: ვილენისა და ლიტვის მიტროპოლიტი ინოკენტი: ბორისოპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი; სტავროპოლისა და ნევინომისკის მიტროპოლიტი კირილე; ხაბაროვსკისა და ამურისპირეთის მიტროპოლიტი არტემი; კამენსკისა და კამიშლოვის ეპისკოპოსი მეთოდე.

ჟურნალი № 97

მოისმინეს:

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეტყობინება რუსეთის ტერიტორიაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში უპირატესი მღვდელთმთავრის ვიზიტების შესახებ.

ცნობა:

წმინდა სინოდის წინა სხდომის შემდეგ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე ეწვია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ ეპარქიებს:

* 17 ოქტომბერს – ორიოლის;

* 19 დეკემბერს – სანკტ-პეტერბურგის.

2021წლის 17 ოქტომბერს შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილეს ვიზიტი ქალაქ ორიოლში, სადაც მისმა უწმინდესობამ მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის ვოსკრესენსკის მიტროპოლიტის დიონისეს, ორიოლისა და ბოლხოვის მიტროპოლიტის ტიხონის, სმოლენსკისა და დოროგობუჟის მიტროპოლიტის ისიდორეს, ლივენსკისა და მალოარხანგელსკის ეპისკოპოსის ნეკტარიუსის და ორიოლის სამიტროპოლიტოს სამღვდელოების თანამსახურებით დაასრულა თანამომსახურე მღვდელთმთავრების მიერ დილით დაწყებული ტაძრის დიდი კურთხევის წესი, აღავლინა ლოცვა და ნაკურთხი წყალი ასხურა ტაძარს. ტაძრის საკურთხეველში ლოცვა აღავლინა მიტროპოლიტმა ანტონიმ (ჩერემისოვი).

ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ: ორიოლის ოლქის გუბერნატორი და მთავრობის თავმჯდომარე ა.ე. კლიჩკოვი: რუსეთის ფედერაციის ფედერალური საკრებულოს სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კ. ე. სლუცკი; სახელმწიფო დუმის დეპუტატი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი მშენებლობის დარგში ვ. ი. რესინი; ფედერალური და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლები; ტაძრის მშენებლები და ქველმოქმედები.

საზეიმო ღვთისმსახურების დასასრულს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მორწმუნეთ სამწყემსთმთავრო სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ქალაქ ორიოლის ყაზანის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდა, და მოსკოვს გაემგზავრა.

2021წლის 19 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ჩაბრძანდა სანკტ-პეტერბურგში, სადაც ეწვია ალექსანდრე ნეველის სავანეს. აქ მისმა უწმინდესობამ წესი აღასრულა მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის (როტოვი) საფლავზე და ლოცვა აღავლინა მიტროპოლიტ ანტონისა (მელნიკოვი) და მიტროპოლიტ იოანეს (სნიჩოვი) საფლავებზე. შემდეგ უწმინდესმა პატრიარქმა სამუშაო შეხვედრა ჩაატარა სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოს მეთაურთან სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტ ბარსანუფთნ, რის შემდეგაც ეწვია ალექსანდრე ნეველის სავანის სამების ტაძარს, თაყვანი სცა კეთილმორწმუნე დიდი მთავრის ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილებს და ღვთისმშობლის ხატს „ნევის მსწრაფლშემსმენელი“. უწმინდესმა მეუფემ დალოცა მორწმუნენი, რომლებიც ღვთისმსახურებას დაესწრნენ, და უფლის შეწევნა უსურვა მათ. თავისი ვიზიტის დასასრულს მისმა უწმინდესობამ მოინახულა სანკტ-პეტერბურგის სასაფლაო, სადაც პანაშვიდი გადაიხადა თავისი მშობლების დეკანოზ მიხეილისა და რაისა ვლადიმერის ასული გუნდიაევების საფლავებზე.

დაადგინეს:

1. შეტყობინება მიღებულ იქნეს ცნობად.

2. მადლობა გამოეცხადოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს გაწეული შრომისა და იმ სიხარულისათვის, რომელიც მასთან თანამსახურებით და ლოცვითი ურთიერთობით მიანიჭა ორიოლისა და სანკტ-პეტერბურგის ეპარქიების მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, სამღვდელო და სამონაზვნო დასებსა და მრევლს.

3. მადლობა გამოეცხადოს სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტ ბარსანუფს, ასევე ორიოლისა და ბოლხოვის მიტროპოლიტ ტიხონს და ორიოლის ოლქის გუბერნატორ ა. ე. კლიჩკოვს ყურადღებისა და თბილი მიღებისათვის, რომელიც მათ გამოიჩინეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა და მისი თანმხლები პირების მიმართ.

ჟურნალი № 98

იმსჯელეს უმაღლესი საეკლესიო საბჭოს 2022 წლის სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს:

დამტკიცდეს უმაღლესი საეკლესიო საბჭოს 2022 წლის სამუშაო გეგმა.

ჟურნალი № 99

მოისმინეს:

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიათაშორისი წარმომადგენლობის მდივნის ვოსკრესენსკის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის დიონისეს მოხსენება ეკლესიათაშორისი წარმომადგენლობის საქმიანობის შესახებ 2021 წელს.

ცნობა:

2021 წლის განმავლობაში ჩატარდა ეკლესიათაშორისი წარმომადგენლობის პლენუმი (26-28 მაისს), რომლის შედეგების მიხედვითაც წმინდა სინოდმა ოთხი დოკუმენტი გადასცა მღვდელთმთავართა კრებას განსახილველად (2021 წლის 17 ივნისის ჟურნალი № 28), ასევე ჩატარდა ეკლესიათაშორისი წარმომადგენლობის სხდომათა სამი სესია. ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე კომისიათა სხდომების ჩატარების თარიღებისა და ფორმატის შერჩევა მათ თავმჯდომარეებს დაევალათ. საერთო ჯამში ჩატარდა პროფილური კომისიების 16 სხდომა, რომლებმაც 39 თემაზე იმუშავეს.

უწმინდესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეკლესიათაშორისი წარმომადგენლობის ბაზაზე მისი სამდივნოს მიერ მოეწყო მრგვალი მაგიდა „ვაქცინაცია: ეთიკური ასპექტები მართლმადიდებლური მოძღვრების ჭრილში“ (მოსკოვი, 20.05.2021).

ეკლესიათაშორისი წარმომადგენლობის მუშაობის მექანიზმებზე დაყრდნობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის დავლებით მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მართვის სამსახურმა რამდენიმე სამღვდელთმთავრო თათბირი ჩაატარა, რომლებიც აქტუალურ საკითხებს, კერძოდ – გაციფრულებას ეხებოდა. თათბირებში მონაწილეობა მიიღეს მღვდელთმთავრებმა, რომლებიც ეკლესიათაშორისი წარმომადგენლობის მუშაობაში მონაწილეობენ.

ეკლესიათაშორისი წარმომადგენლობის კომისიების მიერ 13 სხვადასხვა ღონისძიება იქნა ორგანიზებული – კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდები (მათ შორის დისტანციურად). კომისიების განსახილველად გამოტანილი იყო 23 დოკუმენტი. საანგარიშო წელს დასრულდა 21 დოკუმენტზე მუშაობა. რიგი დოკუმენტებისა ეკლესიათაშორისი წარმომადგენლობის სარედაქციო კომისიაშია გადაცემული განსახილველად.

2021წელს ეპარქიებში დისკუსიების პროცედურა გაიარა დოკუმენტის „ექსტრაკორპორალური განაყოფიერების მეთოდთან დაკავშირებული ეთიკური პრობლემები“ პროექტმა. ამ დისკუსიის ერთ-ერთი შედეგი იყო ის, რომ გამოიკვეთა ბიოეთიკის სინოდალური კომისიის შექმნის აქტუალურობა, შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდის მიერ მიღებული იქნა 2021 წლის 13 აპრილს (ჟურნალი № 15).

დაადგინეს:

1. მოხსენება მიღებულ იქნეს ცნობად.

2. გამოეცხადოს მადლობა კომისიების თავმჯდომარეებსა და წევრებს, რომლებსაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა ეპიდემიის საწინააღმდეგო შეზღუდვების მოქმედების პირობებში.

ჟურნალი № 100

მოისმინეს:

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის, ერევნისა და სომხეთის არქიეპისკოპოსის ლეონიდეს პატაკი   მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სახელზე შემოსული ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მრავალი მიმართვის შესახებ, რომლებიც მათი მოსკოვის საპატრიარქოს ომოფორის ქვეშ მიღების თხოვნას შეიცავს.

ცნობა:

ალექსანდრიის პატრიარქის თეოდორეს სქიზმაში გასვლასთან, მის მიერ საღმრთო ლიტურგიაზე 2019 წლის 8 ნოემბერს ეგრეთ წოდებული „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ მეთაურის მოსხენიებასთან დაკავშირებით ავტოკეფალურ ეკლესიათა მეთაურებს შორის, ამ სქიზმატური დაჯგუფების აღიარებისა და მის მეთაურთან 2021 წლის 13 აგვისტოს თანამსახურების გამო, ალექსანდრიის საპატრიარქოს სამღვდელო დასის ნაწილმა, განაცხადა რა, რომ არ ეთანხმება მეთაურის პოზიციას, მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მათი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მიღების თხოვნით.

ერევნისა და სომხეთის არქიეპისკოპოს ლეონიდეს მიერ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით და წმინდა სინოდის 24.09.2021-ის გადაწყვეტილების შესასრულებლად (ჟურნალი № 61) შესწავლილ იქნა ალექსანდრიის საპატრიარქოს სამღვდელოების მრავალრიცხოვანი თხოვნები, შედგა პირადი შეხვედრა თემების ლიდერებთან – აფრიკის რიგი ქვეყნების სამღვდელოებასთან, რომელთაც სურთ მოსკოვის პატრიარქის ომოფორის ქვეშ შემოსვლა. ამჟამად ალექსანდრიის საპატრიარქოს არანაკლებ ასი სამრევლო მათი წინამძღვრებით აცხადებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში გადმოსვლის სურვილს. ბევრმა მათგანმა შესაბამისი თხოვნა გამოგზავნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სახელზე ჯერ კიდევ 2019 წელს, მას შემდეგ, რაც ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა პატრიარქმა თეოდორემ კანონიერად სცნო სქიზმაში გასულთა დაჯგუფება.

დაადგინეს:

1. მოხდეს კონსტატაცია, რომ აღარ შეიძლება გაგრძელდეს უარი ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მიერ წარმოდგენილ შესაბამის თხოვნებზე, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს ომოფორის ქვეშ მათ მიღებას ეხება.

2. მიღებული იქნეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში ალექსანდრიის საპატრიარქოს 102 სასულიერო პირი აფრიკის რვა ქვეყნიდან, მათი თხოვნების შესაბამისად.

3. შეიქმნას საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო ჩრდილოეთ აფრიკისა და სამხრეთ აფრიკის ეპარქიების შემადგენლობით.

4. საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს მეთაურს მიენიჭოს ტიტული „კლინელი“.

5. ჩრდილოეთ აფრიკის ეპარქიის სამწყემსო პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს შემდეგი ქვეყნები: ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა, სუდანის რესპუბლიკა, სამხრეთ სუდანის რესპუბლიკა, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა, დემოკრატიული რესპუბლიკა სომალი, სახელმწიფო ერითრეა, რესპუბლიკა ჯიბუტი, რესპუბლიკა სეიშელის კუნძულები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, რესუბლიკა კამერუნი, რესპუბლიკა ჩადი, ფედერაციული რესპუბლიკა ნიგერია, რესპუბლიკა ნიგერი, სახელმწიფო ლიბია, ტუნისის რესპუბლიკა, ალჟირის სახალხო დემკრატიული რესპუბლიკა, მაროკოს სამეფო, რესპუბლიკა კაბო-ვერდე, მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა, რესპუბლიკა სენეგალი, რესპუბლიკა გამბია, რესპუბლიკა მალი, ბურკინა-ფასო, რესპუბლიკა გვინეა-ბისაუ, გვინეის რესპუბლიკა, რესპუბლიკა სიერა-ლიონე, რესპუბლიკა ლიბერია, რესპუბლიკა კოტ-დივუარი, რესპუბლიკა განა, ტოგოლეზის რესპუბლიკა, რესპუბლიკა ბენინი.

6. შეყვანილ იქნეს ჩრდილოეთ აფრიკის ეპარქიის შემადგენლობაში მოსკოვის საპატრიარქოს სტავროპიგიული სამრევლოები ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ტუნისის რესპუბლიკასა და მაროკოს სამეფოში.

7. ჩრდილოეთ აფრიკის ეპარქიის მღვდელთმთავარს მიენიჭოს ტიტული „კაიროსა და ჩრდილოეთ აფრიკის“.

8. სამხრეთ აფრიკის ეპარქიის სამწყემსო პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს შემდეგი ქვეყნები: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტოს სამეფო, ესვატინის სამეფო, რესპუბლიკა ნამიბია, რესპუბლიკა ბოტსვანა, რესპუბლიკა ზიმბაბვე, რესპუბლიკა მოზამბიკი, რესპუბლიკა ანგოლა, რესპუბლიკა ზამბია, რესპუბლიკა მალავი, რესპუბლიკა მადაგასკარი, რესპუბლიკა მავრიკია, კომორის კუნძულთა კავშირი, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, რესპუბლიკა კენია, რესპუბლიკა უგანდა, რესპუბლიკა რუანდა, რესპუბლიკა ბურუნდი, დემოკრატიული რესპუბლიკა კონგო, რესპუბლიკა კონგო, გაბონის რესპუბლიკა, რესპუბლიკა ეკვატორიული გვინეა, დემოკრატიული რესპუბლიკა სან-ტომე და პრინსიპი.

9. შეყვანილ იქნეს სამხრეთ აფრიკის ეპარქიის შემადგენლობაში მოსკოვის საპატრიარქოს სტავროპიგიალური სამრევლოები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

10. სამხრეთ აფრიკის ეპარქიის მღვდელთმთავარს მიენიჭოს ტიტული „იოჰანესბურგისა და სამხრეთ აფრიკის“.

11. კლინის მიტროპოლიტად, აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსად დაინიშნოს ერევნისა და სომხეთის არქიეპისკოპოსი ლეონიდე და დაევალოს მას ჩრდილოეთ აფრიკის ეპარქიის მართვა და სამხრეთ აფრიქის ეპარქიის დროებითი მართვა.

12. გათავისუფლდეს ყოვლადუსამღვდელოესი ლეონიდე სსკგ-ის თვმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან ერევან-სომხეთის ეპარქიის დროებითი მართვის შენარჩუნებით.

ჟურნალი № 101

იმსჯელეს ვისოკო-პეტროვსკის სატავროპიგიულ მამათა მონასტერში საქმეთა ვითარების შესახებ.

დაადგინეს:

1. გათავისუფლდეს იღუმენი პეტრე (ერემეევი) ვისოკო-პეტროვის სატავროპიგიალური მამათა მონასტრის ადგილმონაცვლის თანამდებობიდან გაწეული შრომისათვის მადლობის გამოცხადებით.

2. ვისოკო-პეტროვის სატავროპიგიულ მამათა მონასტრის ადგილმონაცვლედ დაინიშნოს მოსკოვის ეპარქიის კლირიკოსი იღუმენი ექვთიმე (მოისეევი) ტულის სასულიერო სემინარიის რექტორის მოვალეობისგან გათავისუფლებით.

3. ტულის სასულიერო სემინარიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნოს ტულისა და ეფრემოვის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ალექსი.

ჟურნალი № 102

იმსჯელეს სინოდალური მისიონერული განყოფილების საქმიანობის შესახებ.

ცნობა:

2017 წლის წმინდა სამღვდელთმთავრო კრებამ ხაზი გაუსვა რა მისიონერული საქმიანობის მნიშვნელობას, აღნიშნა: „მისიონერული საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, არის: ნათლობამდელი და ნათლობის შემდგომი კატეხიზაცია, განათლება მათი, ვინც მონათლულია, მაგრამ ამასთან არ არის საეკლესიო ცხოვრებას სრულად ნაზიარები, ასევე მათი განათლება, ვინც მონათლული არ არის, მაგრამ იმ ხალხების წარმომადგენელია, რომლებიც ისტორიულად მართლმადიდებლური აღმსარებლობისანი არიან. გარდა ამისა მისიონერულ მუშაობას განეკუთვნება სექტანტობისა და ნეოწარმართობის საფრთხეთა წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა. დაბოლოს, ცალკეულ რეგიონებში ეპარქიის მისიონერული მოღვაწეობა ასევე შეიძლება მიმართული იყოს ძირძველი მცირერიცხოვანი ხალხების დამწყემსვაზე“ (განჩინებები, 15-ე პუნქტი). ამასთან დაკავშირებით კრებამ დაავალა წმინდა სინოდს „მიიღოს ქმედითი ზომები ზოგადსაეკლესიო, ეპარქიულ და სამრევლოთა დონეებზე მისიის გასააქტიურებლად“.

დაადგინეს:

1. მისიონერული საქმიანობის გასაძლიერებლად სასარგებლოდ ჩაითვალოს მართლმადიდებლური მისიონერული საზოგადოების შექმნა, როგორც სამისიონერო საქმიანობისთვის განმზადებულ მღვდელმსახურთა და ერისკაცთა ნებაყოფლობითი თანამეგობრობა.

2. შორეულ აღმოსავლეთსა და უკიდურეს ჩრდილოეთში მოღვაწე მისიონერთა რიგების საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით ბელგოროდის სასულიერო სემინარიის (მისიონერული განხრის) ბაზაზე არსებულ სინოდალურ მისიონერულ განყოფილებასთან დაარსდეს მისიონერთა რიგების მხარდაჭერის ცენტრი.

3. ღრმა მადლიერების გამოხატვით უსამღვდელოესი ბელგოროდისა და სტაროოსკოლის მიტროპოლიტი იოანესათვის მის მიერ 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაწეული მისიონერული შრომისათვის, რომელიც მან გასწია სინოდალური მისიონერული განყოფილების ხელმძღვანელობისას, რომლის დროსაც ჩამოყალიბდა მისიონერული საქმიანობის თანამედროვე მიმართულებები, დაარსდა სინოდალური და ეპარქიული პროფილური განყოფილებები, მიღებული იქნა მისიის სფეროს ფუძემდებლური დოკუმენტები, – გათავისუფლდეს   უსამღვდელოესი მიტროპოლიტი იოანე სინოდალური მისიონერული განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი თხოვნის საფუძველზე და დაინიშნოს იგი მისიონერთა რიგების მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელად და დაევალოს წმინდა სინოდისათვის დასამტკიცებლად ცენტრის დებულებისა და მისი მუშაობის ძირითადი პრინციპების წარმოდგენა.

4. გათავისუფლდეს იღუმენი სერაპიონი (მიტკო) სინოდალური მისიონერული განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან.

5. სინოდალური მისიონერუოლი განყოფილებისა და მართლმადიდებლური მისიონერული საზოგადოების თავმჯდომარედ დაინიშნოს მოსკოვის ეპარქიის კლირიკოსი იღუმენი ექვთიმე (მოისეევი),

6. დაევალოს სინოდალური მისიონერული განყოფილების თავმჯდომარეს მორიგ სამღმდელმთავრო კრებამდე წმინდა სინოდს განსახილველად წარუდგინოს რუსეთის მართლმადიდებლი ეკლესიის მისიონერული საქმიანობის განვითარებასთან, ასევე სინოდალური და ეპარქიული მისიონერული განყოფილებების მუშაობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული წინადადებები. წინადადებების მომზადებისას სინოდალური მისიონერული განყოფილების მუშაობის აუცილებელ მიმართულებებად დადგინდეს:

* აპოლოგეტური მისია (სექტებისა და ნეოწარმართობის, ასევე სქიზმის წინააღმდეგ მუშაობის ჩათვლით);

* მისია, რომელიც გამიზნულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე მცხოვრები და, ამასთან, მართლმადიდებლური ტრადიციაში დაუმკვიდრებელი ადამიანებისთვის;

* საზღვარგარეთული მისია;

* მისია სუბკულტურების მიმდევართა შორის;

* მისიონერთა კადრების მომზადება;

პროფილურ სინოდალურ დაწესებულებებთან განხილული იქნეს უფლება-მოვალეობათა განაწილების საკითხი შემდეგ სფეროებში:

* საგანმანათლებლო საქმიანობა მათთვის, ვინც მონათლულია, მაგრამ საეკლესიო ცხოვრებაში ჯერ არ ჩართულა, ასევე მათთვის, ვინც მონათლული არ არის, მაგრამ ისტორიულად მართლმადიდებლური აღმსარებლობის ხალხების წარმომადგენელია, (რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალურ განყოფილებასთან ურთიერთქმედებით);

* სტუდენტებს შორის მისიონერულ-საგანმანათლებლო საქმიანობა (ახალგაზრდობის საქმეთა სინოდალურ განყოფილებასთან ურთიერთქმედებით);

* მისიონერულ-საგანმანათლებლო საქმიანობა სოციალურ ქსელებში (საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალურ განყოფილებასთან ურთიერთქმედებით).

7. დაევალოს სინოდალური მისიონერული განყოფილების თავმჯდომარეს წმინდა სინოდს წარუდგინოს მართმადიდებლური მისიონერული საზოგადოების წესდება და საქმიანობის ძირითადი პრინციპები, ასევე მისი მმართველი ორგანოების შემადგენლობა.

ჟურნალი № 103

მოისმინეს:

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საჭიროა კიდევ ერთი ქორეპისკოპოსი.

დაადგინეს:

1. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის ქორეპისკოპოსად ტიტულით „ლუხოვიცის“ დადგინდეს იღუმენი ექვთიმე (მოისეევი), მოსკოვის ეპარქიის სამღვდელოებიდან.

2. იღუმენ ექვთიმეს (მოისეევის) არქიმანდრიტის წოდებაში აყვანის შემდეგ მისი ეპისკოპოსად წოდებისა და ქიროტონიისათვის ადგილი შეირჩეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კეთილგანწესებით.

ჟურნალი № 104

მოისმინეს:

მოსკოვისა სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის ქორეპისკოპოსის,   მიტიშჩინის ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსის თეოფილაქტეს თხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსიაზე მის გასვლასთან დაკავშირებით.

დაადგინეს:

1. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი ქორეპისკოპოსი, მიტიშჩინის ეპისკოპოსი თეოფილაქტე პენსიაზე გავიდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მის ადგილსამყოფელად განისაზღვროს სერგის წმინდა სამების ლავრა, გათავისუფლდეს ანდრიას სტავროპიგიალური მამათა მონასტრის   ადგილმონაცვლის თანამდებობიდან და მოსკოვის საპატრიარქოს სხვა მორჩილებების აღსრულებისგან.

2. ანდრიას სტავროპიგიალური მამათა მონასტრის   ადგილმონაცვლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნოს კაშირის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი თეოგნოსტე.

3. ყოვლადუსამღვდელოესმა მიტროპოლიტიმა თეოგნოსტემ წმინდა სინოდის შემდეგ სხდომამდე წარმოადგინოს კანდიდატურა ანდრიას სტავროპიგიალური მამათა მონასტრის   ადგილმონაცვლის თანამდებობაზე.

ჟურნალი № 105

იმსჯელეს ოპტინის უდაბნოს ვედენის (ტაძრად მიყვანების) სტავროპიგიულ მამათა მონასტერში საქმეთა ვითარების შესახებ.  

დაადგინეს:

1. მოჟაისკის ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ლეონიდე გათავისუფლდეს ოპტინის უდაბნოს ვედენის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის ადგილმონაცვლის თანამდებობიდან.

2. ოპტინის უდაბნოს ვედენის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის ადგილმონაცვლედ და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსად დადგინდეს ტარუსის ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი იოსები „მოჟაისკელის“ ტიტულით.

3. ყოვლადუსამღვდელოესი ლეონიდე დადგინდეს კალუგის ეპარქიის ქორეპისკოპოსად „ტარუსელის“ ტიტულით.

ჟურნალი № 106

იმსჯელეს სინოდალური დაწესებულებების მუშაობის  გეგმების შესახებ 2022 წელს.

ცნობა:

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების V თავის 29-ე მუხლის б პუნქტის თანახმად „წმინდა სინოდი ახორციელებს სინოდალური დაწესებულებების ხელმძღვანელობას <…> ამტკიცებს სინოდალური დაწესებულებების წლიურ სამუშაო გეგმებს და იბარებს მათ ანგარიშებს“.

დაადგინეს:

1. დამტკიცდეს სინოდალური დაწესებულებების გეგმები 2022 წლისთვის.

2. ბიოეთიკის სინოდალური კომისიის მიერ პირველი წლიური გეგმის წარმოდგენასთან დაკავშირებით დამტკიცდეს ეს უკანასკნელი. მომავალში კომისიის გეგმებისა და ანგარიშების დამტკიცება განახორციელოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა სხვა სინოდალური კომისისების გეგმებისა და ანგარიშების ანალოგიურად.

ჟურნალი № 107

მოისმინეს:

სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსის, მინსკისა და ზასლავსკის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის ბენიამენის მოხსენება ბელარუსის საეგზარქოსოს სინოდის ჩატარებული სხდომის შესახებ.

ცნობა:

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების XII თავის მე-8-ე მუხლის თანახმად „საეგზარქოსოს სინოდის ჟურნალები წარედგინება წმინდა სინოდს და მტკიცდება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მიერ“.

დაადგინეს:

დამტკიცდეს ბელარუსის საეგზარქოსოს 2021 წლის 14 დეკემბრის სინოდის ჟურნალები (№№ 86-105). 

ჟურნალი № 108

მოისმინეს:

ასტანისა და ყაზახეთის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის ალექსანდრეს, ყაზახეთის რესპუბლიკის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაურისა და ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტის ბიკენტის, შუა აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაურის მოხსენება ორივე ოლქის სინოდების ერთობლივი სხდომის ჩატარების შესახებ.

ცნობა:

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების XIII თავის მე-9-ე მუხლის თანახმად: „სამიტროპოლიტო ოლქის სინოდის ჟურნალები წარედგინემა წმინდა სინოდს და მტკიცდება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მიერ“.

დაადგინეს:

დამტკიცდეს ყაზახეთის რესპუბლიკის სამიტროპოლიტო ოლქისა და შუა აზიის სამიტროპოლიტო ოლქების სინოდების 2021 წლის 19 დეკემბრის ერთობლივი სხდომის ჟურნალები (№№ 1-3).

ჟურნალი № 109

მოისმინეს:

ყაზახეთის რესპუბლიკის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაურის, ასტანისა და ყაზახეთის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის ალექსანდრეს მოხსენება ყაზახეთის რესპუბლიკის სამიტროპოლიტო ოლქის სინოდის ჩატარებული სხდომის შესახებ.

ცნობა:

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების XIII თავის მე-9-ე მუხლის თანახმად: „სამიტროპოლიტო ოლქის სინოდის ჟურნალები წარედგინება წმინდა სინოდს და მტკიცდება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მიერ“.

დაადგინეს:

დამტკიცდეს ყაზახეთის რესპუბლიკის სამიტროპოლიტო ოლქის სინოდის 2021 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალები (№№ 16-30).

ჟურნალი № 110

მოისმინეს:

შუა აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაურის, ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტის ბიკენტის მოხსენება შუა აზიის სამიტროპოლიტო ოლქის სინოდის ჩატარებული სხდომის შესახებ.

ცნობა:

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების XIII თავის მე-9-ე მუხლის თანახმად: „სამიტროპოლიტო ოლქის სინოდის ჟურნალები წარედგინება წმინდა სინოდს და მტკიცდება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მიერ“.

დაადგინეს:

დამტკიცდეს შუა აზიის სამიტროპოლიტო ოლქის სინოდის 2021 წლის 11-12 ოქტომბრის ჟურნალები (№№ 32-50).

ჟურნალი № 111

მოისმინეს:

წმინდანთა კანონიზაციის სინოდალური კომისიის თავმჯდომარის, ტროიცის ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსის პანკრატეს პატაკი ტობოლსკისა და ტიუმენის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის დიმიტრის შუამდგომლობის შესახებ მღვდელი მიხეილ კრასნოცვეტოვის წმინდანად შერაცხვის შესახებ და რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა დასში მისი სახელის შეტანის თაობაზე.

ცნობა:

2000 წლის სამღვდელთმთავრო საიუბილეო კრებამ დაადგინა: „კრებისშემდგომ პერიოდში რუსეთის უკვე შერაცხილ ახალმოწამეთა და აღმსარებელთა დასში ახალი სახელის შეტანა მოხდეს უწმინდესი პატრიარქისა და წმინდა სინოდის ლოცვა-კურთხევით, წმინდანთა კანონიზაციის სინოდალური კომისიის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოკვლევების საფუძველზე“ (საქმენი რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა საკანონიზაციო კრების შესახებ, პუნქტი 14).

მიხეილ გრიგოლის ძე კრასნოცვეტოვი დაიბადა 1885 წლის 29 სექტემბერს კალუგაში დიაკვნის ოჯახში. სემინარრიის პირველი კლასის დამთავრების შემდეგ საკუთარი სურვილით შეიტანა განცხადება გარიცხვის თხოვნით და მოსკოვის კერძო კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა, შემდეგ კი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1907 წელს იქორწინა და ექვსი შვილი შეეძინა.

1909 წელს ვლადიმირის გუბერნიაში საჯარო უწყებაში დაიწყო სამსახური: სახალხო მასწავლებლად, შემდეგ, უბნის საადგილმამულო დაზღვევის აგენტად. დროებითი მთავრობის დროს აირჩიეს მომრიგებელ მოსმართლედ, რომლის მოვალეობებსაც 1920 წლამდე ასრულებდა. სამოქალაქო ომის დროს კრასნოცვეტოვების ოჯახი ციმბირში გადავიდა საცხოვრებლად.

1921 წლის ბოლოს მიხეილ კრასნოცვეტოვი იღებს გადაწყვეტილებას, გახდეს მღვდელმსახური, 1921 წლის 4 ნოემბერს ტობოლსკისა და ციმბირის ეპისკოპოსის ნიკოლოზის მიერ ის დიაკვნად იქნა ხელთდსხმული, 6 ნოემბერს კი პრესვიტერად. მამა მიხეილი მცირე ხნით შეუერთდა ახლადჩამოყალიბებულ განახლების მოძრაობას, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ დაინახა რა ამ მოძრაობის სქიზმატური ხასიათი, ჩამოსცილდა მას. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ 1927 წელს ცდილობდნენ მამა მიხეილი ინფორმატორად აეყვანათ, მაგრამ მან კატეგორიული უარი გაცხადა.

1927 წლის 19 მარტს იგი დაიჭირეს „აგიტაციისა და საერთაშორისო ბურჟუაზიისთვის დახმარების გაწევის“ ბრალდებით. მან ერთი თვე დაჰყო საპატიმროში, გამოუშვეს გაუსვლელობის ხელწერილით. 1929 წელს იშიმის ოლქის სიფელ არომაშევოს პოკროვის (ღვთისმშობლის საფარველის) ეკლესია, რომელშიც ის იმხანად მსახურობდა, დახურეს, ხოლო მამა მიხეილი განაკულაკეს სახლისა და ქონების კონფისკაციით.

1931წლის 21 მარტს ის მეორედ დაიჭირეს კონტრრევოლუციური აგიტაციის ბრალდებით. მიხეილ გრიგოლის ძემ წაყენებული ბრალი არ აღიარა. თავის ჩვენებებში ის ამტკიცებდა, რომ როგორც მღვდელი ქადაგებდა მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობის ზნეობრივ პრინციპებს და არ გასცილებია სახარებისეული სწავლების ფარგლებს. მას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ვიშერის ბანაკში. გაათავისუფლეს 1935 წლის აპრილში. 1936 წლის 29 მარტამდე გადასახლების ვადას იხდიდა. შემდეგ ოჯახთან ერთად ტიუმენში ცხოვრობდა, სადაც მედავითნედ მსახურობდა ყოველთა წმინდათა ეკლესიაში სასაფლაოზე.

1937 წლის 5 ივლისს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა პროპაგანდის ბრალდებით. გამოძიების მსვლელობისას ორჯერ დაკითხეს, წაყენებული ბრალი არ აღიარა. მამა მიხეილის პირადი ხელმოწერა მეორე დაკითხვის 19 ივლისის ოქმზე ძლიერ განსხვავდება პირველი 6 ივლისის დაკითხვის ოქმზე ხელმოწერისაგან. ეს იძლევა საფუძველს ვივვარაუდოთ, რომ აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით მის მიმართ ფიზიკური ზემოქმედების ზომები იქნა გამოყენებული.

ოჯახისადმი თავის წერილებში მამა მიხეილი წერდა, რომ არასოდეს მიატოვებს მსახურებას, რომ ის ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა, მის ჭეშმარიტ არჩევნად იქცა.

1937 წლის 10 ოქტომბერს მოწმეთა და ბრალდებულთა ჩვენებების საფუძველზე მღვდელ მიხეილ კრასნოცვეტოვს დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი 1837 წლის 12 ოქტომბერს. რეაბილიტირებულია გარდაცვალების შემდეგ 1957 წელს.

დაადგინეს:

1. შეტანილ იქნეს მღვდელი მიხეილ კრასნოცვეტოვის სახელი რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულის სახელობით სიაში.

2. მღვდელმოწამე მიხეილ კრასნოცვეტოვის ხსენება აღინიშნოს მისი აღსასრულის დღეს – 12 ოქტომბერს/30 სექტემბერს.

3. მღვდელმოწამე მიხეილ კრასნოცვეტოვის პატიოსანი ნეშტი მისი მოპოვების შემთხვევაში ჩაითვალოს წმინდა ნაწილებად და სათანადო პატივი მიეგოს.

4. VII მსოფლიო კრების დადგენილების თანახმად, დაიწეროს ახალშერაცხული წმინდანის ხატი მის თაყვანსაცემად.

ჟურნალი № 112

მოისმინეს:

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის ილარიონის მოხსენება იტალიაში, ვატიკანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი ვიზიტების შესახებ.

ცნობა:

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი 2021 წლის 3-დან 8 ნოემბრამდე და 18-დან 23 დეკემბრამდე იტალიასა და ვატიკანში იმყოფებოდა, 2021 წლის 10-დან 15 დეკემბრამდე კი აშშ-ს სტუმრობდა.

4 და 5 ოქტომბერს მიტროპოლიტი ილარიონი სიტყვით გამოვიდა რელიგიური ლიდერების სამიტზე, რომელიც კლიმატის ცვლილების თემას ეძღვნებოდა, და რელიგიათაშორის შეხვედრაზე თემით „რელიგია და განათლება“. ორივე ღონისძიება ვატიკანში ჩატარდა რომის პაპის ფრანცისკეს და სხვა რელიგიური ლიდერების მონაწილეობით. საგარეო საეკლესიო კავშირების თავმჯდომარე ასევე გამოვიდა სიტყვით ვ.ს. სოლოვიოვის წიგნის „სამი სიტყვა დოსტოევსკის ხსოვნისათვის“ იტალიური გამოცემის პრეზენტაციაზე, რომელიც რომის აკადემიამ «Sapienza e Scienza» მოამზადა.

3-დან 8 ოქტომბრამდე ვატიკანსა და იტალიაში ყოფნისას მიტროპოლიტი ილარიონი შეხვდა რომის პაპ ფრანცისკეს, კენტერბერიელ არქიეპისკოპოს ჯასტინ უელბის, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს კარდინალ პიერო პაროლინს, პაპთან არსებული ქრისტიანობის ერთობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარეს კარდინალ კურტ კოხს, ერების ევანგელიზაციის კონგრეგაციის პრეფექტს კარდინალ ლუის ანტონიო ტაგლეს, წმინდა საყდრის სახემწიფოებთან კავშირების მდივანს არქიეპისკოპოს პოლ გალაჰერს, ფლორენციის არქიეპისკოპოსს კარდინალ ჯუზეპე ბეტორის, ეპისკოპოსს პრატო ჯოვანი ნერბინის, რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვატიკანში ა.ა. ავდეევს, რიგ სხვა ოფიციალურ პირებს.

ვაშინგტონის უნეტარესი არქიეპისკოპოსის, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტის ტიხონის მიწვევით 2021 წლის 10-15 ნოემბერს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე ეწვია აშშ-ს – ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ვლადიმერის სემინარიის სამეცნიერო საღვთისმეტყველო კონფერენციაში – „გამოიძიეთ წმინდა წერილი“ მონაწილეობის მისაღებად. ვიზიტის მსვლელობისას გაკეთდა განცხადება წმინდა ვლადიმერის სასულიერო სემინარიაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სახელობის ფონდის შექმნის თაობაზე. ფონდის სახსრები ბიბლიის მცოდნეობის დარგში გამოკვლევათა წახალისებას მოხმარდება.

სემინარიის სამი მოძღვრის ტაძარში ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი მიტროპოლიტი ტიხონის ლოკცვა-კურთხევით აღავლინა საღმრთო ლიტურგია და ფ.მ. დოსტოევსკის სულის განსასვენებლი ლიტია აღასრულა მწერლის დაბადების 200 წლისთავზე.

მიტროპოლიტი ილარიონი ასევე ეწვია წმინდა ტიხონის სემინარიას და წმინდა ტიხონის სტავროპიგიალურ მამათა მონასტერს პენსილვანიის შტატში, სადაც საკვირაო საღმრთო ლიტურგიაზე იგი თანამსახურებდა სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარეს მიტროპოლიტ ტიხონს.

ნიუ-იორკში ყოფნისას საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე შეხვდა ფონდის „სინდისის მოწოდება“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს რაბინ არტურ შნაიერს, ეწვია აშშ-ში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლობას – ქ. ნიუ-იორკის ნიკოლოზის საკათედრო ტაძარს და ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან რუსეთის ფედერაციის მუდმივ წარმომადგენლობას, სადაც შეხვდა გაეროსთან რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს ვ. ა. ნებენზეის და დიპლომატიურ შემადგენლობას.

2021 წლის 18 სექტემბერს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე ქ. ბარის ეწვია, სადაც შეხვდა აპულიის რეგიონის გუბერნატორს მიქელე ემილიანოს.

19 დეკემბერს მიტრიპოლიტი ილარიონი წარუძღვა წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწლილებთან აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას. იმავე დღეს შედგა მისი შეხვედრები ბარის მერთან, ანტონიო დეკაროსთან და ბარი-ბიტონტოს არქიეპისკოპოს მონსენიორ ჯუზეპე სატრიანოსთან.

20 დეკემბერს საგარეი საეკლესიო კავშირების თავმჯდომარემ ხმელთაშუა ზღვის თავისუფალ უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია რელიგიათაშორის დიალოგის თემაზე.

22 დეკემბერს შედგა მიტროპოლიტ ილარიონის შეხვედრა რომის პაპ ფრანცისკესა და პაპთან არსებული ქრისტიანული ერთობის ხელშეწყობის საბჭოს მეთაურთან, კარდინალ კურტ კოხთან. 23 დეკემბერს საგარეო საეკლესიო კავშირების თავმჯდომარე შეხვდა წმინდა საყდართან რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ა. ა. ავდეევს.

დაადგინეს:

მოხსენება ცნობად იქნეს მიღებული.

ჟურნალი № 113

მოისმინეს:

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის უსამღვდელოესი მიტროპოლიტის ილარიონის მოხსენება ძველმესტილეთა სამრევლოებისა და ძველმესტილეობასთან ურთიერთქმედების კომისიის საქმიანობის შესახებ 2021 წელს.

ცნობა:

კომისიის დებულების თანახმად, რომელიც წმინდა სინოდის 2005 წლის 16 ივლისის № 62 ჟურნალით არის დამტკიცებული, კომისია თავისი თავმჯდომარის მეშვეობით ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს წმინდა სინოდს საკუთარი საქმიანობის შესახებ.

დაადგინეს:

1. მოწონებული იქნეს ანგარიში ძველმესტილეთა სამრევლოებთან და ძველმესტილეობასთან ურთიერთქმედების კომისიის საქმიანობის შესახებ

2. დაევალოს ძველმესტილეთა სამრევლოების საქმეთა და ძველმესტილეობასთან ურთიერთქმედების კომისიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ძველმესტილეთა სამრევლოების შესახებ დებულების პროექტის შემუშავება და წმინდა სინოდისათვის მისი განსახილველად წარმოდგენა.

ჟურნალი № 114

მოისმინეს:

საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკატერინბურგისა და ვერხოტურის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის ევგენის პატაკი 2022 წელს საკითხავების ჩატარების წესის შესახებ წინადადებებით.

ცნობა:

წმინდა სინოდმა 2021 წლის 17 ივნისის სხდომაზე დაადგინა: „ჩატარდეს XXX საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავები 2022 წლის 25 იანვრიდან 28 იანვრამდე პერიოდში“ (ჟურნალი № 29).

დაადგინეს:

1. კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით XXX საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების ღონისძიებები გადატანილი იქნეს 2022 წლის 23 მაისიდან 25 მაისამდე პერიოდზე და ეწოდოს XXX საერთაშორისო საგანმანათლებლო საკითხავები.

2. უცვლელი დარჩეს 2022 წლის 27 იანვარს დაგეგმილი საშობაო საპარლამენტო შეხვედრების თარიღი, რომლებიც სხვა დროს საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების ფარგლებში ტარდება.

ჟურნალი № 115

განიხილეს:

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სასწავლო დაწესებულებების 2021 წლის რეიტინგი, რომელიც წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტმა წარუდგინა.

დაადგინეს:

1. აღნიშნული იქნეს გაწეული შრომა და მადლობა გამოეცხადოს პირველი რეიტინგული ჯგუფის სასულიერო სკოლათა მმართველ იერარქებსა და ადმინისტრაციას იმ ძალისხმევისათვის, რომელიც მათ მოახმარეს მათ მეურვეობაში არსებული უმაღლესი სასულიერო სკოლების საპასუხისმგებლო განვითარების საქმეს ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

2. გამოითქვას სერიოზული შეშფოთება მესამე და მეოთხე სარეიტინგო ჯგუფის სასულიერო სასწავლო დაწესებულებებში არსებული ვითარების გამო.

3. რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ რუსეთის მართლმადიდბელი ეკლესიის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს მიეცეს ხუთწლიანი ვადა, რათა მოამზადონ დოკუმენტები და   შექმნან პირობები საიმისოდ, რომ მოძღვართა მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის სახელმწიფო აკრედიტაცია მოიპოვონ, ან იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებად (ცენტრებად) გარდაიქმნან, რომლებიც სამრევლო სპეციალისტებს მოამზადებს.

4. გამოქვეყნდეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების 2021 წლის რეიტინგი სასწავლო კომიტეტის ოფიციალურ საიტზე.

ჟურნალი № 116

მოისმინეს:

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან არსებული სიწმინდეების შემოწირვის კომისიისა და მართლმადიდებლური მომლოცველობის განვითარების კომისიის თავმჯდომარის, სერგიევო-პოსადის და დიმიტროვოს უსამღვდელოესი ეპისკოპოსის თომას პატაკი ამ ორი კომისიის გაერთიანების თაობაზე.

ცნობა:

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან არსებული სიწმინდეების შემოწირვის კომისია წმინდა სინოდის 2011 წლის 22 მარტის სხდომაზე დაარსდა (ჟურნალი № 31), როგორც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან არსებული სიწმინდეთა გადატანის საკითხების სამუშაო ჯგუფი, ხოლო 2011 წლის 30 მაისის სხდომაზე (ჟურნალი № 57) სახელი გადაერქვა და ეწოდა სიწმინდეთა შემოწირვის საკითხთა კომისია. მართლმადიდებლური მომლოცველობის განვითარების კომისია დაარსდა წმინდა სინოდის 2020 წლის 25 აგვისტოს სხდომაზე (ჟურნალი № 70).

დაადგინეს:

1. გაერთიანდეს ერთ კომისიაში გაერთიანდეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან არსებული სიწმინდეების შემოწირვის კომისია და მართლმადიდებლური მომლოცველობის განვითარების კომისია და ახალშექმნილ კომისიას ეწოდოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მომლოცველობის განვითარებისა და სიწმინდეების შემოწირვის კომისია.

2. დამტკიცებულ იქნეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მომლოცველობის განვითარებისა და სიწმინდეების შემოწირვის კომისიის დებულება.

3. დამტკიცდეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მომლოცველობის განვითარებისა და სიწმინდეების შემოწირვის კომისიის შემდეგი შემადგენლობა:

ა) სერგი-პოსადისა და დიმიტროვოს ეპისკოპოსი თომა – თავმჯდომარე;

ბ) დეკანოზი ვალენტინ ვასეჩკო, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) იღუმენი თეოფანე (ლუკიანოვი), მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების პროტოკოლის სექტორის გამგე;

დ) მღვდელი ვასილი კოვალჩუკი სერგის წმინდა სამების ლავრის კლირიკოსი – მდივანი;

ე) მღვდელი დიმიტრი პოპოვსკი, კოროლიოვის ოლქის კეთილმოწესე ქ. კოროლიოვის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი;

ვ) ბერდიაკონი პოლიკარპე (ტიბანოვი), სერგის წმინდა სამების ლავრის მომლოცველთა ცენტრის დირექტორი;

ზ) დიაკონი სერგი (ტურკეევი) მოსკოვის საპატრიარქოს მომლოცველთა ცენტრის დირექტორი;

თ) ელენე გრიგოლის ასული ბალაშოვა, რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური განყოფილების თანამშრომელი;

ი) ალექსანდრე ვლადიმერის ძე ბობკოვი, მოსკოვის საპატრიარქოს სამართლებრივი სამმართველოს თანამშრომელი;

კ) იგორ ვლადიმერის ძე მეშჩანი, ეკლესიის საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე;

ლ) დარია ალექსანდრეს ასული სტრიჟოვა, კულტურის საკითხებში საპატრიარქოს საბჭოს თანამშრომელი;

მ) ლიუდმილა არკადის ასული ტიშჩუკი, მოსკოვის საპატრიარქოს საზღვარგარეთულ დაწესებულებათა სამმართველოს თანამშრომელი.

ჟურნალი № 117

მოისმინეს:

მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის, სასულიერო სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა განაწილების კომისიის თავმჯდომარის, ვოსკრესენსკის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის დიონისეს მოხსენება სასულიერო სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა განაწილების წესის დაზუსტების აუცილებლობის შესახებ.

დაადგინეს:

ცენტრალური სასულიერო სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა განაწილების წესს, რომელიც წმინდა სინოდმა 2021 წლის 23-24 სექტემბრის სხდომაზე (ჟურნალი № 76) განსაზღვრა, დაემატოს პირველი პუნქტის შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „კურსდამთავრებული, მაშინაც კი, თუ მას სასულიერო სასწავლო დაწესებულებაში ჩაბარებისას მოსკოვში ან მოსკოვის ოლქში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მუდმივი რეგისტრაცია აქვს, მაგრამ სასულიერო სასწავლო დაწესებულებაში სხვა, რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებული ეპარქიის მღვდელთმთავრის რეკომენდაციით აბარებს, განაწილებით იმ ეპარქიის მმართველი მღვდელთმთავრის განკარგულებაში გადადის, რომლისგანაც რეკომენდაცია მიიღო“.

ჟურნალი № 118

მოისმინეს:

ეპარქიათა მღვდელთმთავრების თხოვნები ეპარქიულ სასულიერო სემინარიებში სამაგისტრო პროგრამების გახსნის თაობაზე, თანდართული დეკანოზ მაქსიმე კოზლოვის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარის, პატაკებით.

ცნობა:

2018 წლის 15 ოქტომბერს (ჟურნალი № 89), წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ ახალი სამაგისტრო პროგრამები სასულიერო სასწავლო დაწესებულებებში ამიერიდან გაიხსნება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით სასწავლო კომიტეტის წარდგინებისა და იმ საეპარქიო მღდელთმთავრის თხოვნის საფუძველზე, რომლის გამგებლობაშიც არის სასულიერო სასწავლო დაწესებულება.

დაადგინეს:

1. კრუტიცის და კოლომნის მიტროპოლიტის პავლეს თხოვნასთან დაკავშირებით კოლომნის სასულიერო სემინარიაში გაიხსნას სამაგისტრო პროგრამა პროფილით „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია ХХ საუკუნეში“.

2. ყაზანისა და თათარსტანის მიტროპოლიტის კირილეს თხოვნასთან დაკავშირებით ყაზანის სასულიერო სემინარიაში გაიხსნას სამაგისტრო პროგრამა პროფილით: „მართლმადიდებლური თეოლოგია: კონფესიური ისლამისმცოდნეობა“.

ჟურნალი № 119

მოისმინეს:

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარის, კურსკისა და რილის მიტროპოლიტის გერმანეს თხოვნა კურსკის სასულიერო სემინარიის რექტორად ჟელეზნოგორსკისა და ლგოვის ეპისკოპოსის პაისის დანიშვნის თაობაზე, თანდართული დეკანოზ მაქსიმე კოზლოვის პატაკით.

ცნობა:

წმინდა სინოდის 2020 წლის 16-17 ივლისის (ჟურნალი № 42) გადაწყვეტილებით ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი პაისი დაინიშნა კურსკის სასულიერო სემინარიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად. ამასთან, მისი რექტორად დანიშვნის საკითხის განხილვა გადაწყდა მას შემდეგ, რაც ის საკანდიდატო დისერტაციას დაიცავდა. 2021 წლის 11 ნოემბერს ქალაქ პრეშოვის (სლოვაკეთი) უნივერსიტეტში ეპისკოპოსმა პაისიმ წარმატებით დაიცვა დისერტაცია თეოლოგიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (ThDr), რაც რუსეთის ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხს შეესაბამება.

დაადგინეს:

კურსკის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნოს ჟელეზნოგორსკისა და ლგოვის ეპისკოპოსი პაისი.

 ჟურნალი № 120

მოისმინეს:

მონასტრებისა და მონაზვნობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის, კაშირის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის თეოგნოსტეს პატაკები ეპარქიების მმართველებისგან შემოსულ თხოვნებთან დაკავშირებით.

დაადგინეს:

1. ვლადივოსტოკისა და პრიმორსკის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის ვლადიმერის თხოვნით თანამდებობიდან გათავისუფლდეს პრიმორსკის მხარის ნადეჟდის რაიონის დაბა რაზდოლნოიეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დედათა მონასტრის იღუმენია ფილარეტა (ფურმანოვა) და ამ თანამდებობაზე დაინიშნოს მონაზონი თეოდოსია (ბაიკოვა).

2. კოსტრომისა და ნერეხტის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის ფერაპონტეს თხოვნასთან დაკავშირებით:

ა) დაინიშნოს არქიმანდრიტი კირიონი (რადიონოვი) კოსტრომის ოლქის ბუისკის რაიონის სვიატო-პრედტეჩის (წმინდა ნათლისმცემლის) იაკობ-ჟელეზნობოროვოს მამათა მონასტრის იღუმენის თანამდებობაზე.

б) გათავისუფლდეს იღუმენია ვერა (მორევა) კოსტრომის ოლქის ბუისკის რაიონის სოფელ დომნინოს წმინდა ვნებადამთმენელი სამეფო ოჯახის დედათა მონასტრის იღუმენიას თანამდებობიდან.

3. ჩელიაბინსკისა და მიასის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის ალექსის თხოვნით იღუმენი ნესტორი (ბოლკოვი) დაინიშნოს ქალაქ ჩელიაბინსკის ბოგოიავლენსკის (უფლის გამოცხადების) მამათა მონასტრის იღუმენის თანამდებობაზე.

4. სერდობისა და სპასის ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსის მიტროფანეს თხოვნით დაინიშნოს მღვდელმონაზონი მიქეა (მიგუნოვი) პენზის ოლქის სერდობის რაიონის საზანიეს დაბის ყაზანის ალექსი-სერგის უდაბნოს საზანის მღვიმის მამათა მონასტრის იღუმენის თანამდებობაზე.

ჟურნალი № 121

მოისმინეს:

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს წინადადება წმინდა სინოდის დროებითი წევრების უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე.

დაადგინეს:

გაგრძელდეს წმინდა სინოდის 2021-2022 წლის ზამთრის სესიაზე დასასწრებად მოწვეული იერარქების უფლებამოსილებანი 2022 წლის (თებერვალი-აგვისტო) .ზაფხულის სესიის პერიოდისთვის.

 

 

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მისალოცი წერილი გაგზავნა უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

01.02.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს აღასყდრების დღე მიულოცა

01.02.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა

11.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ქრისტეს ჯვარი ღვთის მადლით ავსებს ჩვენს ცხოვრებას

27.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა ვლადიმერის საერთო სანათლავი ემბაზიდან დაწყებული ერთობის დარღვევა შეუძლებელია

14.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონის მოუწოდებს, დაიცვან რუსეთის მოქალაქეები დასავლური „ღირებულებებისაგან“

21.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარის კომენტარი ქრისტიანულ სიწმინდეთა შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ პანაღია სუმელას სავანეში (ტრაპიზონი, თურქეთი)

05.02.2022

რუსეთის პრეზიდენტმა მიტროპოლიტი ილარიონი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა

02.02.2022

მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მილოცვა გაუგზავნა

27.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب