
მოსკოვის საპატრიარქო
გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა
2021 წლის 28 დეკემბერს მოსკოვში ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საპატრიარქო დარბაზში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა.
შეხვედრის დროს წარმოადგინეს ცნობები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური დაწესებულებების საქმიანობის შესახებ.
დასასრულს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მადლობა მოახსენა სხდომის მონაწილეებს მუშაობისთვის და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
შემდეგ უწმინდესმა მეუფემ გასცა საეკლესიო ჯილდოები.
გულმოდგინე მწყემსმთავრული ღვაწლის გათვალისწინებითა და დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით სინოდალური მისიონერული განყოფილების თავმჯდომარეს ბელგოროდისა და სტაროოსკოლის მიტროპოლიტ იოანეს პატრიარქის სამახსოვრო პანაღია ებოძა.
გულმოდგინე მწყემსმთავრული ღვაწლის გათვალიწინებითა და დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით საპატიმროებში მსახურების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე რამენის ეპისკოპოსი ირინარქი დაჯილდოვდა ღირსი სერაფიმე საროველის III ხარისხის ორდენით.
ხვალ, 29 დეკემბერს, დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში უწმინდესი პატრიარქი კირილე უხელმძღვანელებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2021 წლის ბოლო სხდომას.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს პრეს-სამსახური /
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021