მთავარი გვერდი ახალი ამბები
მოსკოვში გაიმართა XVI კონკურსის „განათლება წიგნის …

მოსკოვში გაიმართა XVI კონკურსის „განათლება წიგნის მეშვეობით“ ლაურეატი-გამოცემების პრეზენტაცია


2021 წლის 27 დეკემბერს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში „წიგნის პალატა ჩერნიგოვში“ გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგამომცემლო საბჭოს გამოცემათა XVI ღია კონკურსის – „განათლება წიგნის მეშვეობით“ („Просвещение через книгу“) ლაურეატი-წიგნების პრეზენტაცია.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, საგამომცემლო სახლის „შემეცნება“ („Познание“) მთავარმა რდაქტორმა; კალუგისა და ბოროვის მიტროპოლიტმა კლიმენტიმ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარემ; კონსტანტინე პეტრეს ძე კოვალიოვ-სლუჩევსკიმ, პატრიარქის ლიტერატურული პრემიის ლაურეატმა; ალექსი ალექსანდრეს ძე პუზაკოვმა, მოსკოვის სინოდალური გალობის გუნდის ხელმძღვანელმა, რუსეთის დამსახურებულმა არტისტმა; დიმიტრი ალექსანდრეს ძე ვდოვიხმა, სოციალურ-კულტურული ინიციატივების ფონდის სერიის „რუსეთის წმინდანები“ კოორდინატორმა.

თავის მისასალმებელ სიტყვაში ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა ცენტრის „წიგნის პალატა ჩერნიგოვში“ შექმნის მიზანზე.

„ეს ცენტრი ჩაფიქრებულია, როგორც იმ ადამიანების შეხვედრის ადგილი, როლებსაც უყვართ და რომლებიც კითხულობენ წიგნებს, – აღნიშნა, კერძოდ, მეუფემ. – ვიმედოვნებ, რომ ეს ცენტრი საინტერესო შეხვედრებისა და საუბრების ადგილად იქცევა. ჩვენ აქ ისეთ წიგნებს წარმოვადგენთ, რომლებიც იწერება, გამოიცემება ან ხელახლა გამოიცემება იმისათვის, რომ მეტი ყურდღება მიიზიდოს საეკლესიო ლიტერატურამ“.

შემდეგ შეკრებილთ მიმართა კალუგისა და ბოროვის მიტროპოლიტმა კლიმენტიმ, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ დროთა განმავლობაში „განათლების ეს სასულიერო და კულტურული კერა ლიტერატურის მოყვარულთა მიზიდვის ნამდვილი ცენტრი გახდება“.

როგორც კონკურსის – „განათლება წიგნის მეშვეობით“ თავმჯდომარე მეუფე კლიმენტიმ აქცენტი გააკეთა გასული XVI საპრემიო სეზონის თავისებურებებზე. ამასთან, მან ცალკე გამოყო თეოლოგიის ბაკალავრიატისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების სერია, რომელიც საგამომცემლო სახლის „შემეცნება“ მიერ გამოიცა წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის მონაწილეობითა და უწმინდესი პატრიარქის კირილეს პირადი მეთვალყურეობით.

მიტროპოლიტმა ილარიონმა წარმოადგინა ორი თავისი წიგნი „ღვთისმშობლის საიდუმლო. პირველ საუკუნეში მარადის ქალწულ მარიამის თაყვანისცემის ისტორია და სათავეები“ და „დოსტოევსკის სახარება“, რომლებიც საგამომცემლო კონკურსის ლაურეატები გახდნენ ნომინაციებში „საუკეთესი სასულიერო-საგანმანათლებლო გამოცემა“ და „საუკეთესო სასულიერო-პატრიოტული წიგნი“ და ისაუბრა მათი შექმნის ისტორიაზე.

წიგნის „ღვისმშობლის საიდუმლო“ ჩანაფიქრის შესახებ საუბრისას მეუფემ აღნიშნა, რომ მისი დაწერის იდეა პანდემიის დასაწყისში გაუჩნდა, როცა ხარების დღესასწაულზე იკითხება ძველი აღთქმის ნაწყვეტი შეუწველი მაყვლის ბუჩქის შესახებ, რომელიც ღვთისმშობლის ძველაღთქმისეულ წინასახეს წარმოადგენს.

ფილმის შექმნის, შემდეგ კი წიგნის „დოსტოევსკის სახარება“ დაწერის იდეა მიტროპოლიტ ილარიონს მას შემდეგ დაებადა, რაც გამოჩენილი რუსი დიპლომატის ა.ვ. იაკოვენკოსგან საჩუქრად მიიღო სახარების ფაქსიმილური გამოცემა, რომლითაც დოსტოევსკი სარგებლობდა კატორღაში, და ორი ტომი კვლევებისა იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა სახარებამ დოსტოევსკის შემოქმედებაზე.

თავის წიგნში მეუფე ილარიონი დაწვრილებით აღწერს, როგორი გავლენა იქონია სახარებამ მწერლის ცხოვრებაზე კატორღაში ყოფნისას და იქიდან გათავისფლების შემდეგ. „დოსტოევსკი ეძიებდა ქრისტეს თავისი შემოქმედებით, – ბრძანა მიტროპოლიტმა ილარიონმა. – ის ცდილობდა, მიახლებოდა ქრისტეს ქრისტეს მსგავსი გმირებით, რომლებსაც თავად ქმნიდა: თავადი მიშკინი, სტარეცი ტიხონი, ალიოშა კარამაზოვი“.

მეუფემ ასევე აღნიშნა, რომ თავის წიგნში ის თ.მ. დოსტოევსკის ლ.ნ. ტოლსტოის ადარებს: „ისინი ორივენი კითხულობდნენ სახარებას, მაგრამ სხვადასხვაგვარად წაიკითხეს რაღაცეები. ტოლსტოი ეძიებდა მორალს, ხოლო დოსტოევსკი ეძიებდა ქრისტეს, როგორც ღმერთკაცს“.

„განათლება წიგნის საშუალებით“ კონკურსში გამარჯვებულთა შორის წარმოდგენილი იყო საგამომცემლო სახლის „შემეცნება“ კიდევ ერთი წიგნი – კიკოსისა და ტილირიის მიტროპოლიტის (კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია) ნიკიფორეს „თანამედროვე უკრაინული საკითხი და მისი გადაწყვეტა საღვთო და წმინდა კანონების მიხედვით“. წიგნი კონკურსის ლაურეატი გახდა ნომინაციაში „საუკეთესო სასულიერო-პატრიოტული წიგნი“.

აღნიშნული წიგნის შესახებ ისაუბრა მისმა მთარგმნელმა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომელმა დიაკონმა თეოდორე შულგამ. „მეუფე ნიკიფორე თავის წიგნში მიდის იმ დასკვნამდე, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი არის პასუხისმგებელი უკრაინაში მომხდარ განხეთქილებაზე“. –განაცხადა მან. დიაკონმა თეოდორემ ასევე აღნიშნა, რომ წიგნის გამოცემისას „განყოფილებამ გაუგზავნა მირტოპოლიტ ნიკიფორეს დიკუმენტები, რომლებიც დაეხმარა მას განხეთქილების შესახებ უფრო გარკვეული წარმოდგენა შექმნოდა“.

შემდეგ კონსტანტინე პეტრეს ძე კოვალიოვ-სლუჩევსკიმ წარმოადგინა თავისი წიგნი, რომელიც მას მოსკოვის სინოდალური გალობის გუნდის 300 წლისთავს მიუძღვნა. წიგნი კონკურსის ლაურეატი გახდა ნომინაციაში „საუკეთესო სასულიერო-პატრიოტული წიგნი“.

პრეზენტაციის დასასრულს სოციალურ-კულტურულ ინიციატივათა განყოფილების თანამშრომელმა დ.ა. ვდოვოხმა ისაუბრა სერიაზე „რუსეთის წმინდანები“. ამ სერიის თითოეული წიგნი წარმოადგენს სტატიების კრებულს, რომლებიც ეძღვნება ბიოგრაფიული და ისტორიული მონაცემების განხილვას, წინდანების სახეების ანალიზს ხელოვნებათმცოდნეობისა და სულიერი მემკვიდრეობის თვალსაზრისით. ამ საგამომცემლო პროექტმა 2021 წლის კონკურსის – „განათლება წიგნის მეშვეობით“ – მთავარი პრიზი მიიღო.

საგამომცემლო სახლი „შემეცნება /

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

 

 

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა

23.01.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ტირანასა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს მისი მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

22.01.2022

უწმიდესი პატრიარქი კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

21.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: „ეკატერინბურგის ნეშტების“ ნამდვილობის აღიარებისთვის ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილებაა საჭირო

24.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა გამოხატა თანაგრძნობა სსკგ-ის მრავალწლიანი თანამშრომლის დეკანოზ ალექსანდრე მაკაროვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.01.2022

ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოში შედგა დეკანოზ ნიკოლოზ კარასევის სადოქტორო დისერტაციის დაცვა

23.01.2022

ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოში შედგა მღვდელმონაზონ გაბრიელის (მელნიკოვი) სადოქტორო დისერტაციის დაცვა

23.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა

23.01.2022

სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ტიხონმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს ეპისკოპოსად ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა

22.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის ინტრონიზაციის თარიღი მიულოცა

22.01.2022

ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა

21.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა

21.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب