
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლებმა და კათოლიკებმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ, რომ გაუმჯობესდეს ქრისტიანთა მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში

რომის პაპ ფრანცისკესთან თავისი ბოლო შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართა, სსკგ-ის თავმჯდომარემ ისაუბრა პროგრამის ,,ეკლესია და მსოფლიო“ ეთერში. წამყვანის შეკითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა შემდეგ შეხვედრას პაპ ფრანცისკესა და პატრიარქ კირილეს შორის, სსკგ-ის თავმჯდომარემ უპასუხა: ,,ასეთი შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს. როდესაც ყველა დეტალი იქნება შეთანხმებული, რომელიც შეხვედრის დროსა და ადგილს ეხება, ჩვენ ამის შესახებ განვაცხადებთ. ჯერჯერობით ადრეა ამაზე განცხადების გაკეთება“.
რუსეთის მართლმადიდებელი და რომაულ-კათოლიკური ეკლესიების ისტორიაში ორ მეთაურს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა ხუთი წლის წინ, 2016 წლის თებერვალში.
,,ეს შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, − ისაუბრა მიტროპოლიტმა ილარიონმა. − მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად იყო ძმური ურთიერთობა, თუმცა იქ არაფერი თქმულა ერთმანეთთან დაახლოების, გაერთიანების შესახებ. ამჟამად ბევრი ამბობს, რომ მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები. არანაირი ფარული მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, არანაირი გაერთიანება არ იგეგმება. მაგრამ ის, რომ ორმა უმსხვილესმა ქრისტიანულმა ეკლესიამ ერთად უნდა იმოქმედოს, ახლა სრულიად აშკარაა“.
თუმცა სსკგ-ის თავმჯდომარის სიტყვებით, ჰავანაში პაპ ფრანცისკესა და პატრიარქ კირილეს შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ქრისტიანთა მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. ,,ეს მდგომარეობა რჩება, სამწუხაროდ, ძალიან რთული. ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში ქრისტიანობამ არამცთუ კლება დაიწყო, არამედ ფაქტიურად არსებობაც კი შეწყვიტა − ეს ტრაგიკული სიტუაციაა მილიონობით ქრისტიანისთვის. ორი უმსხვილესი ქრისტიანული ეკლესიის ერთობლივი ძალისხმევა იმისთვის, რომ შემსუბუქდეს მათი მდგომარეობა, − ესაა დროის იმპერატივი, − ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021