
მოსკოვის საპატრიარქო
ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი: პატრიარქი ბართლომეოსი დიდი ხანია მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა
„პატრიარქ ბართლომეოსის ქმედებებმა მსოფლიო მართლმადიდებლობა ფაქტიურ განხეთქილებამდე მიიყვანა,“ – განაცხადა ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტმა თეოდოსიმ ტელეარხის UkrLive-ის ეთერში სოციალურ და საგანმანათლებლო გადაცემაში „იერარქის სიტყვა“.
მეუფემ ასევე აღნიშნა, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიის წინამძღვარმა უკვე სრულად გააცნობიერა მეუ-სთვის „ტომოსის“ გადაცემაში დაშვებული თავისი ტაქტიკური შეცდომა, მაგრამ არ შეუძლია ამის აღიარება, რათა ავტორიტეტი არ დაკარგოს.
„პატრიარქი ბართლომეოსი უკვე დიდი ხანია მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა – ტაქტიკური, და არა სტრატეგიული. ვფიქრობ, ის დარწმუნებულია, რომ სტრატეგიულად სწორად მოიქცა. ეს კონსტანტინეპოლის ეკლესიის ღრმა გაგებაა, რომელიც კანონების გაგების საეკლესიო ტრადიციას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა იერარქმა.
ამასთან, მიტროპოლიტმა თეოდოსიმ აღნიშნა, რომ ადამიანი, თუნდაც აცნობიერებდეს, რომ შეცდომა დაუშვა, ყოველთვის არ არის მზად მისი აღიარებისთვის.
„ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ხდება ახლა პატრიარქ ბართლომეოსის შემთხვევაში. არ შესწევს რა ძალები, აღიაროს საკუთარი შეცდომა, იგი აგრძელებს შავს უწოდოს თეთრი და პირიქით, არწმუნებს საკუთარ თავს იმაში, რომ მართალია, თუმცა მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის ნათელია, რომ არავითარი გაერთიანება არ მომხდარა და არც შეიძლებოდა მომხდარიყო. იმიტომ რომ უკრაინის ყველაზე დიდ კონფესიას, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც თავის თავში უსიტყვოდ მოიცავს უკრაინის მართლმადიდებელთა უმრავლესობას, მათ ეგრეთ წოდებულ გამაერთიანებელ კრებასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდა“, – განაცხადა იერარქმა.
მიტროპოლიტ თეოდოსის თქმით, „განხეთქილების სხვადასხვა შტოები ერთმანეთში გაერთიანდნენ და უეცრად, პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვით, ნამდვილი ეკლესიის ადგილი დაიკავეს“.
„სიმულიაკრმა დაიკავა ეკლესიის ადგილი, რომელიც ისტორიულად აქ ათასობით წლის განმავლობაში არსებობს. ის, თუ როგორ ხედავდა პატრიარქი ბართლომეოსი ვითარებას ფანარიონის რეზიდენციის ფანჯრიდან, ძალიან განსხვავდება ვითარების იმ რეალური ხედვისგან, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და გვესმის აქ, უკრაინაში, ყოველდღიურ საეკლესიო ცხოვრებაში. ეს სრულიად განსხვავებული რამ არის. ამასთან, ვიმეორებ, ვფიქრობ, რომ პატრიარქმა ბართლომეოსმა სრულად გააცნობიერა თავისი ტაქტიკური შეცდომა, მაგრამ არ შეუძლია ამის აღიარება, რათა თავისი ავტორიტეტი არ დაკარგოს. ასე ემართებათ, სამწუხაროდ, ამპარტავან ხალხთან“, – კონსტატირება მოახდინა ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტმა თეოდოსიმ.
სსკგ-ის კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021