მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: როცა მონასტრიდან მონაზვნების განდ…

მიტროპოლიტი ილარიონი: როცა მონასტრიდან მონაზვნების განდევნა და ჯვრის აფეთქებაა შემოთავაზებული, ამას არავითარი გამართლება არ გააჩნია

2021 წლის 18 დეკემბერს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ „Россия 24“-ზე გამოდის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინე გრაჩევას და ტელემაყურებლების კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: გამარჯობა! ეს არის გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“ ტელეარხ „Россия 24“-ზე. ჩვენ ყოველ გამოსასვლელ დღეს რუსეთსა და მსოფლიოში არსებულ მთავარ თემებზე კითხვებს ვუსვამთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს. მეუფევ, მოგესალმებით!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმები, ეკატერინე! მოგესალმებით, ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: ამ კვირაში სახელმწიფო სათათბიროს ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხების კომიტეტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს ინტერნეტში ფილმებისა და სერიალების ჩვენების მოთხოვნების გამკაცრების შესახებ, სადაც არის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების სცენები და გადახრები. ახლა, როგორც ვიცით, ეს კანონი კრძალავს არასრულწლოვანთა შორის პროპაგანდას. მოცემული ინიციატივა – ეს უკვე პირდაპირი შესვლაა ზრდასრულების ტერიტორიაზე, რომლებმაც არჩევანი გააკეთეს: მათ თავად გადაწყვიტეს, ვისთან ერთად იცხოვრონ, როგორი ეროტიკული შინაარსის ფილმებს უყურონ. როგორ მიგაჩნიათ, არის თუ არა ეს ზრდასრული არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების უფლებების დარღვევა?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება მოაწესრიგოს საინფორმაციო პოლიტიკა არა მხოლოდ ტელეარხებზე, არამედ ინტერნეტშიც – იმ მოედნებზე და პლატფორმებზე, რომლებსაც სახელმწიფო აკონტროლებს. ინტერნეტში ბევრი უკონტროლო კონტენტია, და ვისაც მათი მოძიება სურთ, ისინი გვერდს აუვლიან აკრძალვებს, რომლებიც ამის შესახებ არსებობს.

მაგრამ საკითხი ხომ იმაში მდგომარეობს, თუ რა პროდუქტია ხალხისთვის შეთავაზებული, რას უყურებენ ისინი. შეზღუდვები უკვე არსებობს: აკრძალულია, მაგალითად, ძალადობის სცენები, უცენზურო ლექსიკა, მიუხედავად ამისა, ინტერნეტში ბევრია ერთიც და მეორეც. მე ვფიქრობ, ეს აკრძალვაც იქნება გვერდავლილი. ამასთან, ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც მიმართულია ოჯახის მთლიანობის შენარჩუნებისკენ, ტრადიციული ოჯახის (ანუ, რომელიც შედგება ორი მეუღლისგან – კაცისგან და ქალისგან) მხარდასაჭერად, უნდა იყოს მხარდაჭერილი, განსაკუთრებით დღევანდელ რთულ დემოგრაფიულ პირობებში.

ე. გრაჩევა: მოსკოვში ხელი მოეწერა ქარტიას „ბავშვობის ციფრული ეთიკა“, მას შეუერთდა ცხრა ინტერნეტკომპანია. ეს ქარტია განსაზღვრავს ძირითად პრინციპებს, ღირებულებებს და ქცევის წესებს ონლაინ სივრცეში. ამ ქარტიაში გასაწევრიანებლად მიწვეული არიან უცხოური კომპანიებიც, სხვა საკითხია, ისინი მოინდომებენ თუ არა გაწევრიანებას. ბოლო დრომდე, მე არ მახსოვს, რომ უცხოური კომპანიები ცდილობდნენ ხელი მოეწერათ რაიმე ეთიკის კოდექსისთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. როგორ ფიქრობთ, ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივაა, რადგან ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები ყველა სახის მავნე გავლენისგან. სამწუხაროდ, რასაც ახლა დასავლეთში ვხედავთ – ეს სხვა არაფერია, თუ არა ბავშვების გარყვნა, რომლებსაც თითქმის ჩვილობიდან, სკოლამდელი ასაკიდან სხვადასხვა სახის სექსუალური გარყვნილების სწავლებას უწყებენ. როცა ბიჭს ეუბნებიან: შენ ჯერ კიდევ უნდა მოიფიქრო, ბიჭი ხარ თუ გინდა გოგო გახდე, და თუ გინდა გოგო გახდე, მაშინ ამაში დაგეხმარებიან; ჩვილობიდანვე უნერგავენ, რომ ბიოლოგიური სქესი – ეს სხვა რამეა, ვიდრე გენდერი, რომელიც თითქოს ადამიანს თავად შეუძლია თავისთვის აირჩიოს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბავშვებსა და მოზარდებს სქესის შეცვლის ოპერაციებს უტარებენ. მე ვფიქრობ, რომ მისასალმებელია ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც მიმართულია ბავშვების ამგვარი გავლენისგან თავის დასაცავად, მაგრამ ვეთანხმები იმასაც, რომ უცხოური კომპანიები, რომლებიც არ უჭერენ მხარს ასეთ პოლიტიკას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ წამოწყებას შეურთდნენ.

ე. გრაჩევა: მეუფევ, მოსკოვში ჩატარდა სრულიად რუსული კონფერენცია თეოლოგიაზე (თუმცა იქ უცხოელი მონაწილეებიც იყვნენ). პატრიარქმა კირილემ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისალმებები გაგზავნეს. აღსანიშნავია რომ კონფერენცია მოსკოვის ფიზიკურ-საინჟირნო ინსტიტუტში (МИФИ) გაიხსნა, და რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიაში (РАНХиГС) გაგრძელდა – საერო საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება ბევრს კითხვა გაუჩნდეს: რა საჭიროა საერო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის, რომლებიც უკვე დიდი რაოდენობის დისციპლინებით არიან გადატვირთულები, კიდევ თეოლოგია, რა კავშირია აქ? ასეთ სკეპტიკოსებს რას უპასუხებდით?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე უკვე მრავალი წელია ასეთ სკეპტიკოსებს ვპასუხობ, ვინაიდან მე მოსკოვის ფიზიკურ-საინჟინრო ინსტიტუტში თეოლოგიის კათედრის გამგე ვარ. როდესაც ცხრა წლის წინ ჩვენ ეს კათედრა შევქმენით, გაჩნდა უამრავი კითხვა: რაში სჭირდებათ ბირთვულ მეცნიერებს თეოლოგია? ასეთი კითხვებს სვამენ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებითაც, სადაც თეოლოგიის კათედრები გაჩნდა. მაგრამ იგივე წარმატებით შეიძლება დაისვას კითხვა: რაში სჭირდებით ბირთვული დარგის მეცნიერებს რუსეთის ისტორიის ცოდნა ან დოსტოევსკის და საერთოდ ლიტერატურის შესწავლა?

თავად სიტყვა „უნივერსიტეტი“ გულისხმობს, რომ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადამიანი მიიღებს არა მხოლოდ ვიწრო სპეციალიზაციას, არამედ ცოდნას საგნების ფართო სპექტრში. არავინ ახვევს თავს თეოლოგიას არც ბირთვულ მეცნიერებს და არც ეროვნული მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის დარგის სპეციალისტებს. თუმცა, თეოლოგიის კათედრები და თეოლოგიის პროგრამები არსებობს იმისთვის, რომ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ რელიგიურ ტრადიციებს გაეცნონ და ამა თუ იმ რელიგიურ ტრადიციის შესახებ მისი მატარებლების ბაგეებიდან გაიგონ, ამის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ჩვენი სტუდენტები ასეთ შესაძლებლობას სამოცდაათი წლის განმავლობაში მოკლებულები იყვნენ. რელიგია ყოველმხრივ დადუმებული იყო, იყო დევნილი და სტუდენტებს ეგრეთ წოდებულ „მეცნიერულ ათეიზმს“ ასწავლიდნენ, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენდა სხვადასხვა სახის მითების კრებულს რელიგიურ ტრადიციებზე. ახლა ჩვენ მოვახერხეთ ამ მდგომარეობის გამოსწორება და თეოლოგია სახელმწიფოს მიერ აღიარებული სამეცნიერო საგანია, ეს არის სამეცნიერო სფერო. ჩვენ გავცემთ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომებს თეოლოგიაში, სახელმწიფოს მსგავს დიპლომებს.

მაგრამ ეს არ კეთდება ხალხის ინდოქტრინიზაციის მიზნით: ჩვენ თეოლოგიის კათედრებს არ ვაქცევთ ეკლესიის ამბიონებად. ჩვენ მხოლოდ მსურველ სტუდენტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, გაეცნონ რელიგიურ ტრადიციებს და მიიღონ ინფორმაცია, როგორც იტყვიან, პირველი პირიდან.

გარდა ამისა, როგორც მისასალმებელ სიტყვაში ითქვა, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინმა ჩვენს კონფერენციაზე გამოუგზავნა, „რელიგიური ტრადიციების შესწავლა – ეს საზოგადოებაში სტაბილურობის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“, რადგან, სამწუხაროდ, დღეს ბევრი ექსტრემისტი და ტერორისტი თავის ქმედებებსა და იდეოლოგიას რელიგიური ლოზუნგებით ხსნის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ყველა სტუდენტმა იცოდეს, სად და რომელი რელიგიაა, და რას ასწავლის: მაგალითად რას წარმოადგენს ისლამის მოძღვრება, და რას – მისი დამახინჯება. ამისთვის იქმნება თეოლოგიური კათედრები და ეს რელიგიათაშორისი პროექტია. მასში მონაწილეობენ მართლმადიდებლებიც, მუსლიმებიც და იუდეველებიც – რუსეთში ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლები.

ე. გრაჩევა: მეუფევ, წინა დღეებში თქვენ წარმოადგინეთ ახალი პროექტი „ერთად ვკითხულობთ ბიბლიას“: „ახალი აღთქმა“ – წმინდა წერილი აუდიო ფორმატში, რომელსაც მსახიობები როლების მიხედვით კითხულობენ. არის მუსიკალური აკომპანიმენტი და თქვენ, როგორც კომპოზიტორი, მონაწილეობთ ამ პროექტში. თავისი არსით, ეს არის აუდიო სპექტაკლი. როდესაც ამის მსგავსად მიმდინარეობდა ლევ ტოლსტოის, დოსტოევსკის, პუშკინის ნაწარმოებების კითხვა, ამან მაყურებლის დიდი რაოდენობა მიიპყრო. როგორ ფიქრობთ, წმინდა წერილს დღეს ისეთივე მასობრივი აუდიტორიის შეკრება შეუძლია?

მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა წერილი მასობრივ აუდიტორიას უკვე აგროვებს. მოდით არ დავივიწყოთ, რომ ბიბლია – ეს ყველაზე წაკითხვადი და წიგნების ბეჭდვის გამოგონების შემდეგ ყველაზე ხშირად გამოცემული წიგნია დედამიწაზე. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბიბლია ასევე აუდიო ფორმატშიც ისმოდეს? დღეს ბევრი არ კითხულობს დაწერილ ტექსტებს, ამავდროულად საათობით უსმენენ რაღაცას, როცა, მაგალითად, სამსახურში მანქანით მიდიან. მთელი ახალი აღთქმა – ეს არის მხოლოდ 20 საათი აუდიო ფორმატში, ხოლო მთლიანი ბიბლია – სხვადასხვა ვერსიებიდან გამომდინარე – 120-დან 150 საათამდეა აუდიო ფორმატში, ანუ არ არის რაღაც ზებუნებრივი მიღწევა – მთელი ბიბლიის მოსმენა რამდენიმე კვირაში.

რატომ გადავწყვიტეთ ბიბლიის გაკეთება როლების წაკითხვის სწორედ ასეთ ფორმატში? იმის გამო, რომ ის აღქმას ძალიან აცოცხლებს, და როდესაც მუსიკაზე იდება, ძალიან ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, თუნდაც წმინდა ესთეტიკურს. უნდა ვთქვა, რომ ამ პროექტში მე ვმონაწილეობდი როგორც არა მხოლოდ კომპოზიტორი. ყველა თავს რამდენჯერმე ვუსმენდი, ვასწორებდი აქცენტებს, ვმუშაობდი მსახიობებთან, ვაღწევდი იმას, რომ მსახიობებს ბუნებრივად წაეკითხათ, და არა ისე, როგორც მათ ზოგჯერ სჩვევიათ, ხელოვნური ინტონაციით.

ეს პროექტი პატრიარქს მის 75-ე წლის იუბილეზე წარვუდგინე. დიდი იმედი მაქვს, რომ ის მოთხოვნადი იქნება არა მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, არამედ სხვა ქრისტიანულ კონფესიებშიც. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია უსასყიდლოდ: საკმარისია თქვენს მობილურ ტელეფონზე შეხვიდეთ AppStore-ში ან სხვა სერვისებში, აკრიფოთ „Читаем Библию вместе“ („ერთად ვკითხულობთ ბიბლიას“) და დაუყოვნებლივ მიიღებთ ამ პროდუქტს უფასოდ. მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ნაწილია მზად – ახალი აღთქმა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ 2022 წლის განმავლობაში ბიბლიას სრულად დავასრულებთ.

ე. გრაჩევა: გილოცავთ ახალ როლს. ფაქტობრივად, თქვენ ამ პროექტის როგორც შოურანერი გამოხვედით, – როგორც აშშ-ში იტყოდნენ.

მეუფევ, ესპანეთში გაცხარებული დისკუსიები გრძელდება „ისტორიულ ხსოვნასთან“ დაკავშირებულ კანონზე, რომელსაც ახლა მთავრობა ამუშავებს. პარლამენტმა ეს ზამთრის განმავლობაში უნდა განიხილოს. ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს ფრანკოს რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის განდიდებას და, კერძოდ, გულისხმობს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კათოლიკური ძეგლის სეკულარიზაციას. საუბარია „დაცემულთა ველზე“ („Долина павших“). კანონპროექტის მიხედვით, ბენედიქტიელ მონაზვნეს (წმინდა ბენედიქტეს ორდენი) სააბატოდან განდევნიან და 150 მეტრიან ჯვარს (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი), რომელიც კომპლექსის თავზე მდებარეობს – ააფეთქებენ. თქვენ ალბათ თვალყურს ადევნებდით ამ კანონპროექტის განხილვას. როგორ კომენტარს გაუკეთებთ ამას?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე არა მარტო თვალყურს ვადევნებდი კანონპროექტის მიმდინარეობას, არამედ შევხვდი ამ თემასთან უშუალოდ დაკავშირებულ ზოგიერთ პირს, კერძოდ, ესპანეთის ელჩს. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ დისკუსიებით, რაც ამ ძეგლის ირგვლივ მიმდინარეობს. ისტორიული ხსოვნის აღდგენა – ეს ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებრივი მყოფობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ეხება როგორც ჩვენს ქვეყანას, ასევე ესპანეთს. მაგრამ როცა, ისტორიული ხსოვნის აღდგენის ან აქცენტის ამა თუ იმ მხარეზე გადატანის საფარქვეშ შემოთავაზებულია მონაზვნების მონასტრიდან გაძევება, ჯვრის აფეთქება, მაშინ ამას, რა თქმა უნდა, ვერანაირად მხარს ვერ დავუჭერთ. ამას ჩვენი გადმოსახედიდან არანაირი გამართლება არ აქვს.

მოდით, ჩვენი ისტორია გავიხსენოთ. ჩვენთან ხომ ტაძრებსაც აფეთქებდნენ, ჯვრებსაც ანადგურებდნენ, ხატებსაც წვავდნენ – ამ ყველაფერს ცარიზმის მემკვიდრეობა ეწოდა. მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარი ააფეთქეს, რადგან ეს „ცარიზმის მემკვიდრეობა“ იყო. ახლა კი ზუსტად მსგავსი მოღვაწენი, რომლებიც ესპანეთის ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამბობენ, რომ 150-მეტრიანი ჯვარი უნდა ააფეთქონ, რადგან ეს „ფრანკოიზმის მემკვიდრეობაა“. ახლა არ აქვს მნიშვნელობა, ეს ვისი მემკვიდრეობაა, თუკი ჯვარი დგას. ჯვარი – ეს ქრისტიანობის სიმბოლოა. ის ქრისტეს სადიდებლადაა აღმართული და არა ფრანკოს ან სხვა რომელიმე დიქტატორის საპატივცემულოდ.

თუ „დაცემულთა ველის“ შესახებ ვილაპარაკებთ, მაშინ მართლაც, ეს მემორიალური კომპლექსი ფრანსისკო ფრანკოს დროს შეიქმნა. მაგრამ იქ 30 ათასზე მეტი ადამიანია დაკრძალული – ესენი სამოქალაქო ომის მსხვერპლნი არიან, რომლებიც სხვადასხვა მხარეს იბრძოდნენ. მონაზვნები ამ ხალხის განსვენებისთვის ლოცულობენ. რატომ უნდა განდევნონ ისინი მონასტრიდან – ამას ვერავინ ხსნის. ჩვენ დიდად ვიმედოვნებთ იმას, რომ გონიერება გაიმარჯვებს და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღება, რომლებიც ყველა გარდაცვლილის ხსოვნის შენარჩუნების შესაძლებლობის მომცემი იქნება, მაგრამ ამასთანავე მთის წვერზე ჯვარი დარჩება, და ბერები განაგრძობენ თავიანთ მსახურებას იმ მონასტერში, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ და შრომობენ.

იმედი მაქვს, რომ კათოლიკური ეკლესია შეძლებს ამ ძეგლების დაცვას, და ესპანეთის ხელმძღვანელობა მიიღებს სწორ და დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს.

ე.გრაჩევა: დიდი მადლობა, მეუფევ, რომ ამ საიხლეებს კომენტარი გაუკეთეთ.

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობთ, ეკატერინე.

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა უპასუხა მაყურებლების შეკითხვებს, რომლებიც გადაცემის „ეკლესიისა და მსოფლიოს“ ვებ-გვერდზე იყო გამოგზავნილი.

კითხვა: მოგესალმებით, მეუფე ილარიონ! ჩვეულებრივად მღვდელთან აღსარებაზე სათითაოდ მისვლაა მიღებული, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვხდები საზოგადო აღსარების მოწმე, სადაც ინდივიდუალური კავშირი არ არის, და მღვდელი შენდობის ლოცვებს კითხულობს და ყველას საერთო ლოცვა-კურთხევას აძლევს. სწორია თუ არა ასეთი აღსარება და ამ ვარიანტით ხდება თუ არა ცოდვების მიტევება?

მიტროპოლიტი ილარიონი: საზოგადო აღსარება – ეს ინდივიდუალური აღსარების იძულებითი შემცვლელია. ეს ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც ძალიან ბევრი აღმსარებელია, როდესაც, მაგალითად, მხოლოდ ერთი მღვდელია, მაგრამ სამასი ადამიანი მოვიდა აღსარებაზე და მას ესმის, რომ თითოეულის ცალ-ცალკე მოსმენას და ამავე დროს ღვთისმსახურების შესრულებას ვერ შეძლებს. ასეთ შემთხვევებში საზოგადო აღსარება აღესრულება. საბჭოთა პერიოდში ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო, რადგან მღვდელი ცოტა იყო, ხოლო მრევლი – ბევრი. პოსტსაბჭოთა პერიოდში ეს პრაქტიკა თანდათან გავიდა მოხმარებიდან.

ბოლო დროს ის აღორძინებას განიცდის კორონავირუსის პანდემიაის გამო – ეს ერთ-ერთი სანიტარული ღონისძიებაა, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ დაინფიცირების რისკი შემცირდეს. როგორც თქვენ გესმით, თუ მღვდელი თითოეულ ადამიანთან ცალ-ცალკე ისაუბრებს, დაინფიცირების რისკი სერიოზულად იზრდება. მაგრამ ეს დროებითი ღონისძიებაა, ის მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ ყველა ჩვენგანს დაეხმაროს სწრაფად დავაღწიოთ თავი ამ პანდემიას.

საზოგადო აღსარება ინდივიდუალური აღსარების ასპრონცეტიან შემცვლელს არ წარმოადგენს. ხანდახან მაინც, თვეში ერთხელ ან რამდენიმე თვეში ერთხელ, საჭიროა ინდივიდუალურ აღსარებაზე მისვლა, რადგან თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი ცოდვები, რომლებიც მან თავისი ბაგეებით თავად უნდა დაასახელოს, მღვდელმა კი უნდა მოისმინოს ისინი, ილოცოს ამ ადამიანზე და შენდობის ლოცვა წაუკითხოს.

კითხვა: გაგონილი მაქვს, რომ იდეა ერთი ღმერთის შესახებ გაჩნდა ეგვიპტის ფარაონ ეხნატონის დროს ბიბლიის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე. მაშინ კაცობრიობა ჯერ კიდევ არ იყო მზად მიეღო ან დაეჯერებინა ეს იდეა, ამიტომ, ამ ფარაონის გარდაცვალების შემდეგ, ის გაქრა. მეუფევ, როგორ აფასებთ ამ ჰიპოთეზას? შეეძლო თუ არა ღმერთს უკვე იმ დროში ადამიანებისთვის თავისი არსებობის ნიშნები მიეცა?

მიტროპოლიტი ილარიონი: რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ღმერთი სხვადასხვა დროს ადამიანებს თავისი არსებობის გარკვეული ნიშნებს აძლევდა. ეხნატონი ცდილობდა მრავალღმერთიანობააზე უარი ეთქვა, რომელიც მის დროს გაბატონებული იყო ეგვიპტეში, და თავისი ხალხისთვის ერთი ღმერთის თაყვანისცემა ესწავლებინა. ამავე დროს, მას მიაჩნდა, რომ ერთი ღმერთი – ეს მზეა, ანუ ის იყო არა მხოლოდ ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი, არამედ მზის თაყვანისმცემელიც. ის ლექსებს წერდა ამ ღმერთის პატივსაცემად, ბარელიეფები იქმნებოდა მზე ღმერთის გამოსახულებით. მას შემდეგ, რაც ის მოკვდა (იმ დროს ფარაონები დიდხანს არ ცოცხლობდნენ), ეს კულტი განადგურდა, და უკვე მისი მომდევნო ფარაონი მრავალღმერთიანობას დაუბრუნდა, რომელიც ძველ ეგვიპტეში არსებობდა.

ამავდროულად, მართლაც, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა კულტურებში და სხვადასხვა დროში (მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც მრავალღმერთიანობა და წარმართობა ჭარბობდა), ცალკეული ადამიანების მცდელობებს მიახლოებოდნენ ერთი ღმერთის გაგებას. აქ შეიძლება გავიხსენოთ ძველი საბერძნეთი, შეიძლება გავიხსენოთ პლატონი, რომელიც თავის დიალოგში „ტიმეოსი“ ძალიან მჭევრმეტყველურად აღწერს დემიურგს, ანუ მთელი სამყაროს შემოქმედს. სინამდვილეში, საუბარი მიდის ერთ ღმერთზე. მიუხედავად იმისა, რომ პლატონმა არ უარყო წარმართული რელიგია, იგი მას ფილოსოფიურად აღიქვამდა. მის წარმოდგენაში იმ ღმერთმა, რომელმაც მთელი ეს სამყარო შექმნა, სრულიად განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

კითხვა: მამაჩემი ჩემს ნათლობას იმ პირობით დათანხმდა, რომ ნათლიად მის დას დავიყენებ. მაგრამ რადგან მამიდა სხვა რეგიონში ცხოვრობს, მან დაგეგმა რომ ტაძარში ნათლიის სახით თავისი ერთი ნაცნობი მოიწვიოს, რომლის წარდგენასაც მღვდელთან თავისი დის სახელით, მის მაგივრად აპირებს. მეუფევ, მე ძალიან მაბრკოლებს ასეთი ჩანაცვლების მცდელობა, ფაქტობრივად, მოტყუების, განსაკუთრებით ჩემი ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე ვფიქრობ, რომ არავითარი მოტყუება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, როცა საუბარი ნათლობის საიდუმლოს ეხება. ამიტომ, თუ ის და ადგილზე არ იმყოფება, ეს ასეც უნდა ითქვას. თუ გულისხმობთ, რომ და დაუსწრებლად იქნება ნათლია, მაშინ, ალბათ, ამაზე მღვდელთან შეიძლება მოილაპარაკოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში სულაც არ არის საჭირო სხვა ქალის საკუთარ დად წარმოჩენა.

კითხვა: რა მოთხოვნებს აყენებს ეკლესია ნათლიების მიმართ და რა პასუხისმგებლობას აკისრებს მათ?

მიტროპოლიტი ილარიონი: თუ საქმე ეხება ჩვილის ნათლობას, მაშინ ნათლიები – ეს ძირითადად არიან ისინი, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ ამ ჩვილის ქრისტიანულ აღზრდაზე. თუ საქმე ეხება ზრდასრულთა ნათლობას, მაშინ ნათლიები – არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ უკვე ზრდასრულ ადამიანს, გახდეს სრულფასოვანი ქრისტიანი. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც ნათლიებს ეკისრებათ, ეს არის ის, რომ ისინი თავად უნდა იყვნენ სრულად ეკლესიური მართლმადიდებელი ადამიანები, საკმარისად ღრმად იცოდნენ მართლმადიდებლური სარწმუნოება და შეეძლოთ დაეხმარონ იმ ადამიანს, ვისთვისაც ისინი ნათლიები გახდებიან.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა დაუსწრებლად წესის აგება ადამიანისთვის, რომელიც მრავალი წლის წინ არის გარდაცვლილი? შეხვდებიან თუ არა იმ ადამიანების სულებ,ი ვისაც დაკძრალვის დროს წესი აუგეს, იმ გარდაცვლილთა სულებს, ვისზეც წესის აგება არ შესრულებულა?

მიტროპოლიტი ილარიონი: თუ ადამიანი გარდაიცვალა და მას წესი არ აუგეს, მაშინ წესის აგება ყოველთვის შეგიძლიათ, მათ შორის დაუსწრებლად და მრავალი წლის შემდეგაც. როგორ და ვის ხვდებიან გარდაცვლილები სიკვდილის შემდეგ, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ თუ მოვუსმენთ ადამიანებს, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი განიცადეს (და საკმაოდ ბევრია ასეთი ადამიანი და ასეთი მოწმობები), მაშინ ისინი ხშირად ამბობენ, რომ შეხვდნენ თავიანთ გარდაცვლილ ნათესავებს.

წესის აგება იმ ადამიანებთან მიმართებაში სრულდება, რომლებიც მონათლულები იყვნენ და იყვნენ ეკლესიის წევრები. მაშინაც კი, თუ ისინი არ იყვნენ ძალიან გულმოდგინე ეკლესიის წევრები, არ ეზიარებოდნენ და არ აბარებდნენ აღსარებას, ჩვენ ასეთ ადამიანებს წესს მაინც ვუგებთ. ჩვენ წესს არ ვუგებთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც არ იყვნენ მონათლულები, სხვა რელიგიურ ტრადიციებს მიეკუთვნებოდნენ ან იყვნენ ეკლესიის მოწინააღმდეგენი და ღმერთის არ სწამდათ. ასეთი ადამიანებისთვის წესის აგება არ არის მიღებული, და მათი სიკვდილის შემდგომი ხვედრი ღვთის ნებაზეა მინდობილი.

მე მინდა ეს გადაცემა იესო ქრისტეს სიტყვებით დავასრულო მარკოზის სახარებიდან: „რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს“ (მარკოზი 16.16).

ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. თავს გაუფრთხილდით, თქვენს ახლობლებს გაუფრთხილდით და უფალი გფარავდეთ ყველას.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური


გაზიარება:
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მისალოცი წერილი გაგზავნა უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

01.02.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს აღასყდრების დღე მიულოცა

01.02.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი შაბაცკის ეპისკოპოსის ლავრენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

25.01.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა

11.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ქრისტეს ჯვარი ღვთის მადლით ავსებს ჩვენს ცხოვრებას

27.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა ვლადიმერის საერთო სანათლავი ემბაზიდან დაწყებული ერთობის დარღვევა შეუძლებელია

14.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონის მოუწოდებს, დაიცვან რუსეთის მოქალაქეები დასავლური „ღირებულებებისაგან“

21.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარის კომენტარი ქრისტიანულ სიწმინდეთა შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ პანაღია სუმელას სავანეში (ტრაპიზონი, თურქეთი)

05.02.2022

რუსეთის პრეზიდენტმა მიტროპოლიტი ილარიონი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა

02.02.2022

მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მილოცვა გაუგზავნა

27.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب