
მოსკოვის საპატრიარქო
კორეის ეპარქიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სეულში რუსული ხატების გამოფენის გახსნაზე



2021 წლის 25 ნოემბერს სეულში სოსომუნის (რომაულ-კათოლიკური ეკლესია) წმინდა ადგილის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა მიხეილ აბრამოვის სახელობის მოსკოვის რუსული ხატების მუზეუმიდან ჩამობრძანებული ხატების გამოფენის საზეიმო გახსნა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კორეის ეპარქიის კორეელი მთავარეპისკოპოს თეოფანეს ლოცვა-კურთხევით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბერმონაზონმა პავლემ (ჩხვე) და დიაკონმა ნეკტარიოს ლიმმა. ექსპოზიციის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ კორეელი კარდინალი ანდრია იომი, სეულის მთავარეპისკოპოსი პეტრე ჩონი, რუსული ხატების მუზეუმის დირექტორი ნ. ზადოროჟნი, რუსეთის საელჩოს თანამშრომლები და კორეის რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მღვდელმონაზონი პავლე (ჩხვე) მიესალმა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებსა და ღონისძიების სხვა მონაწილეებს. თავის გამოსვლაში მან შეკრებილებს მოუთხრო მართლმადიდებლური ხატწერის მნიშვნელობასა და კორეაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის შესახებ.
დამსწრეებმა გამოიჩინეს გულწრფელი ინტერესი გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებისადმი.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური /
კორეის ეპარქიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021