მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: უკრაინა რუსეთსა და ამერიკის შეერთ…

მიტროპოლიტი ილარიონი: უკრაინა რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განხეთქილების ვაშლად იქცა


2021 წლის 11 დეკემბერს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ «Россия 24»-ზე გამოდის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინე გრაჩევას და ტელემაყურებლების კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: გამარჯობა! ეს არის გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“-ს დრო ტელეარხ „Россия 24“-ზე. ჩვენ ყოველ კვირაში ვსაუბრობთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარესთან, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონთან. მეუფევ, მოგესალმებით!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმები, ეკატერინე! მოგესალმებით, ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: ამ კვირაში ვიდეო კავშირის მეშვეობით ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისაუბრეს. რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ამ მოლაპარაკებამ?

მიტროპოლიტი ილარიონი: ძალიან კარგია, რომ ორმა პრეზიდენტმა ისაუბრა, მათ ხანგრძლივი ორსაათიანი საუბარი ჰქონდათ და კარგია, რომ შეეხნენ საკითხებს, რომლებიც ახლა ორ სახელმწიფოს ჰყოფს და ორ ბირთვულ სახლემწიფოს შორის ურთიერთობების დამყარებას აფერხებს. ასეთი კონსტრუქციული ურთიერთობა, რომელიც უნდა იყოს, მაგრამ ახლა არ არის, აბსოლუტურად აუცილებელია. უპირველეს ყოვლისა, ბირთვული სახელმწიფოები ფლობენ პოტენციალს, რომელსაც შეიარაღების რბოლის შეჩერება შეუძლია. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ წინააღმდეგობები ძალიან აშკარა გახდება, შეიძლება არსებული არსენალის გამოყენება დაიწყოს. ორივე მხრიდან აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რათა ეს არ მოხდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ორივე მხარე ითვალისწინებდეს საერთაშორისო ვითარებას.

თუ ვისაუბრებთ ორივე ქვეყნის შიდა ვითარებაზე, მაშინ ისევ, ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა პირდაპირ აისახება თითოეულ მათგანის შიგნით არსებულ სიტუაციასა და ხალხის კეთილდღეობაზე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეეხნენ დიპლომატიური მისიების თემას და რუსეთის პრეზიდენტმა შესთავაზა განულდეს ყველა წინა შეზღუდვები, რომლებიც დიპლომატების საქმიანობას ეხება. პრაქტიკაში რასთან მიგვიყვანა ამ შეზღუდვებმა? მაგალითად იმასთან, რომ ამერიკის საელჩომ მოსკოვში, საკონსულო დეპარტამენტმა შეწყვიტა მოქალაქეებისთვის ამერიკული ვიზების გაცემა. ნიუ-იორკში რუსეთის საკონსულო კვლავ აძლევს რუსეთის ვიზებს ამერიკის მოქალაქეებს, მაგრამ საკონსულოს პერსონალი შემცირდა, იქ ცოტა ხალხია. უფრო მეტიც, შეერთებულ შტატებში საკონსულოსა და რუსეთის საელჩოს ბევრ თანამშრომელს უბრალოდ ვიზას აღარ უგრძელებენ, ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი თანამშრომლები თვეობით გაუსვლელად უნდა დარჩნენ შეერთებულ შტატებში: მათ არ შეუძლიათ რუსეთში ჩამოსვლა, ნათესავების მონახულება, რადგან თუ ისინი რუსეთში ჩამოვლენ, მაშინ თავიანთ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ.

ზოგადად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ბევრი სირთულე წარმოიშვა. თუ ეს პრობლემები მოგვარდება, მაშინ შეიძლება ამას მხოლოდ ყოველმხრივ მივესასალმოთ.

ე. გრაჩევა: მანამდე ჯო ბაიდენი ირწმუნებოდა, რომ ამზადებდა ინიციატივების ფართომასშტაბიან პროექტს, რომელიც „პუტინს ძალიან გაურთულებს იმის გაკეთებას, რისი გაკეთებაც სურს“. გასაგებია, რომ კულისებს მიღმა ნერვების ასეთი ომი მიმდინარეობს. თქვენი შეხედულებით, შეიძლება თუ არა ეს კულუარული ნერვების ომი ნამდვილ ომში გადაიზარდოს? ვგულისხმობ ჩვენს საზღვარს უკრაინასთან.

მიტროპოლიტი ილარიონი: ღრმა მწუხარებით უნდა ითქვას, რომ უკრაინა განხეთქილების ვაშლად იქცა რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. უკრაინა რუსეთის უახლოესი მეზობელია. უკრაინელი და რუსი ხალხები მოძმე ერები არიან, რომლებიც ოდესღაც ზოგადად ერთ ხალხს ეკუთვნოდნენ, რომლებსაც საერთო დამწერლობა, საერთო კულტურა ჰქონდათ. ანტირუსული პროპაგანდა, რომელიც ამჟამად უკრაინაში მიმდინარეობს, და რომელიც მნიშვნელოვანწილად საზღვარგარეთიდან არის პროვოცირებული, მათ შორის ოკეანის გაღმიდან, შეუძლებელია არ გვაწუხებდეს.

განსაკუთრებულ წუხილს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის იწვევს სიტუაცია, რომელშიც მილიონობით უკრაინელი მართლმადიდებელი მორწმუნე აღმოჩნდა რუსეთის წინააღმდეგ პროპაგანდული ომის შედეგად, აშშ-ს მოქმედებით უკრაინაში. ის განხეთქილება, რომელიც არსებობდა და რომელმაც კონსტანტინეპოლის პატრიარქის მხარდაჭერა მიიღო, ღრმა ჭრილობას აყენებს მთელ უკრაინელ ხალხს და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, უკრაინის მართლმადიდებელ მოსახლეობას. ეს განხეთქილება საერთოდ გაუმართლებელია ეკლესიური თვალთახედვით. ქმედებები, რომელიც მისი ლეგიტიმაციისათვის განხორცილდა, ჩვენი შეხედულებით აბსოლუტურად უკანონოა. ამიტომ, ჩვენ ვლოცულობთ ამ განხეთქილების დასაძლევად, იმისთვის, რათა უკრაინელი მართლმადიდებელი მორწმუნენი ერთიანი კანონიკური ეკლესიის წიაღში გაერთიანდნენ, რომელიც არსებობს უკრაინაში, რომელიც არსად არ გამქრალა და რომელსაც უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე მეთაურობს.

სამხედრო საფრთხესთან დაკავშირებით: ყველაფერი უნდა გაკეთდეს ორივე მხრიდან, რათა არ დავუშვათ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია, რომ ყველა წინააღმდეგობა – როგორც ქვეყნებს შორის, ასევე უკრაინის შიგნით არსებული – მშვიდობიანი გზით გადაწყდეს.

ე. გრაჩევა: ახლა საეკლესიო დიპლომატიური დღის წესრიგის შესახებ. დეკემბრის დასაწყისში რომის პაპი ფრანცისკე საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა, სადაც მან ფაქტიურად კათოლიკების შეცდომებისთვის მართლმადიდებელთა წინაშე პატიება ითხოვა: „მრავალი წელია შხამები გვწამლავდნენ ჩვენ. ეჭვის მარცვლებმა გაგვყო, და მე სირცხვილით ვაღიარებ, რომ კათოლიკური ეკლესიის გადაწყვეტილებებს იესოსთან და სახარებასთან საერთო არაფერი ჰქონდა“. ასეთი განცხადებების ფონზე შეიძლება თუ არა დღეს მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიები გაერთიანდნენ, და რა უშლის ხელს მათ ამაში?

მიტროპოლიტი ილარიონი: ორი ეკლესიის გაერთიანებაზე საუბარს არავინ აწარმოებს, რადგან განხეთქილება დიდი ხანია არსებობს, ბევრი წინააღმდეგობა დაგროვდა, ორი ეკლესია თითქმის ათი საუკუნეა დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს. განსხვავებებია ფუძემდებელი ქრისტიანული დოგმატების გაგებაში, წმინდანთა თაყვანისცემის საკითხში. არიან წმინდანები, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდანებად არიან შერაცხულნი, მაგრამ ისინი ასეთებად არ მიიჩნევიან კათოლიკურ ეკლესიაში და, მრავალი კათოლიკი წმინდანია, რომლებსაც მართლმადიდებელი ეკლესია ასეთად არ აღიარებს. ამიტომ არანაირი ლაპარაკი გაერთიანებაზე არ მიმდინარეობს. საუბარი შეიძლება წარიმართოს იმის შესახებ, რომ დასრულდეს, ბოლოს და ბოლოს, პაექრობის, კონკურენციის, მტრობის ის მდგომარეობა, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებობდა.

განცხადებები, რომელსაც ბოლო დროს პაპი ფრანცისკე აკეთებს – მსგავსი სახის განცხადება პირველი არ არის. მისმა წინამორბედებმაც გააკეთეს ამდაგვარი განცხადებები, ისინი პირდაპირ საუბრობდნენ კათოლიკების მიერ მართლმადიდებლებთან მიმართებაში დაშვებულ უამრავ შეცდომაზე – ესაა, მართლმადიდებლების მიმართ დროდადრო გამოყენებული ძალადობაც; ასევე, უნია, რომელიც დღემდე გამყოფ ფაქტორად რჩება. ფაქტიურად, კათოლიკები სხვადასხვა გზით ცდილობდნენ ყოველგვარი სიმართლითა თუ უსამართლობით მართლმადიდებლები კათოლიციზმზე მიექციათ და ამის ერთ-ერთი საშუალება უნია იყო. რა არის უნია? ესაა, როდესაც მართლმადიდებლებს უფლება მიეცათ შეენარჩუნებინათ თავიანთი ლიტურგიული წესი, მაგრამ იმავდროიულად, ვალდებულები იყვნენ მიერთებოდნენ კათოლიკურ ეკლესიას და სრულად მიეღოთ კათოლიკური მოძღვრება, მათ შორის სწავლება რომის პაპის მსოფლიო იურისდიქციის შესახებ. ჩვენი აზრით, ეს მოტყუებაა, რადგან ბევრ მართლმადიდებელ მორწმუნეს, რომლებიც უნიატები გახდნენ, აზრადაც კი არ მოსდიოდათ, რომ სინამდვილეში საკუთარ რწმენას იცვლიდნენ, რადგან გარეგნულად ყველაფერი იგივე რჩებოდა: საეკლესიო შესამოსელი იგივეა, ლიტურგიაზე ლოცვები და საეკლესიო გალობაც იგივეა. ამ სახით ხალხი შეცდომაში შეიყვანეს.

როდესაც პატრიარქი კირილე ჰავანაში პაპ ფრანცისკეს შეხვდა, მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც პირდაპირ იყო ნათქვამი იმის თაობაზე, რომ უნია ერთობის მიღწევის გზას არ წარმოადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომელიც რომაელი პონტიფიკოსის ბაგეებიდან გაჟღერდა. ის, რასაც რომის პაპი ფრანცისკე ახლა ამბობს, ესეც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წვლილია მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში. მაგრამ, გავიმეორებ, ეკლესიების გაერთიანებაზე არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ დონეზე არავითარი საუბარი არ მიმდინარეობს.

ე. გრაჩევა: მეუფევ, მოსკოვში დააკავეს ტიკ-ტოკერი – ჩიტაში მცხოვრები ახალგაზრდა, ვიტალი მიროშნიკოვი. ის მოსკოვში გამოიქცა მას შემდეგ, რაც ჩიტის სასამართლომ იძულებითი შრომა მიუსაჯა, იმიტომ რომ მან ეკლესიაში სიგარეტი სანთლიდან აანთო. ახლა მას ამ გაქცევისთვის სასჯელის გამკაცრება ემუქრება. ხატოვნად რომ ვთქვათ, „შეწყალება არ შეიძლება დაისაჯოს“. თქვენ, მოსამართლის ადგილზე რომ იყოთ, სად დასვამდით მძიმეს ამ წინადადებაში?

მიტროპოლიტი ილარიონი: მოცემულ სიტუაციაში, ალბათ, მძიმეს დავსვამდი „შეწყალების“ შემდეგ, რადგან, როგორც მახსოვს, ამ ახალგაზრდამ ჩადენილი საქციელის გამო ბევრი ნეგატიური კომენტარი მიიღო სოციალურ ქსელებში, და მან ბოდიში მოიხადა. მან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა, რომელიც, ჩემი აზრით, მთელი ამ უაზრო და სევდიანი სიტუაციის გასაღებია: „მე არ მიმიღია რელიგიური განათლება. ჩემთვის მთელი ეს სფერო დაკეტილია“. მანამდე, სანამ ჩვენთან ისეთი ახალგაზრდა თაობა გაიზრდება, რომელიც სკოლაში ვერანაირ ინფორმაციას ვერ იღებს რელიგიურ ტრადიციებზე, გარდა ერთი კურსისა, რომელიც მეოთხე კლასში კვირაში ერთი საათის განმავლობაში ისწავლება, ასეთი პრობლემები, და გაცილებით უფრო სერიოზულიც, ყოველთვის იარსებებს.

საქმე ისაა, რომ აქამდე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალი მცდელობის მიუხედავად, არც ეკლესიას და არც რუსეთში არსებულ სხვა რელიგიურ ტრადიციებს არ უშვებენ სკოლებში. ჩვენთან ეს აიხსნება იმით, რომ სკოლა გამოყოფილია ეკლესიისაგან, არ უნდა მოხდეს საზოგადოების კლერიკალიზაცია, სკოლის მოსწავლეები თავისუფალი უნდა იყვნენ თავიანთ რელიგიურ არჩევანში, მაგრამ შედეგად აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც ჩვენი ახალგაზრდა თაობა სიმართლის გაგების შესაძლებლობასაა მოკლებული იმ რელიგიური ტრადიციების შესახებ, რომლებიც დომინირებებ ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ტრადიციულია ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ვიდრე ეს სიტუაცია არ გამოსწორდება, ამის მსგავსი შემთხვევები კვლავ და კვლავ წარმოიქმნება.

ე. გრაჩევა: სრულიად რუსული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა (ВЦИОМ) საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა: რუსების აბსოლუტური უმრავლესობა (80%) დარწმუნებულია, რომ ეკლესიის შესახებ ხუმრობა არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული. საპირისპირო მოსაზრებას თანამოქალაქეთა მხოლოდ 17% უჭერს მხარს. მართალი გითხრათ, მე ასეთი კითხვა მიჩნდება: ასეთი არატოლერანტობა – ეს საერთოდ საზოგადოების საშიში ნიშანი არ არის?

მიტროპოლიტი ილარიონი: რას ნიშნავს – არატოლერანტობა? მე ვფიქრობ, რომ საუბარი სწორედ იმაზე მიდის, რომ ადამიანებში ჩვენ ტოლერანტობა უნდა აღვზარდოთ ტრადიციული რელიგიებისადმი პატივისცემის აღზრდის გზით. რამეთუ ეს არა მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაზე ხუმრობებს ეხება, არამედ ზოგადად ხუმრობებს, დაცინვას, რელიგიური ტრადიციების აბუჩად აგდებას. ჩვენს ისტორიაში ასეთი შემთხვევები მრავლადაა. 70 წლის განმავლობაში ისეთ გარემოში ვცხოვრობდით, სადაც ოფიციალურად ხდებოდა ათეიზმის პროპაგანდირება, ხოლო რელიგიაზე იცინოდნენ, დასცინოდნენ, მორწმუნეებს დევნიდნენ. რატომ უნდა გავიმეოროთ ეს შეცდომები. საბჭოთა პერიოდიდან ეკლესიაზე, მღვდელმსახურებზე მრავალი კარიკატურა შემორჩა. 1920-30-იან წლებში უღმერთოთა მებრძოლი კავშირი არსებობდა, რომელსაც ემელიანე იაროსლავსკი ხელმძღვანელობდა. ისინი ეკლესიის წინააღმდეგ ავრცელებდნენ პამფლეტებს, ყველა სახის ანტირელიგიურ ლიტერატურას, კარიკატურებს. ეს ყველაფერი იყო ჩვენთან, შემდეგ თანდათან ჩაცხრა, ეს საზოგადოება დახურეს.

დაიწყო ომი, ხალხს ეკლესიის კარიკატურებისთვის არ ეცალა. სახელმწიფო პოლიტიკა ეკლესიის მიმართ შეიცვალა. მაგრამ პრაქტიკულად მაინც საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდამდე ოფიციალური სახელმწიფო იდეოლოგია ათეიზმი იყო, რომელიც პროპაგანდირდებოდა, ხალხის გონებიდან და გულიდან რელიგიის განდევნას ცდილობდნენ. მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიცვალა ეს ვითარება რადიკალურად.

ე. გრაჩევა: დიდი მადლობა, მეუფევ, რომ ჩვენს კითხვებს უპასუხეთ.

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობთ, ეკატერინე.

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა მაყურებლების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც გადაცემის „ეკლესიისა და მსოფლიო“ -ს ვებ-გვერდზე შემოვიდა.

კითხვა: მარკოზის სახარებაში მოყვანილია ქრისტეს სიტყვები: „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა“ (მარკოზი 16.15). ჩემი კითხვაა: იმის გავითვალისწინებთ, რომ სახარება დაიწერა ქრისტეს აღდგომის შემდეგ, როგორ შეეძლო მას მისი ქადაგებისკენ მოწოდება? მე ბოლომდე არ მესმის ეს მომენტი.

მიტროპოლიტი ილარიონი: სიტყვა „ევანგელიე“ ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს „კეთილ უწყებას“. ეს სიტყვა ორი მნიშვნელობით გამოიყენება. ერთი მხრივ, ის აღნიშნავს იმ სასიხარულო და სასიკეთო უწყებას, რომელიც იესო ქრისტემ დედამიწაზე მოიტანა. თავად იესო ქრისტე ამ სიტყვას სწორედ ამ აზრით იყენებდა.

მეორე მხრივ, ზუსტად იგივე ტერმინი ეხება ლიტერატურულ ჟანრს, ანუ იმ ოთხ სახარებას, რომლებიც მართლაც იესო ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ დაიწერა და ამ ტერმინით აღინიშნება. ამიტომ, როდესაც ქრისტემ თქვა: წადით, უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას, მას სწორედ ეს კეთილი უწყება ჰქონდა მხედველობაში, ანუ ის თავის მოწაფეებს ეუბნებოდა, რომ ისინი იქნებოდნენ მისი საქმის გამგრძელებლები დედამიწაზე და იქადაგებდნენ იმ კეთილ უწყებას, რომელსაც ის ქადაგებდა.

კითხვა: მეუფევ, მე ახლობელი ადამიანი დავკარგე. გამუდმებით ვევედრებოდი ღმერთს, მაგრამ დაავადებამ გაიმარჯვა. გამოდის, რომ ღმერთმა არ უშველა, ჩემი ლოცვები დააიგნორა, და ამ შემთხვევაში გამოვიდა, რომ თავად ლოცვა – ეს მხოლოდ ფორმალობაა. ადამიანი შეიძლება წლების განმავლობაში ტაძარში დადიოდეს, საიდუმლოებებში მონაწილეობდეს, ცდილობდეს ღვთის მცნებების მიხედვით ცხოვრებას, და როდესაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი მძიმე ავადმყოფობით ავადდება, ღმერთი ზურგს აქცევს და მის ლოცვებს არ პასუხობს, დახმარება არ სურს. რატომ?

მიტროპოლიტი ილარიონი: მინდა გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ახლობელი ადამიანი დაკარგეთ. მაგრამ ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან კვდება. ეს ეხება ჩვენს ყველა ახლობელ ადამიანს, და თავად ჩვენც.

როცა ღმერთს ვევედრებით და მისგან რამეს ვითხოვთ, მაშინ ის ჩვენ გვისმენს. არასოდეს ხდება ისე, რომ ლოცვა შეუსმენელი დარჩეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ლოცვაში გონებასა და გულს არ ვდებთ, არამედ უბრალოდ რაღაც სიტყვებს წარმოვთქვამთ. მაშინ ეს ლოცვა არც ჩვენამდე აღწევს და არც ღმერთამდე. მაგრამ თუ რამეს ვითხოვთ, მაშინ ღმერთი ჩვენ გვისმენს. ძალიან ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გამოთხოვნილს მაშინვე ვიღებთ, ან მაშინვე არ ვიღებთ. ზოგიერთ შემთხვევაში ღმერთი თვლის, რომ ის სხვანაირად უნდა მოიქცეს. ის ადამიანის ცხოვრებას თავისი პერსპექტივიდან უმზერს, მათ შორის ჩვენს და ჩვენი საყვარელი ადამიანების ცხოვრებას. ხანდახან რაღაცას ვუსურვებთ საკუთარ თავს ან სხვებს, მაგრამ ღმერთი სხვაგვარად განსჯის. ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ და ყოველი ლოცვისა და ყოველი ვედრების დასრულებისას, რომელიც ღვთისკენაა მიმართული, უნდა იყოს სიტყვები: იყავნ ნება შენი, რადგან ღმერთმა უკეთ იცის, ჩვენ რა გვჭირდება, ვიდრე თავად ჩვენ გვგონია.

კითხვა: რაში მდგომარეობს ადამიანის თავისუფლება, თუ ეკლესია ამტკიცებს, რომ ვინც ღვთის მცნებებს არ ასრულებს, ის ჯოჯოხეთში ხვდება, ანუ ეს არის მკაფიო წესები და კანონები, რომლებიც ზღუდავს ჩემს თავისუფლებას, ჩემს სურვილებს? შეიძლება, ჯოჯოხეთი და სამოთხე მე ჩემებურად მესმის, არა ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია? ვფიქრობ, მაინდამაინც კარგად არ გამომდის ღვთის მცნებების შესრულება, მაგრამ ჯოჯოხეთში მოხვედრა არ მინდა და ასეთი ხვედრი არ მინდა არც ჩემი ახლობელი და საყვარელი ადამიანებისთვის.

მიტროპოლიტი ილარიონი: ჯოჯოხეთი და სამოთხე – ეს ობიექტური რეალობაა, და არა ის, რაც თქვენ თქვენთვის შეგიძლიათ შექმნათ. შეიძლება, თქვენ დიდ და ლამაზ სახლში ცხოვრება გსურთ, მაგრამ თქვენი ფინანსური რესურსი მხოლოდ მოკრძალებული ბინის დაქირავების საშუალებას გაძლევთ. იგივე ეხება ადამიანის სიკვდილის შემდგომ ხვედრს: ეს დიდწილად დამოკიდებულია თავად ადამიანზე, მაგრამ არა მის სურვილებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდა იგი. ეს დამოკიდებულია ზუსტად იმაზე, აღასრულებდა თუ არა ის ღვთის მცნებებს.

თუკი თქვენ ისე ცხოვრობთ, როგორც ეკლესია გვამცნებს, როგორც ქრისტემ გვამცნო, თუ თქვენ სიკეთის კეთებას ცდილობთ, მაშინ, რა თქმა უნდა, თქვენ ამისთვის მომავალ ცხოვრებაში ჯილდოს მიიღებთ. და თუ თქვენ არ გინდათ ღვთის მცნებების შესრულება, მაშინ თქვენი სიკვდილის შემდგომი ხვედრი იგივე იქნება, როგორც იესო ქრისტემ მიუთითა, რომელმაც თქვა: ისინი, ვინც თავიანთ ახლობლებს ეხმარებიან, მშიერს აჭმევენ, მწყურვალს ასმევეენ, შიშველს აცმევენ, საავადმყოფოში ან საპყრობლეში მყოფ ახლობელს მოინახულებენ, – ისინი მარჯვენა მხარეს, ანუ სამოთხეში აღმოჩნდებიან, და ისინი, ვინც ამას არ აკეთებენ – ჯოჯოხეთში. რატომ? იმიტომ რომ, როგორც ქრისტემ თქვა: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მათე 25.40).

კითხვა: რატომ უნდა გადავიხადოთ ჩვენ, მართლმადიდებლებმა ბავშვის ნათლობისთვის? ნუთუ ეკლესია არ იღებს სახელმწიფოსგან დაფინანსებას? ჩვენ საიდუმლოს შესასრულებლად შემოწირულობის გაცემა შემოგვთავაზეს. და თუ ჩვენ საჭირო თანხა არ გვაქვს, მაშინ რა გამოდის – აიღე სესხი და მოდი?.. საწყენია.

მიტროპოლიტი ილარიონი: თქვენ თქვენსავე შეკითხვაში თავად საუბრობთ იმის შესახებ, რომ შემოწირულობის გაკეთება შემოგთავაზეს, ანუ თქვენ არავინ არ დაგავალდებულათ ამ თანხების შეტანა. თუ თქვენ ფული არ გაქვთ, თქვენ ბავშვის მონათვლა უფასოდ შეგიძლიათ.

რაც შეეხება „სახელმწიფოსაგან დაფინანსების მიღებას“, ეკლესია სახელმწიფოსგან არანაირ დაფინანსებას არ იღებს, არამედ მორწმუნეების შემოწირულობებით ცხოვრობს. სწორედ ამიტომ ეკლესია სთავაზობს, მაგრამ არ აიძულებს მორწმუნეებს შემოწირულობების გაღებას.

მე მსურს ეს გადაცემა მათეს სახარების სიტყვებით დავასრულო: „და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა“ (მათე 24.14).

ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გაუფრთხილდით თქვენს ახლობლებს და უფალი გფარავდეთ ყველას.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მისალოცი წერილი გაგზავნა უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

01.02.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს აღასყდრების დღე მიულოცა

01.02.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი შაბაცკის ეპისკოპოსის ლავრენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

25.01.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა

11.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ქრისტეს ჯვარი ღვთის მადლით ავსებს ჩვენს ცხოვრებას

27.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა ვლადიმერის საერთო სანათლავი ემბაზიდან დაწყებული ერთობის დარღვევა შეუძლებელია

14.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონის მოუწოდებს, დაიცვან რუსეთის მოქალაქეები დასავლური „ღირებულებებისაგან“

21.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარის კომენტარი ქრისტიანულ სიწმინდეთა შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ პანაღია სუმელას სავანეში (ტრაპიზონი, თურქეთი)

05.02.2022

რუსეთის პრეზიდენტმა მიტროპოლიტი ილარიონი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა

02.02.2022

მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მილოცვა გაუგზავნა

27.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب